18 წ. | ტიერ1-ის გუნდებთან სამხრეთ აფრიკაში

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" (18-წლამდე) აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, სადაც ტიერ1-ის ქვეყნების გუნდებთან ერთად, 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს გარდა სერიაში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის და სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, მეექვსე ნაკრების ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.

ჩვენი 18-წლამდელები ვესთერნ ქეიფისკენ გეზს 6 აგვისტოს აიღებენ და 12, 16 და 20 აგვისტოს სამ თამაშს გამართავენ. ჯერჯერობით უცნობია რომელი გუნდები იქნებიან უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგია.უზარმაზარ გამოცდილებას მიიღებენ,სამომავლოდ,ძალიან რომ დაეხმარებათ,თუმცა ალბათ მანდაც მიწოლის და წელს ზემოთ ბოჭვის უფლების გარეშე მოგვიწევს თამაში და ეს ჩვენთვის დიდი დისკომფორტი იქნება.მაგ ასაკში,თითქმის მათ მარაქაში გაგვირიეს და იმედია ზედა ასაკობრივ ჯგუფებშიც გადაგყვვება.
სოსო
00:13 18-06-2024
0
მძლავრი ქართული რაგბის უძლეველ მომავალს გაუმარჯოს!
ბრაზი
23:50 17-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.