ამხ. მატჩი: პორტუგალიის ულამაზესი გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლისაბონში პორტუგალიის ნაკრები ევრო 2016-ზე კარგი განწყობით გააცილეს, გუნდმა გენერალური რეპეტიცია 7:0 მოუგო ესტონეთს.

დუბლით გამოირჩნენ კრიშტიანო რონალდო და რიკარდო კვარეჟმა. თითო გოლი დანილო პერეირასა და ანტონიო ედერის ანგარიშზეა, ერთიც ავტოგოლი იყო.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ევრო 2016-ზე ისლანდიის, ავსტრიისა და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

პორტუგალია-ესტონეთი 7:0
გოლები: 1:0 რონალდო (36), 2:0 კვარეჟმა (39), 3:0 რონალდო (45), 4:0 დ. პერეირა (55), 5:0 მეტსი (61 ს. კ.), 6:0 კვარეჟმა (77), 7:0 ედერი (80)
პორტუგალია (4-4-2): პატრისიო - სედრიკი (46. ვიეირინია), პეპე (58. რ.
კარვალიო), ფონტე, გერეირო - მარიო (59. ედერი), მოუტინიო (58. სანჩესი), დ. პერეირა (70. ვ. კარვალიო), ანდრე გომეში - კვარეჟმა, რონალდო (46. ნანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული