U20. 45:17 - საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია!

AutoSharing Option
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში ინგლისელი თანატოლები 45:17 დაამარცხა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 16:5 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ანგარიში გაზარდეს და "ექვსი ერის" ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ლელო გაიტანეს: ორი ტატო ბურთიკაშვილმა, თითო-თითო კი გიორგი სპანდერაშვილმა, შოთა ხელაძემ და ნუგზარ ქევხიშვილმა. ლუკა ცირეკიძის ანგარიშზე 5-დან 4 გარდასახული ლელო, 4 გატანილი ჯარიმა და ჯამში 20 ქულაა.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით, 31:7 დასრულდა, ამჯერად კი ჩვენმა გუნდმა სრულფასოვანი რევანში აიღო.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ინგლისმა მეორე თამაშში გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა.
გულშემატკივარი
13 ივნისი 2024 11:31
20
რა გადახალისებული? შენ თვითონ თუ გჯერა, რასაც ამბობ? ინგლისის და არა სადღაც ვიღაც.... ნაკრების წევრები არიან,რას მიქვია გადახალისებული?
პასუხად
13 ივნისი 2024 11:38
0
ფანტასტიური შედეგია! ცოტა ხანში მსოფლიო ჩემპიონობასაც შევუტევთ. ნიჭიერი ერი ვართ. მოსახლეობა ათი მილიონი რომ გვყავდეს ალბათ ყველა სახეობებში ვიბრძოლებდით ჩემპიონობისათვის.
თენგაბი
13 ივნისი 2024 01:45
0
ინგლისს თითქმის 400 000 რეგისტრირებული მორაგბე ჰყავს და არა რეგისტრირებული 2 მილიონზე მეტი, ჩვენ თითქმის 10000 და 15 000 ზე ცოტა მეტიმეტი. დასკვნები თავად გაკეთეთ. ჰყავს, https://resources.world.rugby/worldrugby/document/2020/07/28/212ed9cf-cd61-4fa3-b9d4-9f0d5fb61116/P56-57-Participation-Map_v3.pdf
გიორგი
12 ივნისი 2024 23:51
0
შემშლია, დაახლოებით 6000 რეგისტრირებული მორაგბე გვყავს და 15 000 მდე არარეგისტრირებული.
გიორგი
13 ივნისი 2024 18:11
0
რა 10 და 15 ათასი საქართველოში 4 ათასს ვერ ცდება ეგ რიცხვი, სტატისტიკა შეგიძლია ნახო stat rugby ge-ზე, მაგას უცხო ქვეყნებში მოთამაშეები რო მიამატო მაქსიმუმ 8 ათასი თუ იქნბეა
:ლ
13 ივნისი 2024 13:52
0
არამარტო მაგარი თაობა მოდის, ასევე მაგარი მწვრთნელი შეემატა ქართულ რაგბის. ძალიან მეიმედება ლადო კილასონიასი, მჯერა რომ თავის საქმეში უმაღლეს დონეს მიაღწევს!
ქორ-პარიკმახერი
12 ივნისი 2024 23:51
0
მაგარია! ინგლისთან ასე მოგება ნებისმიერ დონეზე ძალიან მაგარია!
Bs
12 ივნისი 2024 23:31
0
თქვენ კი გენაცვალეთ ბიჭებო! მალე 6 ერის მოგება მოგველოცოს და მსოფლიო ჩემპიონობა!
არჩილ
12 ივნისი 2024 23:27
0
გენაცვალეთ, ძალიან გულიანი ბიჭები ხართ, მაგრამ ამ არმოწონებას ზოგიერთ კომენტარზე, რა საფუძველი აქვს ერთი ეს გამაგებიეთ, ვერ მოუგეს, მსაჯმა მოგვარების თუ რა.
გელა
12 ივნისი 2024 23:23
0
გელა, ალბათ კლავიატურამ აურია :) ჯობია ასე ვიფიქროთ :)

წარმატებები ქართველ ლომებს!
გიორგი 11
13 ივნისი 2024 10:32
0
world cup u20 ახალი სამიზნე
Რაგბის ფანი
12 ივნისი 2024 22:43
0
მაგარი თაობა იზრდება! ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა!
ლაშა
12 ივნისი 2024 22:40
0
რაგბი ჩვენი თამაშია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
S.K.K.
12 ივნისი 2024 22:35
0
გილოცავთ ყველას!
ქართველი
13 ივნისი 2024 03:47
0