U20. შესანიშნავია - საქართველოს ნაკრებმა იტალიას ბონუს ქულით სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:17 დაამარცხა და ბონუს ქულაც აიღო.

დებიუტში მეტოქე 7:0 დაწინაურდა, რასაც ქართველების იერიში, ხახუბიას ლელო და ცირეკიძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. თან მეტოქის მორაგბე ამელიმ ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს. შემდეგ ცირეკიძის ლამაზი კონტრშეტევა ლელოთი არ დაგვირგვინდა. 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მრავალფაზიანი იერიშისას მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა და ბელუჩის ყვითელი ბარათი უჩვენა. იტალიელებმა ანგარიში საჯარიმოთი შეამცირეს და პირველი ტაიმი 14:10 დასრულდა.

უშეღავათო ბრძოლა შესვენების შემდეგაც
გაგრძელდა, საქართველოს ნაკრები ფიზიკურად დომინირებდა და მსაჯმა იტალიელ ბრისიგელას უჩვენა ყვითელი ბარათი. კილასონიას შეგირდები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ხაინდრავამ ლელო დადო, ცირეკიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მოწინააღმდეგემ ლელო-გარდასახვით ანგარიში შეამცირა. შეცვლაზე ჩინებულად შესულმა ყაჩლავაშვილმა ლამაზი ლელო გაიტანა, ხოლო ცირეკიძემ გარდასახვა მიაყოლა და გავიმარჯვეთ.

თუ ინგლისმა სამხრეთი აფრიკა ისე დაამარცხა, რომ ქულა არ ააღებინა, საქართველო მე-5-მე-8 ადგილების ნახევარფინალში გავა; თუ არა და, მე-9 ადგილისთვის მოუწევს ბრძოლის გაგრძელება.

სამხრეთი აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“

საქართველო – იტალია 28:17

საქართველო

ხაზი:
15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ოთარ მეტრეველი (აია), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. შოთა ხელაძე (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 23. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები).

alt20 წ. | მცირედი ცვლილებებით იტალიასთან

მკითხველის კომენტარები / 18 /
ესეც ფეხბურთზე არანაკლებ მიხარიაა :))))) ახებთ რო ძალიან მაგარი ერი ვართ
100000000000000000000
23:21 09-07-2024
0
ბიჭებმა ამ თამაშშიც თავები დადეს და გაიმარჯვეს.სამწუხაროდ საკმარისი არ აღმოჩნდა.ინგლისმა და სამხრეთ აფრიკამ,გვიან ითამაშეს და სასურველი შედეგით დაამთავრეს მატჩი.ჩვენ ჯგუფში კი,საერთოდაც არ ითამაშეს,ავსტრალიამ და ირლანდიამ.თამაშის შემთხვევაში,ავსტრალიას შეიძლება უქულოდ წაეგო და ჯგუფში მეორე ადგილზეც ავწეულიყავით.უთამაშებლად გუნდებისათვის ქულების დაწერა როგორ შეიძლება,არ მესმის.ჩვენ თამაშში,მართლაც ძალიან ბევრი ნაკლოვანება გვქონდა,მაგრამ როცა სხვა უბრძოლველად იღებს იმას,რასაც შენ,დიდი ბრძოლის შემდეგაც ვერ აღწევ,საკმაოდ დამთრგუნველად მოჩანს.მომდევნო მატჩიშიც აუცილებლად მოსაგები გვაქვს და იმედია, გუნდი იმ დროისათვის,კიდევ უფრო კარგად ათამაშდება.
სოსო
02:55 10-07-2024
0