U20. 45:17 - საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია!

AutoSharing Option
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში ინგლისელი თანატოლები 45:17 დაამარცხა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 16:5 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ანგარიში გაზარდეს და "ექვსი ერის" ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ლელო გაიტანეს: ორი ტატო ბურთიკაშვილმა, თითო-თითო კი გიორგი სპანდერაშვილმა, შოთა ხელაძემ და ნუგზარ ქევხიშვილმა. ლუკა ცირეკიძის ანგარიშზე 5-დან 4 გარდასახული ლელო, 4 გატანილი ჯარიმა და ჯამში 20 ქულაა.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით, 31:7 დასრულდა, ამჯერად კი ჩვენმა გუნდმა სრულფასოვანი რევანში აიღო.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რაგბი ჩვენი თამაშია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
S.K.K.
12 ივნისი 2024 22:35
0
გილოცავთ ყველას!
ქართველი
13 ივნისი 2024 03:47
0
Ლუკა ღმერთს მადლობა, ყოჩაღი გითხარით ყ ელას, კიდევ ერთი ღირსეული მაგალითი რომ თავდაუზოგავი შრომა ფასდება
გ.შ.
12 ივნისი 2024 22:33
0
გენაცვალეთ, ძალიან გულიანი ბიჭები ხართ, მაგრამ ამ არმოწონებას ზოგიერთ კომენტარზე, რა საფუძველი აქვს ერთი ეს გამაგებიეთ, ვერ მოუგეს, მსაჯმა მოგვარების თუ რა.
გელა
12 ივნისი 2024 23:23
0
გელა, ალბათ კლავიატურამ აურია :) ჯობია ასე ვიფიქროთ :)

წარმატებები ქართველ ლომებს!
გიორგი 11
13 ივნისი 2024 10:32
0
ინგლისმა მეორე თამაშში გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა.
გულშემატკივარი
13 ივნისი 2024 11:31
20
რა გადახალისებული? შენ თვითონ თუ გჯერა, რასაც ამბობ? ინგლისის და არა სადღაც ვიღაც.... ნაკრების წევრები არიან,რას მიქვია გადახალისებული?
პასუხად
13 ივნისი 2024 11:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.