18 წ. | მზადება „შევარდენზე“

AutoSharing Option
უმცროსი ბორჯღალოსნები (18-წლამდე) 11-19 ნოემბერს ჩეხეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გადიან.

გუნდი 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ვარჯიშობს და კვირის ბოლოს საკონტროლო თამაშს გამართავს. სულ რაზმში 35 მოთამაშეა, საიდანაც 26 უნდა შეირჩეს.

„სასელექციო ეტაპი თითქმის დასრულდა. სამუშაო პროცესში ვართ, რომელიც გუნდის და ინდივიდუალურად მოთამაშეების განვითარებას ემსახურება. ვმუშაობთ ტექნიკური და ტაქტიკური დეტალების დახვეწაზე. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში არ ჩამოვიდა სამხრეთ აფრიკული გუნდი, რის გამოც პრაქტიკულად უთამაშებლები და საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილების გარეშე დავრჩით“.

„ასეთ სიტუაციაში დიდი დახმარება გაგვიწიეს ‘ლელომ’ და
‘ყოჩებმა’ – პირველის ესპუართა გუნდს უკვე ვეთამაშეთ, ‘ყოჩებს’ კი პარასკევს შევხვდებით“.

„გუნდის უპირველესი მიზანი განვითარებაა. რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ ტიტულის მოსაგებად, თუმცა ეს იოლი არ იქნება. ჩვენმა მთავარმა კონკურენტებმა უკვე ორ-ორი საერთაშორისო ტურნირი ითამაშეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით გამარჯვებებთან ერთად, მაყურებელი სანახაობრივი თამაშითაც გავახაროთ“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი.

შეგახსენებთ, 2018 წლიდან დღემდე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ 4-ჯერ მოიპოვეს.

წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველო შვეიცარიას 11 ნოემბერს შეხვდება. იმავე დღეს ბელგია ნიდერლანდებს, პორტუგალია რუმინეთს, ესპანეთი კი ჩეხეთს დაუპირისპირდება.

18-წლამდელთა გაფართოებული შემადგენლობა
შერკინება: დაჩი ჭელიძე (ლელო), აჩი ნოზაძე (ყოჩები), გიორგი ძაგანია (ნიცა), მიშო ხახუბია (ლელო), შოთა ხელაძე (ლელო), ნიკა ნეფარიძე (ხვამლი), ნიკოლოზ ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), მათე ღურწკაია (ყოჩები), გიორგი მესხი (ხვამლი), თემო წულუკიძე (იუნკერები), ცოტნე ცხოვრებაძე (ხვამლი), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), გიორგი ბოჩიკაშვილი (ხვამლი), ნიკოლოზ აბესაძე (ლელო), ლუკა წიკლაური (რუსთავი), ანდრო დვალი (ლელო), მიხეილ შიოშვილი (ლელო), ლუკა გაბუნია (აია);

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), გიორგი ჯაში (არმია), გიორგი ჭელიძე (აია), ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), სანდრო მესხიძე (არმია), გიორგი ხაინდრავა (ლელო), ნუგო ქევხიშვილი (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კეშელავა (არმია), სანდრო სესიაშვილი (არმია), გოგიჩა გოგუა (არმაზი), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), გიორგი ბოლქვაძე (აკადემია), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), ბუბა ნოზაძე (ბათუმი), მათე თავდგირიძე (ბათუმი), გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი).

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.