U20. კარგი პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 11:35 დამარცხდა.

პირველი ტაიმი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 8:6 მოიგეს, მეორის დასაწყისში ანგარიში საჯარიმოთი გაზარდეს, თუმცა შემდეგ მეტოქე უპირატესობას დაეუფლა და გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას კილასონიას შეგირდები 4 ივლისს ირლანდიასთან გამართავენ.

სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „ეთლონ სპორტ სთედიუმი“

საქართველო – ავსტრალია 11:35

საქართველო

ხაზი:
15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა ხორბალიძე (ლიონი), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება:
1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).

მკითხველის კომენტარები / 10 /
9 და 10 ნომრების გარეშე ვითამაშეთ...
გულშემატკივარი
02 ივლისი 2024 00:39
0
ამას ქვია ბურთი დაგვიმალესო გურულების ლელოს ენაზე რო ვთქუათ, ისე სხვა 10 ნომერი არ გვყავს?
Gio
30 ივნისი 2024 10:32
0
ინგლისთან ორი თამაშის შედეგებმა,ეჭვები ვერ გამიფანტა.მეორე თამაშში დიდი ანგარიშით გამარჯვებამ,ეტყობა ბიჭები მოადუნა და ჩათვალეს,რომ ყველაფრისათვის მზად იყვნენ.არადა რაც პირველ თამაშში აშკარაზე აშკარა ნაკლოვანებები გვქონდა,ზუსტად განმეორდა ამ თამაშშიც.ჰაერში საშინელი თამაში,ფეხით თამაშში კატასტროფა,რაქიდან ბურთის უკიდურესად შენელებული გამოტანა და ბურთის ხელიდან ხშირი გავარდნა,მაშინაც და ახლაც,სრული პარალიზების მიზეზი გახდა.უკვე რამდენი წელია 20 წლამდელების ყოველი მომდევნო ფორმაცია,წინაზე უფრო ძლიერი და განსწავლული მოდიოდა და ეს ტრადიცია შეწყდა.მწვრთნელების კვალიფიკაციაში ეჭვს ვერ შევიტანთ.ვიცით,რომ ძალიან კარგი გუნდია და გამოდის,თვითონ ბიჭები ვერ არიან ისეთები?ხალისი და თავისუფლება არ ჩანდა მათ თამაშში.პირველი ტაიმი მოვიგეთ,კაციც ჰყავდათ გაძევებული და შეტევაში მაინც ვერ მივდიოდით.საკუთარს ვერ ვქმნიდით და მხოლოდ რეაქციას ვაკეთებდით,ავსტრალიელების ძალისხმევაზე.ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და სრულიად დამსახურებულად წავაგეთ.ვშიშობ,რომ ასეთი თამაშით და განწყობით,მომდევნო თამაშებში უფრო მეტად აირევიან და მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება,შესარჩევი ტურნირიდან გვექნება მოსაპოვებელი.ბოლო წელიწადში,დამრტყმელების თამაში არა მხოლოდ ახალგაზრდულში,არამედ შავ ლომსა და ნაკრებშიც საგრძნობლად გაუარესდა.იგივე ბიჭები,ორი წლის წინ,თითქმის აუცდენლად რომ ურტყამდნენ,დღეს ძალიან ბევრ წუნს უშვებენ არა თუ კარში დარტყმის,აუტში ჯარიმის გადატანის დროსაც კი.ვინც საქართველოში ემზადება და თამაშობს მათი ამბავი შეიძლება ქართველ მწვრთნელებს დავაბრალოთ,მაგრამ საფრანგეთიდან ჩამოსულებსაც იგივე რომ მოსდით,ამას რაღა ვუყოთ?რაღაცა ეტყობა არასწორად მუშაობს.რა,ამის თქმა მე არ შემიძლია,მაგრამ საქართველოში საკმაოზე მეტი მაღალი კლასის სპეციალისტი გვყავს და მათ აუცილებლად ეცოდინებათ მიზეზიც და გამოსწორების გზებიც.უბრალოდ ყურადღება დროზე უნდა მიაქციონ,სანამ ძალიან შორს წავა პროცესი.ბიჭების დღევანდელი თამაში,არაფრის იმედს არ გვაძლევს,მაგრამ ინგლისელებთან განმეორებითი თამაშიც გვახსოვს და ეგ გვიტოვებს იმედს,რომ ამ ნაკრებს,დამარცხებიდან სწორი დასკვნების გამოტანა და მდგომარეობის სწრაფი გამოსწორება შეუძლია.იმედი ვიქონიოთ.სხვა რაღა დაგვრჩენია.
სოსო
29 ივნისი 2024 23:28
1
, ბიჭებმა რაც შეეძლოთ ითამაშეს, არაუშავს, მოუმატებენ. ცირეკიძე დაზღვევაზე კარგი იყო მაგრამ გამოჩნდა
რომ ფეხით თამაში არ არის მაგისი ძლიერი მხარე, მგონი კილასონიას სხვისთვის მოუწევს ამ საქმის დავალება. ძალიან ცუდი იყო ფეხით თამაში.
Bs
29 ივნისი 2024 23:04
0
ასეთი უსუსური ნაკრები არასოდეს გვყოლია
ნიკ
29 ივნისი 2024 22:27
1
N10-მა წააგო. ფეხით თამაში მაგ ბიჭის საქმე არ არის.
რაგბის ფანი
29 ივნისი 2024 22:16
1
10
ნომერმა რა გააკეთა დიანახეთ?… მაგის გამო
რაგბი უნდა აუკრძალო!!
10
29 ივნისი 2024 22:10
1
ასეთი არაფერი მინახავს, 20 წუთიანი რიცხობრივი უპირატესობა გქონდეს და დაცვიდან არ გამოდიოდე:( გაუგებარია ტაქტიკურად ასეთი არასწორი თამაში!:(
პაატა
29 ივნისი 2024 21:20
1
ბოჭვაში და ფიზიკაში ამხელა უპირატესობის მიუხედავად მარცხი საწყენია, იმედია გამოასწორებენ წუნებს და ჯგუფში კარგ პოზიციაზე გავალთ.
._.
29 ივნისი 2024 21:00
0
მშვენიერი პირველი ტაიმის შემდეგ ასეთი მეორე ტაიმი???? თან კაცნაკლულ მეტოქესთან???? მწვრთნელი ყავთ საერთოდ???????
rigiti
29 ივნისი 2024 20:58
2