U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიო გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით პირველ მატჩში ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებულ საფრანგეთთან საკუთარ მოედანზე 17:26 (12:19) დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა "უმცროს ლე ბლეს" ბრძოლა გაუმართა, ბოლომდე თამაშში დარჩა, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა. იყო შეცდომები, ბევრი კარგი მომენტი და გულშემატკივარმა ლამაზი რაგბი იხილა. ჩვენმა გუნდმა საჭირო გამოცდილება მიიღო და ივნისში ინგლისთან ორი შეხვედრა ელის.

20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი
4 მაისი. თბილისი.“ ავჭალა“
საქართველო – საფრანგეთი 17:26
საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. სანდრო დარძულიძე (ლელო), 13. ლუკა კობაური
(ლეუკატე), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ზურა ნინიძე (ბათუმი), 10. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება:
1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. გიორგი გერგედავა (კლერმონი).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. გაგუი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), 21. გიორგი სპენდერაშვილი (ლელო), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 24. ნიკა დუმბაძე (ბათუმი), სანდრო მესხიძე (არმია), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კეშელავა (არმია), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), მათე ღურწკაია (ყოჩები), ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), ლუკა ჭაავა (აია), ნიკა აბესაძე (ლელო), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), გიორგი გამყრელიძე (ყოჩები), ალექსი ზაზაძე (ხარები), შოთა ხელაძე (ლელო), შოთა მაღლაკელიძე (მათე).

3 ლელო: ცხადაძე, დვალი, ჭაავა

1 გარდასახვა: ფირცხალაიშვილი
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ, ბიჭებო, საამაყოები ხართ! საფრანგეთში ლამის იმდენი მორაგბეა რაც მთელი ჩვენი მოსახლეობაა, და თან აფრიკიდანაც იმატებენ.
გიორგი
18:16 04-05-2024
0
საფრანგეთი ბოლო 3 მსოფლიოს ჩემპიონია. ულაპარაკოდ საუკეთესოა მსოფლიოშჯ. + ახლახანს 6 ერი ითამაშა, ჩვენ ახლაღა შრვიჯრიბეტ. ყოჩაღ, ბიჭრბო! მდოფლიოზე მინიმუმ ნახევარფინალი! ქრისტე აღდგა!
Rezo
00:35 05-05-2024
0