ლადო კილასონიას შეგირდები, რომლებიც ზაფხულში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, აფრიკელ თანატოლებს 23 თებერვალს "ავჭალაზე" 16 საათზე, ხოლო 28 თებერვალს “ლელო არენაზე” 15 საათზე ერკინებიან.
"წინა ორმა მოსამზადებელმა ეტაპმა ისე ჩაიარა, რომ მხოლოდ ზაფხულის დასაწყისში, ზედ ჩემპიონატის წინ გვქონდა თამაშები, ახლა კი ამის საშუალება თებერვალშიც გვექნება და ეს ძალიან მაგარი სიახლეა. სამხრეთ აფრიკელების სტუმრობა სრულადაა მორგებული ჩვენი ლეგიონერების დასვენების გრაფიკზე და ეს კიდევ ერთი კარგი
"სამხრეთ აფრიკის ნაკრები ყოველთვის არის თასის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი, რომელიც ძალიან ფიზიკური გუნდია და გამოირჩევა აგრესიული და უსწრაფესი დაცვით. ყოველთვის კარგია, როდესაც მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი დონის გუნდს ეთამაშები, რადგან ის გაჩვენებს სრულ სურათს. ეს შეხვედრები ძირითადად სასელექციო პროცესს დაეთმობა, თუმცა აუცილებლად უნდა ვიფიქროთ სათამაშო სტრუქტურასა და ტაქტიკურ მონახაზზე. გვექნება ანალიზის შესაძლებლობა და შევეცდებით, მოთამაშეებთან ერთად ვიპოვოთ ის სათამაშო სტილი, რომელიც ჩემპიონატზე წარმატებას მოგვიტანს”.
20-წლამდელების ჩემპიონატისთვის სასელექციო პროცესი ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო და ამჟამად გაფართოებულ ჯგუფში 60-70 მოთამაშეა. კილასონია ამბობს:
"მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი იმ ადგილობრივი მოთამაშეების სელექციას დაეთმო, რომელთაც 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში აღარ უწევდათ. 18-წლამდელთა შემოერთების შემდეგ გვქონდა ორი ხანმოკლე შეკრება - ნოემბერში გორში და დეკემბერში თბილისში. ნოემბერში მხოლოდ ადგილობრივი მოთამაშეები გვყავდა, დეკემბერში ლეგიონერებიც შემოგვიერთდნენ. იანვარში გვქონდა კიდევ ორდღიანი შეკრება, სადაც იმ მოთამაშეებს მივეცით განმეორებითი შანსი, რომლებმაც წინა ეტაპზე თავი ვერ წარმოაჩინეს.
აპრილის დასაწყისში ვიწყებთ დიდ შეკრებას, რომელიც ივნისამდე გასტანს. ამ პერიოდში გვექნება ერთობლივი ვარჯიშები "შავ ლომთან" და გაზაფხულის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ვგეგმავთ ტესტ-მატჩებს, რომლებთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს".
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე "უმცროს ბორჯღალოსნებს" სამხრეთ აფრიკასთან აქამდე 4-ჯერ უთამაშიათ და ყველა ჯერზე გამარჯვება მოწინააღმდეგეს დარჩა.

Rugby.ge