U18 | ტიტულის დასაცავად პრაღაში

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები", 11-იდან 19 ნოემბრის ჩათვლით, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ტიტულის დაცვას ეცდება.

საქართველომ 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად 2018 წელს, ფინალში საფრანგეთის 8:3 ძლევით მოიპოვა და მას შემდეგ ტიტული ზედიზედ სამჯერ შეინარჩუნა (2019 წელს ესპანეთთან 20:10; 2021 წელს პორტუგალიასთან 27:0 და 2022 წელს იმავე პორტუგალიასთან 34:10. 2020 წელს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო).

18-წლამდელთა ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობს და ტრადიციულად, ის პლეი-ოფის სისტემით გაიმართება. "უმცროსი ბორჯღალოსნები" 1/4-ფინალში შვეიცარიას ეთამაშება. სხვა გუნდები ასე დაწყვილდნენ: ბელგია –
ნიდერლანდები; პორტუგალია – რუმინეთი; ესპანეთი – ჩეხეთი.

თამაშები 11 ნოემბერს, „მარკეტა სთედიუმზე“ ჩატარდება, რომელიც 10 ათას მაყურებელს იტევს.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
U18 -ში მსოფლიო ჩემპიონატი არ ტარდება. კარგი საინიცატივო იდეა ჩვენს რაგბის კავშირს: U20 -ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებიდან მოიწვიონ თბილისში U18 გუნდები ტურნირის ჩასატარებლად - შეიძლება ჩემპიონატის ოფიციალური სტატუსიც მიენიჭებინათ რაგბის მამებს.
რამაზ
14 ოქტომბერი 2023 18:30
0
,,ექვსი ერის'' ქვეყნების გარეშე! კარგია რომ იმ ერთხელ მაიც, ფრანგებს მოვუგეთ, მერე კი აუკრძალეს მაგათაც ჩვენტან თავის გაყადრება. მსოფლიო რაგბის ჩინოვნიკები არიან ოღრაშები და მზ..ეები
Bs
13 ოქტომბერი 2023 18:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.