თამაში 19 ივლისს, საქართველოს დროით 16:30 საათზე ქეიფთაუნში, "ათლონ სპორტ სთედიუმზე" დაიწყება.
ლადო კილასონიას შეგირდები იტალიას ტურნირზე წელს მეორედ ეთამაშებიან. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მათ მეტოქე 28:17 დაამარცხეს, 4 ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღეს და მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ მაინც მე-9 ადგილისთვის მოუწიათ ბრძოლის გაგრძელება, რომლის ნახევარფინალში ფიჯის დრამატულ მატჩში 40:36 მოუგეს. თავის მხრივ, იტალიელებმა ნახევარფინალში ესპანეთს 28:15 აჯობეს.
ფიჯისთან მოგების
ცენტრში ადგილი შეინარჩუნა გიორგი ხაინდრავამ, ლუკა კობაურმა მარქაფაში გადაინაცვლა, მის ნაცვლად კი ძირითადში ნუგზარ ქევხიშვილი დაწინაურდა. კვლავ სასტარტოა ფრთა ლუკა კეშელავა.
შერკინების ხაზში ერთი ცვლილებაა. დამწყებთა შორის დაწინაურდა კვაჭი თამაზ ჭამიაშვილი. ბურჯები ლუკა უნგიაძე და დავით მჭედლიძე იქნებიან, მეორე ხაზში დავით ლაგვილავა და თემურ წულუკიძე შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში გიორგი გერგედავას, ანდრო დვალს და ნიკა ლომიძეს ვიხილავთ.
მარქაფაში ერთი ისეთი მოთამაშეა, რომელსაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დებიუტი ექნება – ბურჯი ბაჩუკი ბარათაშვილი. შემადგენლობაში დაბრუნდნენ კვაჭი შოთა ხელაძე და მარჯვენა ბურჯი დავით მჭედლიშვილი, ასევე მეორეხაზელი თორნიკე ღანიაშვილი და ხაზის მოთამაშე ლუკა თაყაიშვილი. ამჯერადაც მარქაფაში არიან ლუკა სულუაშვილი და მიხეილ ყაჩლავაშვილი.
2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
IX ადგილისთვის. 19 ივლისი. 16:30 საქ. დრო
სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „ათლონ სპორტ სთედიუმი“
საქართველო – იტალია
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ოთარ მეტრეველი (აია), 10. გელა ხელაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა კობაური (ლეუკატე), 23. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

Rugby.ge