U18. ბოლო წამების დრამა - საქართველოს ნაკრებმა "ექვს ერზე" საფრანგეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი 20:19 დაამარცხა, რომელმაც პირველ მატჩში ირლანდიას 50:7 სძლია.

შეხვედრა კარგი საყურებელი იყო, ჩვენმა გუნდმა ბრძოლა გაუმართა მეტოქეს, თუმცა პირველი ტაიმი 10:19 დათმო (საჯარიმო ზუსტად წიკლაურმა შეასრულა, ხოლო ლელო ეზიეშვილმა დადო). შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა, მაგრამ წიკლაურის ჯარიმით ანგარიშის შემცირება მოახერხა. ბოლოს ქართველი მორაგბეები შეტევაზე გადავიდნენ, შველიძემ ლელო გაიტანა, სირბილაძემ გარდასახვა გამოიყენა და გავიმარჯვეთ.

შეგახსენებთ, „უმცროსი ბორჯღალოსნები“ პირველ ტურში შოტლანდიასთან 14:22 დამარცხდა. ამონაშვილის გუნდი 7 აპრილს ინგლისს შეხვდება.

პარმა (იტალია).
სტადიო სერჯიო ლანფრანკი

საქართველო – საფრანგეთი  20:19

საქართველო:

ხაზი:
15. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. იოანე ბასილაია (ლელო), 12. იკა კვარაცხელია (ლელო), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. ლუკა თვაური (ხვამლი), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება:
1. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 2. დავით არჩვაძე (ლელო), 3. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. გიორგი მეფარიშვილი (აია), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. თორნიკე ტორაძე (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. გიორგი არძენაძე (ჩაქვი).

მარქაფა: 16. ანრი შველიძე (ბრივი), 17. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 18. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 19. დავით ბარამია (ლელო), 20. დავით ბარბაქაძე (არმია), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 24. დათა ახვლედიანი (ლელო), 25. ლუკა გაბუნია (აია), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მკითხველის კომენტარები / 36 /
წარმატებები ბიჭებო!!!
დისიპლინას მოაქვს წარმატება
03 აპრილი 2024 19:21
0
ახლა ქართველები ისეთ ამაღლებულ შემართებით ვართ მგონი რომ მოვინდომოთ კავკასიონს გადავდგავთ ცოტა უფრო ჩრდილოეთით. DDD მადლობა ლომებო გილოცავთ გამატჯვებას. ❤️❤️
G.LA
03 აპრილი 2024 22:36
1
ახლა,შოტლანდია-ინგლისს ვუყურე,6-28.უდრტვინველად წააგეს.ფიზიკურადაც დიდები არიან ინგლისელები და სკოტები ვერაფერს უხერხებდნენ.ახლა რომ ვეთამაშოთ,დარწმუნებული ვარ,შოტლანდიელებს მოვუგებდით,მაგრამ ინგლისელებთან შეხვედრაზე,ამას ვერ ვიტყვი.ვფიქრობ,ამ სამ მეტოქედან,ვისთანაც შეხვედრები მოგვიწია,ინგლისი ყველაზე ძლიერ გუნდად მეჩვენა.შედარებები,ობიექტურ შეფასებად ბოლომდე ვერ გამოდგება,მაგრამ არა მგონია,მთლად ვცდებოდე.ეს გუნდი,საფრანგეთზეც ძლიერია და შოტლანდიას ხომ რეალურადაც გადაუარა.დღეს ჩვენმა ბიჭებმა,საფრანგეთს მოუგეს და ახლა,რა თქმა უნდა საკუთარი თავისა,გაცილებით მეტად სჯერათ,ასე რომ შოტლანდიელებზე მეტ წინააღმდეგობას,ნამდვილად გავუწევთ.რამდენზე გვეყოფა ძალები,ეს მხოლოდ უშუალოდ თამაშში გამოჩნდება.წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს.
სოსო
04 აპრილი 2024 03:10
1
სირბილაძისნაირი კლასიკური და "ხიტრი" 10 არ გვყოლია აქამდე.
ჰჰჰ
03 აპრილი 2024 19:32
1
ფიზიკურად დიდი ინგლისელები შოტლანდიელებზე ნელა დარბიან.
უნდა დაიჯერონ ჩვენმა ბიჭებმა, რომ ინგლისელების დამარცხებაც შეუძლიათ.
წარმატებები ქართველებს
04 აპრილი 2024 09:19
0
მაგარია ბიჭებო, გენაცვალეთ
ქორ-პარიკმახერი
03 აპრილი 2024 23:22
0
რატომ არ ვიცით ხალხმა ამ ტურნირის შესახებ
aqedan
03 აპრილი 2024 23:28
7
შოტლანდიასიასთვისაც უნდა მოგვეგო,მაგრამ მსაჯმა აშკარად წაგვაგებინა.
კახა
04 აპრილი 2024 08:15
1
ვიდეო არაა?
ttt
03 აპრილი 2024 19:25
0
რაგბი ტვ -ზე იყო,რეპორტაჟი.მაი ვიდეოზე გადაახვიე და ნახე,ქართული კომენტარით.
სოსო
03 აპრილი 2024 23:23
0
https://www.youtube.com/live/Wn9LcXgDdpQ?si=libb6Smb6BHtna26
მამუკა
03 აპრილი 2024 21:05
0
რა გჭირთ ამ საიტზე. ამ მოგებაზე მეტი არაფრის დაწერა არ შეგიძლიათ და მეტი ემოცია არ გაქვთ?
დათო
04 აპრილი 2024 13:01
0