18-წლამდელები ლიონში გაემგზავრნენ

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" (18 წ.) დღეს გამთენიისას საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც "ლიონის" თანატოლებთან 26 მარტს გასახურებელ თამაშს გამართავენ.

ეს იქნება ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის, რომელსაც 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით იტალიის ქალაქი პარმა უმასპინძლებს.

"ლიონთან" მატჩის მეორე დღეს ზურაბ ამონაშვილის შეგირდები გეზს იტალიისკენ აიღებენ და ექვსი ერის ფესტივალის ფარგლებში სამ შეხვედრას გამართავენ – 30 მარტს შოტლანდიასთან, 3 აპრილს საფრანგეთთან და 7 აპრილს ინგლისთან.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე

შერკინება:
არჩილ ნოზაძე (ყოჩები), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი,
საფრანგეთი), ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), ნიკოლოზ კუმარიტოვი (ლოკომოტივი), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი, ინგლისი), დავით ბარამია (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), თორნიკე ტორაძე (აია), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ლელო), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), ლუკა გაბუნია (აია), გიორგი არძენაძე (ჩაქვი);

ხაზი:
თემურ ძოძუაშვილი (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), გიგი სირბილაძე (ლელო), ლუკა თვაური (ხვამლი), იკა კვარაცხელია (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), იოანე ბასილაია (ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), გიგა ყიფშიძე (ხვამლი), დათა ახვლედიანი (ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია).

მთავარი მწვრთნელი:
ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.