U18. ბოლო წამების დრამა - საქართველოს ნაკრებმა "ექვს ერზე" საფრანგეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი 20:19 დაამარცხა, რომელმაც პირველ მატჩში ირლანდიას 50:7 სძლია.

შეხვედრა კარგი საყურებელი იყო, ჩვენმა გუნდმა ბრძოლა გაუმართა მეტოქეს, თუმცა პირველი ტაიმი 10:19 დათმო (საჯარიმო ზუსტად წიკლაურმა შეასრულა, ხოლო ლელო ეზიეშვილმა დადო). შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა, მაგრამ წიკლაურის ჯარიმით ანგარიშის შემცირება მოახერხა. ბოლოს ქართველი მორაგბეები შეტევაზე გადავიდნენ, შველიძემ ლელო გაიტანა, სირბილაძემ გარდასახვა გამოიყენა და გავიმარჯვეთ.

შეგახსენებთ, „უმცროსი ბორჯღალოსნები“ პირველ ტურში შოტლანდიასთან 14:22 დამარცხდა. ამონაშვილის გუნდი 7 აპრილს ინგლისს შეხვდება.

პარმა (იტალია).
სტადიო სერჯიო ლანფრანკი

საქართველო – საფრანგეთი  20:19

საქართველო:

ხაზი:
15. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. იოანე ბასილაია (ლელო), 12. იკა კვარაცხელია (ლელო), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. ლუკა თვაური (ხვამლი), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება:
1. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 2. დავით არჩვაძე (ლელო), 3. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. გიორგი მეფარიშვილი (აია), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. თორნიკე ტორაძე (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. გიორგი არძენაძე (ჩაქვი).

მარქაფა: 16. ანრი შველიძე (ბრივი), 17. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 18. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 19. დავით ბარამია (ლელო), 20. დავით ბარბაქაძე (არმია), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 24. დათა ახვლედიანი (ლელო), 25. ლუკა გაბუნია (აია), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მკითხველის კომენტარები / 36 /
სხვებმა რა ქნეს მართლა?
ვვვ
03 აპრილი 2024 22:25
1
თქვენ გენაცველეთ ბიჭებო, ძალიან კარგები და მაგრები ხართ!!!

უყურეთ და ისიამოვნეთ:
https://www.youtube.com/watch?v=Wn9LcXgDdpQ
ისე მაინც
03 აპრილი 2024 20:46
0
პირველი მატჩი მეც იუთუბიზე ვნახე,ინგლისური კომენტარით.ინგლისური საერთოდ არ ვიცი და მხოლოდ დღეს,რაგბი ტვ ზე ნანახი მატჩის შეწმდეგ გავიგე,რომ ევროპაში 18 წლამდელები განსხვავებული წესებით თამაშობენ და წელს ზემოთ ბოჭვები ჯარიმით ისჯება.ამისათვის ,არც ჩვენი ბიჭები იყვნენ მზად და ამდენი ჯარიმა,თავისი სინბინებით,სწორედ ამისი შედეგი იყო.არა უშავს,გაგვიჭირდა სწავლაში,ბრძოლაში გაგვიადვილდება,როცა ამისი დრო მოვა.დღეს კი,მადლობას ვუხდი ამ ბიჭებს,რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვები არიან,მაგრამ ისე ითამაშეს,როგორსაც კაცებიც კი ინატრებენ.ფაფარი ჯერ არ აქვთ,მაგრამ უკვე ლომები არიან.პირველი თამაში,სხვა შემადგენლობა იყო,დღეს კი,სულ სხვა და მაინც,არაფერი დაუთმეს,უძლიერეს მეტოქეს.რა თქმა უნდა პლიუსებთან ერთად,მინუსებიც უფრო კარგად გამოჩნდა,მაგრამ ამ ტურნირის დანიშნულება ხომ სწორედ ეს არის.იღებენ გამოცდილებას და როცა დრო მოვა,სწორედ ეს გამოცდილება დაეხმარებათ,თანაბრად ებრძოლონ და დაამარცხონ უძლიერესი მეტოქეები.თუ თუნდაც ასაკობრივი ნაკრებები დაიმატეს 6 ერის ტურნირებზე,ეს ნიშნავს,რომ დარჩენილ ჩამორჩენას,გაცილებით სწრაფად აღმოვფხვრით და უკვე დიდ ნაკრებში გადავიტანთ.მესამე თამაშში,სასტარტო შემადგენლობის უფრო თავისუფლად არჩევის საშუალება გვექნება,რადგან განაცხადის საკმაოდ ბევრმა წევრმა უკვე ითამაშა,სავალდებულოდ სასტარტო შემადგენლობაში.იმის თქმაც თამამად შეიძლება,რომ ყველამ ფაქტობრივად მაღალ დონეზე ითამაშა და ესე იგი,მესამე თამაშში,ყველა საფუძველი გვაქვს,წარმატების იმედი ვიქონიოთ.უმაგისოდაც უკვე ამ ორი თამაშით შეგვიძლია წარმატებულად ჩავთვალოთ,ჩვენი გამოსვლა,ამ ტურნირზე.
სოსო
03 აპრილი 2024 21:48
1
რომელ ქვეყანაში ტარდება ეს ტურნირი?
gia
03 აპრილი 2024 20:44
14
კაი დავსვამ სხვა შეკითხვას,. ხვალ როგორი ამინდი იქნება?
პაკოს
03 აპრილი 2024 22:59
2
მშობლიურ საფრანგეთში!!!
gia-ს
03 აპრილი 2024 22:27
7
ყველა გამოხმაურება
მოგვიწია არგენტინის გზის გავლამ ბოლომდე. აი სახლებში რომ მოვუგებთ 6 ერის დიდ გუნდებს, მერე მიგვიღებენ. აქეთ რომ გაუხდებათ სახვეწარი. რაღა უნდა ელაპარაკო, ნამუსი არ არი ხო? 17 წლის ბიჭები საფრანგეთს და ბრიტანელებს რო უგებენ, მეორე წელს რატო უნდა ათამაშო რაგბი ევროპა (ორღობე)?
რეზო
03 აპრილი 2024 20:10
2
ნამდვილად მოსალოცია! 10-0 მეორე ტაიმი არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთთან. ამონაშვილმა თავისი კვალიფიციურობა დაადასტურა. ბიჭებმა წმინდად ქართული ხასიათი და მიწოლა აჩვენეს. ახალს არაფერს ვიტყვი, ძალიან მაგარი ბიჭები გვეზრდება.
გიორგი
03 აპრილი 2024 20:00
0
მსაჯიანად დავამარცხეთ ფრანგები, გილოცავთ
რაგბი
03 აპრილი 2024 19:45
2
ეს მსაჯი შოტლანდიელებთან თამაშს რომ მსაჯობდა იმასთან შედარებით ანგელოზი იყო.
გიორგი
03 აპრილი 2024 20:03
0
ასე 26 მარტის მერე არ გამხარებია.. გილოცავთ ყველას. ისე ან სატურნირო ცხრილი დადეთ , ან მომავალი მატჩების განრიგი და სავარაუდო ანალიზი..
რიგითი
03 აპრილი 2024 19:33
1
მადლობთ ხალხო ინფორმაციისთვის.. ერთად გამარჯვებისკენ
რიგითი
03 აპრილი 2024 20:13
0
სამწუხაროდ სატურნირო ცხრილი არ არსებობს. საფესტივალო სისტემაა იდიოტური. გეგონება 5 წლისები იყვნენ. ისე კი შემდეგი თამში ინგლისთან გვაქვს 7 ში იგივე დროს.
რეზო
03 აპრილი 2024 20:08
0
ყველა გამოხმაურება
გადადასარევი ბიჭები!ჩინებული შედეგი!!!
კოლხიდელი
03 აპრილი 2024 19:33
0
სირბილაძისნაირი კლასიკური და "ხიტრი" 10 არ გვყოლია აქამდე.
ჰჰჰ
03 აპრილი 2024 19:32
1
ფანტასტიური ამბავია, უბრალოდ დიდებული და მთელი გულით გილოცავთ ყველას! უკვე მეორედ წააქციეს ფრანგები! უბრალოდ უდიდესი დანაშაულია,რომ თუნდაც U20 დონეზე არ გვიღებენ 6 ერში. მანდაც კომერციული ინტერესი ხომ არ არის ძირითადი ტურნირისგან განსხვავებით?! როგორ შეიძლება ასეთი ბიჭების დაჩაგვრა?! ყველა ევროპელი ბობოლა ყავთ ბიჭებს წაქცეული, რა ქნან მეტი?!
ალექს
03 აპრილი 2024 19:31
2

ასევე დაგაინტერესებთ