U20. 45:17 - საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია!

AutoSharing Option
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში ინგლისელი თანატოლები 45:17 დაამარცხა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 16:5 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ანგარიში გაზარდეს და "ექვსი ერის" ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ლელო გაიტანეს: ორი ტატო ბურთიკაშვილმა, თითო-თითო კი გიორგი სპანდერაშვილმა, შოთა ხელაძემ და ნუგზარ ქევხიშვილმა. ლუკა ცირეკიძის ანგარიშზე 5-დან 4 გარდასახული ლელო, 4 გატანილი ჯარიმა და ჯამში 20 ქულაა.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით, 31:7 დასრულდა, ამჯერად კი ჩვენმა გუნდმა სრულფასოვანი რევანში აიღო.

მკითხველის კომენტარები / 19 /
Ლუკა ღმერთს მადლობა, ყოჩაღი გითხარით ყ ელას, კიდევ ერთი ღირსეული მაგალითი რომ თავდაუზოგავი შრომა ფასდება
გ.შ.
12 ივნისი 2024 22:33
0
ბრავო!! კი არ ვძლიეთ, არამედ გავანადგურეთ!!
pepelu
12 ივნისი 2024 22:23
1
აუ რა მაგარია. რევანშიც ამას ქვია. გაუცამტვერებიათ და ეგ არის. ეს ინგლისი 6 ერის გამარჯვებულია? ყოჩაღ ბიჭებო ნამდვილი ლომები ყოფილხართ. წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ ვაჟკაცებო.
G.LA
12 ივნისი 2024 22:23
1
თქვენ გენაცვალეთ ახალგაზრდებო!!!..სულ ასეთი გამარჯვებებით იარეთ რაგბის სარბიელზე!!!...
კობა
12 ივნისი 2024 22:10
1