18 წ. | ტიტულის დაცვას გერმანიით ვიწყებთ

AutoSharing Option
ევროპის 5-გზის ჩემპიონი "უმცროსი ბორჯღალოსნები" ტიტულის დაცვას 16 ნოემბერს გერმანიასთან 1/4-ფინალური შეხვედრით იწყებენ.

2024 წლის 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს. 16 ნოემბერს 1/4-ფინალში ესპანეთი ბელგიას, ნიდერლანდები რუმინეთს, საქართველო გერმანიას და პორტუგალია ჩეხეთს ეთამაშება. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები პირველ თამაშს ჩვენი დროით 18 საათზე გამართავენ.

გამარჯვების შემთხვევაში, თასის ნახევარფინალში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ნიდერლანდები-რუმინეთს შორის გამარჯვებულს 19 ნოემბერს შეხვდებიან, ფინალი კი გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს გაიმართება. ჩვენი გუნდი ტურნირისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ემზადება.

წელს 18-წლამდელები განსაკუთრებულ სეზონს ატარებენ. მათ გაზაფხულზე 18-წლამდელთა
ექვსი ერის ფესტივალზე, ხოლო ზაფხულში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე ითამაშეს და ახლა მესამე ტურნირზე მიემგზავრებიან.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.