ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სომხეთი, სლოვაკეთი... კვარაცხელიასა და კაშიას გარეშე - ვის შეიძლება შეხვდეს საქართველოს ნაკრები ადგილის შესანარჩუნებლად

სომხეთი, სლოვაკეთი... კვარაცხელიასა და კაშიას გარეშე - ვის შეიძლება შეხვდეს საქართველოს ნაკრები ადგილის შესანარჩუნებლად

საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა ბოლო ტურის წინ არსებული ყველაზე ცუდი სცენარით დაასრულა და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.

საქართველოს ნაკრებთან ერთად, რანგით მეორე დივიზიონში, ადგილის შესანარჩუნებლად ირლანდია, სლოვენია და ისლანდია იბრძოლებენ.

22 ნოემბერს წილისყრა ჩატარდება, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე გაირკვევა.

სლოვაკეთი, ბულგარეთი და სომხეთი შესაძლო მეტოქეები რომ არიან უკვე გარკვეულია, კოსოვოსა და რუმინეთის ერთი მატჩი შეწყდა, მაგრამ დიდი ალბათობით, მეორე ადგილზე კოსოვოელები გავლენ და დაწინაურებისთვის ბრძოლა მათ მოუწევთ. 2025 წლის 20 მარტს სტუმრად ვითამაშებთ, 3 დღის შემდეგ კი საკუთარ მოედანზე. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო, პირველი მატჩის გამოტოვება ხვიჩა კვარაცხელიასა და გურამ კაშიას მოუწევთ.

მნიშვნელოვანია, B ლიგაში დავრჩეთ, რადგან არავინ იცის, ევროპის მომავალ ჩემპიონატზე C ლიგის გამარჯვებული რამდენად გავა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას შესარჩევი ეტაპიდან ეცდება(წილისყრა დეკემბერშია), სადაც ჯგუფში მეორე ადგილი დაახლოებით იმ მდგომარეობაში გვამყოფებს, როგორშიც "ერთა ლიგაზე" ახლა მოგების შემთხვევაში ვიქნებოდით.

ემოციების დამშვიდების შემდეგ, ცივ გონებაზე, საქართველოს ნაკრებზე დეტალურად მსჯელობა აუცილებელია!..

• იოსებ

ყვითელი ბარათების გამო, რომლებიც ჩეხეთთან თამაშში მიიღეს...

• silovan DZGERIA

წადი მეტალურგიაში

• Gocha

Axali xalxi aucileblad rac mtavaria dacvashi chveni dacva saqawtvelos chempionatis donezea .ra vqnat asea da mwvrtneli romelmac uket icis taqtika!!!!

• ვაკო

კვარაცხელიამ და კაშიამ რატომ მიიღეს დისკვალიფიკაცია?

• gel-100

ფეხბურთის ფედერაცია ერთადერთი ფედერაციაა რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარი თქვა და მოზიდული სპონსორების ხარჯზეა,,ამით არც კარგს ვამბობ არც ცუდს, უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე რო მერე ნაციკებივით ფაქტების და რეალობის გარეშე არ დაგვედანაშაულებინა ვინმე ჰაერზე,,ისე კომენტარი იმისთვისაა კარგი რო მოკლეა,უცებ წასაკითხი, აქ კიდე იმსიგრძე კომენტარებია სანამ ბოლოში ჩავდივარ მავიწყდება მით უმეტეს არც რიგითობაა დაცული და არც აზრობრივადაა სწორი,,თუ ჟურნალისტობა გინდოდათ გეჟურნალისტათ დაგიშალეეს??

• Las

ფიასკოს მიზეზი არის პროგრესის შეჩერება კარგია რო სანიოლიც ხვდება. აღნიშნა კიდეც ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ძირეული ცვლილებებია საჭირო. იმედია გაარტმევს თავს სანიოლი ყველა ნაკრებს წარმატების შედგომ აქვს რეგრესი. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი ევროზე 1/8 გასვლა დიდი შედეგია ჩვენთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ წინსვლა უნდა შეგვეჩერებინა აუცილებელი იყო ახალი სახეების მოძიება, ადაბტირება ნაკრებთან ამ სანიოლს ახასიათებს ჩაციკვლა გარკვეულ ფეხბურთელებზე რაც შეცდომაა არავინაა ნაკრებში შეუცვლელი. მწვრთნელი უნდა იყოს მთავარი ავტორიტეტი თუ საჭიროა კვარაცხელიაც უნდა დასვას სკამზე კაშიებზე და კვირკველიებზე აღარც მაქვს საუბარი რა ქნეს ეგეთი. გარნტირებული რომ აქვს ზოგს ადგილი ნაკრებში თასების თასი მოიგეს თუ ლიგა დადეს :) მოკლედ იმედი მაქვს სანიოლი მიხვდება თავის შეცდომებს და რადიკლაურად გადაახალისებს შემადგენლობას მგონი ყველასთვის ნათელია ამ ფორმაციის ნაკრებს აღარ შეუზლია წინსვლა. პირიქით უარეს შედეგს დადებს თუ დროზე არ ეშველა საქმეს

• დავითი...

ევროსთვის რომ გაიხსენეს და წაიყვანეს დიდი ხნის მივიწყებული ტაბიძე და დატოვეს საზონოვი,ახლაც ამ ორი თამაშისთვის მაინც დაეძახათ კიდევ ტაბიძისთვის... მითუმეტეს რომ გოგლიჩიძეს ტრამვა აქვს და დვალი ერთ მატჩს ტოვებდა,პრობლემები აშკატად ჩანდა დაცვაში,ტიპი აღარ გამოიძახეს იმიტომ რომ რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს და დააყენა კვირკველია თბილისის დონამოდან... რომელიც ოთხეულშიც ვერ ხვდება საქართველოს ჩემპიონატში.ხომ გაიტანა გოლი კვირკველიამ?...რა მეთქმის ყოჩაღ მწვრთნელს... სადაა ლოგიკა და საღი აზროვნება? თუ დამსახურებისთვის იძახებენ დაბერებულ მცველებს ნაკრებში აგერ ბატონო ჩივაძე და კალაძე.... დაუძახონ მათთაც

• Gio

გელაშვილზე კარგი მცველი არ გეღირსოს შენ.)))

• იასონას უდარი

უფრო მოკლედ შეგეძლოთ უკრაინასთან თამაშების შეფასება,ყველა ისედაც მიხვდებოდა,ორივე თამაშში "დაუწვნენ" და სსრკ გადმოყოლილი ქართული დაავადება გაიხსენეს.აბა,ომში მყოფ ქვეყანას ხო არ მოუგებდნენ. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც,მერე ხან ცეკას და ხან მეკას აბრალებდნენ,დაგვჩაგრესო. აგერ ლივერპული აიღე,რაც მაგას უშავებენ ინგლისში,არც დინამოს და არც ჩვენს ნაკრებს არ დაესიზმრებათ,მარა ხომ იბრძვის? 11X11 ხო არის თამაში და რას ქვია გჩაგრავენ,ადექი და მიარტყი ცხვირში. როცა ხვდები რო შეგნებულად გჩაგრავენ და გაჩმორებენ,სხვა რანაირად უნდა მოიქცე? დედოფალი რო გადაუვარდა ბრიტანეთს,მთელი ლივერპული ხარობდა,რამე უქნეს ამისთვის? თუ ბრძოლა არის წესების გარეშე,მაშინ წესებს ვისთვის იცავ? ინგლისის ჰიმნზე დღესაც სტვენა არის ენფილდზე და უებლიზეც,როცა ლივერპული იქ ჩადის. ლივერპულს ებრძვიან და ისიც იბრძვის როგორც შეუძლია.მარტო კლუბს კი არა,ქალაქს ებრძვიან 40 წელია უკვე. რაც შეეხება სანიოლის,მისი ბრალიც არის და გუნდის ეს ცუდი დასასრული,მარა გამოსწორებადია ყველაფერი.გუნდს სჭირდება შევსება და ახალი სისხლი,რაც არ ჩანს ნაკრებში და ისევ ძველი სახეებით გვიწევს თამაში. როდისღაცა ხომ მოგიწევს თაობათა ცვლა,არ ჯობია ეტაპობრივად გააკეთო ეს ამბავი,მარა არა შედეგი გვინდოდა და ის ვერ დაიდო. ახლა შესარჩევი მოდის,ხოდა არც ახლა იზავენ ამ ამბავს,არ დაილევა შედეგის სურვილი და ერთი ერთა ლიგა ან შესარჩევი უნდა გაიწიროს ამისთვის,რათა თაობა შეიცვალოს. არ შეცვლი თაობას და ისევ ასე ვიქნებით,რამეთუ ჩაკვე და კიტე შეიცვალა და ბურთი ვერ ამოვიტანეთ. ეს აუცილებელია და ის უნდა გაკეთდეს. ბრალეულობაზე დავამატებ რო ჩვენი არანაკლები ბრალიც არის,ემოციური აშლილობა რო არ სჭირდეს ერს,შეიძლება ჯგუფიც მოგვეგო,მარა გვჭირს რა ვუყოთ?! ეს მარტო ფეხბურთში კი არა,ყველაფერში ვართ ეგრე და ემოცებით ვიღებთ გადაწყვეტილებას,რაც ძალიან ცუდია.რაც მეტია ემოცია,მით ნაკლებია რაციონალიზმი და პირიქით. თან რო ეამაყებათ ამ ქვეყანაში ეს ემოციური აშლილობა... ემოცია კარგია შვილთან,ცოლთან,მშობლებთან,მარა არა საქმის დროს,საქმეს სიმშვიდე და ცივი გონება სჭირდება. იმედია რო დადგება დრო,როცა ასე განვსაზღვრავთ სიტუაციას ამ ქვეყანაში და მერე გვეშველება. სანიოლი იქნება თუ ანჩელოტი,რასაც მოსთხოვს ფედერაცია იმას გააკეთებს.დაუთქვან რო შეცვალოს თაობა და ის ამას იზავს,მარა შედეგს ითხოვენ,ხოლო სანიოლი იძულებულია იზრუნოს ამაზე. თუ ამისკენ წავალთ,მაშინ სვანაძე უნდა დაინიშოს მთავარ მწვრთნელად,რადგან მან იცის ახალგაზრდების პროგრესის ამბავი. დიდ მიზნებს მასთან ერთად ვერ დაისახავ ამ მომენტში,მარა თაობათა ცვლის მომენტში გამოგვადგება. შეხედეთ ესპანეთს,ახალგაზრდულის მწვრთნელი ამოწიეს,თაობათა ცვლა დაავალეს და ევროპა მოიგო.ეს იმიტო ქნა რო ყველა ფეხბურთელი ხუთი თითივით იცის,რა შეუძლიათ და როდის.მისი გაზრდილი ხალხია და მისი სისტემა იციან,ხოდა აზრი არ აქვს როდრი ყავს თუ ზუბიმენდი,თამაში არ იცვლება.გვარდიოლას უჭირს როდრის გარეშე,მარა არ უჭირს დელაფუენტეს. სვანაძე იმსახურებს ამ შანსს და ის ამას გამოიყენებს. სამჯერ ვაგებდით აგერ ხორვატიასთან და იმედი არ დამიკარგავს,რადგან ამ კაცის ხასიათი ვიცით,ბოლომდე იბრძოლებს და აქვს გეგმა ყველა მომენტში. ის არ არის დიდებული მწვრთნელი,თუმცა ამ საქმეში არის ნომერი პირველი არჩევანი და ჩემი ხმა მას.

• ეგრეა

100%!!!დვალიშვილი განსაკუთრებით:)))

• QQ

იმედია. თან სწორი ანალიზია

• Levani

რად უნდა ამდენი ფილოსოფია,კაშია კვეკვე,კვირკველია უნდა წავიდნენ,გველესიანიც. სანამ კარგად თამაშობ და არ გაგინებენ მაშინ უნდა წახვიდე-მაგათ უკვე ერთი ტაქტი დააგვიანებს,სანამ 5-0ების წაგებას არ დავიწყებთ და მაგათ გინებას არ დაუწყებს ხალხი თვითონ მიხვდნენ ბოლო-ბოლო არ მოდიან კარგი ბიჭები ახალგაზრდული დან? ლომინაძე,კვერნაძე,გაგნიძე მგლები არიან კიდევ არიან სხვა კარგი ბიჭები,იგივე მამაგეიშვილები ორივე კარგია. გოგლიჩიძე,საზონოვი,გელაშვილიც და ეს ბიჭები ახლა კაშია-კვეკვეზე უკეთ ვერ ითამაშებენ?

• რაც არის ეგ არის

ერთი ბომბარდირი რომ კარგია უდავოდ ჟორჟი, რომ დავითვალოთ ბოლო 4 თამაშის მანძილზე 8 პასი ვერ მიიღო.გადმოვარდნილ ბურთზე ბუდუც კარგია.კარისკენ და კარში დარტყმები სულ ზემოდან რომ ცდებოდა წვიმიანი ამინდში ვერ ხედავს და ვერ ურჩევს დაბალი დაურტყით მწვრთნელი?

• გია

რატო უნდა დავრჩეთ ბ ჯგუფში.ც-დან უფრო იოლად გავალთ ევროზე

• DVB

ყველა კომენტარი წავიკითხე. ზოგ რამეში ვეთანხმები რეცენზიების ავტორთ, ზოგშიც არ და ვერ დავეთანხმები. წაგების მიზეზი მხოლოდ გუშინ არ დაწყებულა. ეს საბაზისო შეცდომები ჩეხეთთან თბილისური მატჩის შემდეგ ჩაიდო იმ გამარჯვებამ ფაქტიურად "დათვური სამსახური" გაგვიწია და რატომ: 1) ამას მოჰყვა არამხოლოდ თვითდაჯერება არამედ ზოგიერთი ჟურნალისტის (ვაი-ჟურნალისტის!) მიერ ცაში აყვანა და გაუთავებელი ხოტბა. იმ მატჩში რეალური მიზეზები მდგომარეობდა იმაში, რომ მეტოქემ არ დაგვაფასა სათანადოდ, ჩვენ კი წაგვივიდა თამაში, თორემ რეალურად იმ მატჩში ჩეხეთი ჩავარდა მხოლოდ 13 წუთით და ეს იყო მათთვის კატასტროფა. 2) ამ მატჩმა კი გამოიწვია სილვინიოს მანდრაჟი (ალბანეთის მწვრთნელი) და ალბანელები ჩვენთან "ფრის გასაწურად" გამოვიდნენ და ასეთი მენტალობით გამოსული გუნდი ხშირ შემთხვევაში ისჯება, რაც მოხდა კიდევ ქოჩიაშვილის გასროლის შედეგად. ანუ, ეს არ იყო მწვრთნელის (სანიოლის) რამე დამუშავებული ტაქტიკის ან/და კომბინაციის შედეგი, არამედ ცალკეული ინდივიდის ("ქოჩორა")იმპროვიზაცია. 3) შედეგად მივიღეთ პოზნანური ფიასკო, უკრაინასთან. გუნდთან, რომელსაც ყველანაირი "პობლაჟკა" გაუკეთა UEFA-მ: (არც ჩვენ "დავაკელით) ჯერ ორი მატჩი ჩეხეთში ჩაატარა, შემდეგი ორი კიდევ პოლონეთში??? რაც შეეხება პოზნანურ მატჩს, არსად გამიგია მსგავსი- მეტოქე (სტუმარი) გუნდს დაუმალო მოედანი და არც კი ავარჯიშო იქ??? პლუს ამას ჩაუბნელო ცალი ტაბლო... ვისაც უთამაშია ფეხბურთი ის დამეთანხმება - ძალიან ძნელია არასწორი ბუცებით (პლასტმასის"შიპიანი") გახვიდე "კარტოფილის ყანაში" და არანაკლებ რთულია მატჩისას (ასეთ მოედანზე!) რამოდენიმეჯერ შეიცვალო ბუცები!!! ეს ყველაფერი ძალიან აგდებს ტემპსაც და ტექნიკური ფეხბურთელისთვის გაცილებით რთულია შემდეგ "გადაწყობა". (ვისაც უთამაშია ეგეთი პირობებში უმალვე დამეთანხმებით!) ხოლო უკრაინელი "ცხენებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ნალი როგორი რკინითაა ნაჭედი თუ რა მეთოდით არის ფოლადი ნაწრთობი!" 4) პოზნანური"ტალახიანი შხაპის" შემდეგ, სილვინიომ აშკარად დაჯაბნა ვიზავი თბილისურ მატჩში!!! ალბანეთთან წაგებული მატჩი სრულიად სანიოლის კისერზეა! არ გავაკეთებ აქ არანაირ კომენტარს ისედაც ყველამ ვიხილეთ მისი ფიასკო! (აქვე, "ქვე პუნქტად" დავწერ - ეგება და მოახლოებულ საკონტრაქტო პერიპეტიებზე(ც) ფიქრობს და ეგ(ეც) აღელვებს თქო ვფიქრობდი და ადამიანური ფაქტორით მესმის კიდეც მისი, თუმცა არ ვამართლებ!) 5) კონტრაქტი გახანგრძლივდა (თან 4 წლით???????) და ამის ავ-კარგიანობაზე არ შევჩერდები, (რამეთუ შემდგარი ფაქტია!) უბრალოდ იმას ვიტყვი რომ ბათუმური მატჩი, (ისევ ტალახიანი შხაპი) ცალკეულ მხრივ ფედერაციის კისერზე(ც)ა(ა). ამ საუკუნეში ლამის მთელი წლის ამინდის პროგნოზის განსაზღვრაა შესაძლებელი და იმ უკრაინულ ცხენებთან, არ იყო აუცილებელი ისევ გვეზილა ტალახი... თუმცა კარგად ჩატარებული მეორე ტაიმი, მეც, როგორც თქვენ მაძლევდა იმედი საფუძველს ... 6) აჰა, ოლომოუცი... შევხედოთ მეორე მხარესაც- ჩეხეთი, რომელმაც ფაქტობრივად მხოლოდ ერთი მატჩი (თბილისური) "ჩააგდო" ამ ციკლის მანძილზე! სხვა შემთხვევაში მეტ-ნაკლებად ყველაზე უკეთესი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა ამ ჯგუფში. საკუთარ კედლებში გამოდის მოსაგებად. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი გუნდი აკლდათ (აქედან სამი უმთავრესი მოთამაშე!) მატჩი მოგვიგეს! ჩვენ ჩეხეთში ის დაგვემართა, რაც მათ ჩვენთან თბილისში! ანუ ვერ შევაფასეთ სათანადოდ ვერც შემადგენლობა - ჩვენი, ვერც მეტოქე... კედლიდან ისეთ ბავშვურ გოლს, უკვე "ჩხერიმელა" და "განმუხური" არ უშვებს! (არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას! ტკივილამდე მიყვარს ყველაფერი ქართული!) რა მიმაჩნია შეცდომად, ამის საუბარი (მითუმეტეს წერა!) შორს წაგვიყვანს, თუმცა ჟინს ვერ დავიძინებ ჩვენს ბიჭებს და ვერც მოწოდებას თუ სულისკვეთებას. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი "გადაიზარდა" და სანიოლმა ვერ აუწყო ფეხი ამ გადაზრდას. ვფიქრობ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები მან ჩვენ გუნდში. იმედია ვცდები და მომდევნო 4 წელში ახალ მწვერვალებს დაიპყრობს გუნდთან ერთად და არ დაგვჭირდება "ქართული ჭვინტიც " ისწავლოს როგორია. თუმცა უნდა გაკეთდეს განცხადება, გამოვიდნენ და საჯაროდ გაშალონ ეს ციკლი რას ემსახურებოდა და რა იყო ჩვენი "გეგმა-B" მაშინ ბევრი რამ გახდება ნათელი და კიდევ ბევრი მოგვეცემა განსახილველად... P.S. ისე, პირადად ჩემთვის, ციკლის დაწყებამდე რომ ვინმეს მესამე ადგილი შემოთავაზებინა, უყოყმანოდ მოვაწერდი ხელს! თუმცა იმ "დათვურმა სამსახურმა" იმდენი ქნა, მადა ჭამაში გაგვიზარდა... მერჩივნა პირველი მატჩი 2:1 მოგვეგო და მიწაზე დავრჩენილიყავით... (უფრო ახლოს ვიქნებოდით პოზნანურ თუ ბათუმურ ტალახთან!) წარმატებები მინდა ვუსურვო ნაკრებს და სრულიად საქართველოს!!! იმედია გაკეთდება სწორი დასკვნები და უკვე მერამდენედ მიღებული მწარე გაკვეთილი, ახლა მაინც იქნება არა მხოლოდ ისტორიის ნაწილი, არამედ სწორი ანალიზის, სწორად განჭვრეტის და წინ გადასადგმელი ნაბიჯის რეალური პროგრამის ნაწილი... მიყვარხართ ყველა! გფარავდეთ უფალი!

• მდააა

ვაუუუ ამ ყველა უბედურებებიდან ( არა ტურნირის დაწყებამდე ვფიქრობდი ოღონდ არ გავვარდეთ თქო …დაა მაგრაამ როდესაც ეგრე დავიწყეთ ვაუუ 1 ადგილს რომ ძალათ მოინდომოს ვილიკომ ვერ მიაღწევს მეთქი ხუმრობაა 2 თამაში 6 ქულა თაან 4:1 ლიდერთან და გასვლაზე ალბანეთს …ოკ სულ მცირე 4 თამაშში მინიმუმ 4 ქულას ორი საშინაო შეხვედრა ალბანეთთან და უკრაინასთან ხომ ეგ რეალურია და პრინციპში მაშინ ეგრე სჩანდა რომ ქულებს გასვლაზეც ავიღებთ თქოოო ….მაგრამ ოი საოცრებააააა ვილიკომ ისევ გაგვაოცაააა და 4 შეხვდრაში 1 ქულა….ეგ ჯანდაბას ვფიქრობდი რომ ამ ტურნირს დაამთსვრებს და წავა რა სადმე სხაგან სანამ ჯერ კიდევ წარმატების ტალღა არ დამცხარა თქო მითუმტეს ოქტომბერის ცირკობების შემდეგ აჰაა ჯანდაბას მიდის მაინც და ალბათ მაგიტომაც წაჯაინბაზა თქო …მაგრააამ კიდევ ერთი საოცრებაა მაისური 2028 წარწერით ღადაოოოობთ აუეეე 2 თამაში წააგო და ახალი კონტრაქტიიი …?!?!?! თააან 4 წლიანიიი ეეე ამ დროში კაშია მარტო კი არა დაბერდება მთელი ბირთვი ყველანი “პოდ 30 წლისანი “ იქნებიან რას შვებით ღუპავთ თაობააას ტიპმა ისე არია-დარია ნაკრები რომ მამრდას გარდა არავინ არ თამაშობს თავის პოზიციაზე ტიპს კვარა ყავს ვერ იყენებს 100% ხან სად აყენებს ხან სად თამაშობს 5 მცველით სადაც ფლანგელი მცველები უნდა იყვნენ რაკეტები ოი საოცრება ყავს გოჩო და აზარა …არ იყენებს მათ და ჩვენ ჯინზე ოკ ყავს წიტა და შენგელია არც მათ და მარცხენა მცველად აყენებს ლოჩოს ცენტრმცველს და ეს მაშინ როდესაც ცენტრდაცვა არის 100წლის ( საერთო ჯამი ასაკთა 37კაშ + 33 გველ+ კვერ32 წლის)სამივეს დიდი მადლობა მაგრამ ესენი საბას გარდა( გვახსოვს ბეილს როგორ დაეწია) ახალგაზრდობაში არ ყოფილან სწრაფები და ახლა მითუმეტეს მაღალ დაცვას ვერ ვთამაშობთ მაგიტომაც არის ამხელა წყვეტა შეტევის ხაზსა და დაცვას შორის ბურთის ამოსატანად ათამაშებს არა 6 ნომერს ჯანდაბას რომ 8 ნომერს ბურთი ამოაქვს ევროპის საუკეთესო 10 ნომერს კიტეს ( უბრალოდ გადაშენდა ეგ პოზიცია ევროპაში თითქმის არავინ იყენებს 10ნომერს) ხოლო მეორე 10 ნომერი ჩაკვე კი ეხმარება ჩვენს იღბალზე რომ მას ეგ 8 ნომრობა ასწავლეს ინგლისში…ხოლო კიდევ ერთ 10 ნომერი 8 ნომერი გინდათ მარჯვენა შემტევი უზის სკამზე ( ზურიკო ) პლიუს ამას გვყავს რეაქტიული რაკეტა მარჯვენა ფლაბგზე ლობჟანიძე ვინც წამალია დაღლილ მცველებზე მაგრამ ათამაშებს ათასში ერთხელ და ისიც 5 წუთით …. ხშირ შემთხვევებში როდესაც გუნდი აგებს და არის არეული ….კუთხურის ჩამწოდებელი არა თუ არ გვყავს და თუნდაც 30 ჩააწოდე პირიქით ჩვენი კუთხური შარად გვექცა თუ რამდენი ბურთი გავუშვით საკუთარ კარში ჩვენი კუთხურიდან ჯარიმის დარტყმაზე ხომ ზედმეტია ოცნება ….არდა გვყავდა კაცი ვინც ჯარიმებისაც ურტყამდა კუთხურსაც მაგრად აწვდიდა და შორიდანსც გაქონდა ბურთები მაგრამ შეაძულეს მგონი ფეხბურთი და გაიქცა კორეაში ….კარგი თუ კი გუშინ ახალგარდებმა შეძლეს ჯარიმიდან გატანა შორი დარტყმიდან თუ კი იმათ ასწავლეს აქ რა მწვრთნელს სძინაავს ….ან მოდი დავდგეთ ვილის ადგილზე ევრო 2024 ის მერე ამხელა რეზონანსის შემდეგ პლიუს ჩეხეთს 4:1” მოუგე” და რაა არავინ არ გამოჩნდა მსურველი …?! რა ხდება …?! რომ 4 წლიანს დათანხმდი …?! საოცრება და აქაც ორი ვარიანტია ან ყველა ხვდება იმას რომ დიდი არაფერი მწვრთნელია და უბრალოდ უღბალაა და ქაჩავს ბიჭების ხარჯზე ეს როდესაც ვიგებთ ხოლო როდესაც ვერა ყველა ხვდება თუ რა …ეობებს ჩადის ხან თამაშის დაწყებამდე ხან თამაშის მსვლელობისას …და მისი პოტენციური მსურველები როდესაც უღრმავდებიან თემას ყველა ხვდება რომ დიდი არფერი მწვრთნელიაა…უბრალოდ იყო რომ ჯერ ჩვენზე ისწავლა მწვრთელობა ცოტ-ცოტა რაღაც ლეველზე ავიდა მაგრამ მერე ბიჭებმა გაასწრეს და ეგ კიდევ დარჩა ისევ იმ დონეზე სცადა ალბანეთთან თბილისში მაგრამ გაუმართლა აქაც რომ ესპანეთი არ იყო თირემისევ 1:7 მივიღებდით ….აი ვისაც გყავთ ვეტერანი ფეხბურთელები სანაცნობოში კითხეთ მათ აზრი უბრალოდ საჯაროდ მხოლოდ ერთეულები ამბობენ რომ ჩამირჩა დონით ნაკრებს …ვერ ცვლის ნაკრებში დაცვას იმის გამო რომ მერე არ იცის თუ როგორ ათამაშოს ზემოთ ამოწეული დაცვით ან 4 მცველიანით როგორ ფიქრობთ გარისკავს როდესაც დაბრუნდება საზონოვი და გოგლიჩიძე დაუყენოს გამოცდილი დვალი ან ლოჩო გააჩნია ვინ რა ფორმაში იქნება იმ მომენტში აი ორთავე ერთად ისევ დამძიმებული ნელი გამოვა ფლანგებზე გოჩო და აზარა ან წიტა შენგელია ხოლო 21 ევროპის შემდეგ ამოსყვანი არიან ლაცაბიძე გაგნიძე ლომინაძე ოდიშარია ( აი ვის შეუძლია კვარა შეცვალოს პლეიაუტში არ ყოფნის დროს )და სიგუა ასევე ნაკრებშ უნდა იყოს გულიაშვილი ეგ ნაღდი გოლიაშვილია….ხოოომ) ამდენი უბედურებიდან ერთი მაგარი რამ მაინც მოხდება )))) ამდენი ოცნების შემდეგ როგორც ჩანს ვილიას მოუწევს მისი ბავშვობის ძმაკაცის გაეეშე თამაში ….))) რაც ნაკრები მახსოვს შეუძლია თუ არა სულ ეგ არის …ანუ ისევ გაუმართლა ვილიკოს პირველ თამაშს 0:1 ით არ დავიწყებთ ( ამ ციკლში გავუშვით 6 გოლი 5 ში თანამონაწილეა მხოლოდ ერთში საბამ დაასწრო …))) რა გაუძლებს ამას კიდევ 4 წელიწადიიიი

• პეტროსი

4 თამაშში 1 ქულის ამღებ სანიოლთან არ უნდა გაეხანგრძლივებინათ კონტაქტი.მადლობა რაც გააკეთა,მეტის მიცემა მას არ შეუძლია...დაბალ ხელფასზე ვინ მოვაო? დაანებონ ფედერაციის წარმომადგენლებმა სრული შემადგენლობით უცხოეთში ვოიაჟს ბიუჯეტის ხარჯზე ყოფნას და დანაზოგი თანხით მაღალი რანგის მწვრთნელს აიყვანენ,არ მითხრან ახლა ჩვენი ხარჯით დავდივართო...ასეთი მუქთახორობით და გულგრილობით საქმე წინ არასოდეს წავა.

• G.LA-ს

შათ აფ შე როთის ცუციკო

• დავით 67-ს

იმიტომ რო მზე ხარ

• G.LA

M-33-ს. მადლობა კარგი კომენტარია და პროფესიონალის დაწერილი მგონია, ვინც კარგად ერკვევა საფეხბურთო ნიუანსებში. ვფიქრობ ვილის შეცვალას აჯობებს დამხმარეები ყავდეს ფრანგი ან გერმანელი თავისი მოაზროვნე, რომ ხან და ხან სწორ დასკვნებში და გადაწყვეტილებებში დაეხმაროს. ვერ ვხვდები რა რჩევა უნდა მისცეს დვალიშვილმა ან ხიზანიშვილმა ვილის?

• ტიგრანა

სომხეთი რა გინდა ვერ გავიგე ვაი. კარგი გუნდია. სომხეთი უფრო არი მაგარი ელი..

• თენგო

კიტე გაშიფრეს, ჩვენი ყველა მოთამაშე ხელის გულზე ყავდათ და იცოდნენ ვინ როგორ გაენეიტრალებინათ. ჩვენ ვინმე გვყავს, რომ ასეთი სიღრმისეული ანალიზი ჩაატაროს და დაუსახოს მოქმედების გეგმა დაცვას, ნახევარდაცვას. გიჟებივით რომ დარბოდნენ იმათი თავდამსხმელები და ალალბედზე ვიგერიებდით. თუ მაღალ მიზნებს დავისახავთ, მარტო ძლიერი ინდივიდუალისტები ვერ გაქაჩავენ. პირველი ორი მატჩი მოვიგეთ, არ გვიცნობდნენ მერე შეგვისწავლეს და ვისავსავეთ ერთ ადგილზე

• ესაა ფეხბურთი

პრობლემა არის ქართულ ფსიქოლოგიაში პატარა წარმატებაზე ეგრევე ზეიმობ საკუთარ თავზე მუშაობა ავიწყდებათ ამ დროს ჭაობში ხარ

• გიორგი

სულ როგორ ჯარიმდებიან ჩეხები პირველ ტაიმში ათჯერ დაჯარიმდნენ ჩვენები ოთხჯერ სულ უკან აგორავებდნენ ბურთს მოკლედ სერიოზულ გუნდად რომ ჩამოყალიბდნენ სულ მცირე ხუთი წელია საჭირო ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან მაგრამ თუ პრაქტიკა არ მიიღეს არაფერი არ გამოვა განსაკუთრებით ეხება დაცვით პოზიციებზე როტაციას

• ქორ-პარიკმახერი

სვანაძე არ არის ნამდვილად ცუდი მწვრთნელი! მაგრამ ქართველი მწვრთნელის მუშაობაში არ ჩარევა არის თითქმის გამორიცხული, რა თქმა უნდა თუ ისეთი დიდი გულის და ჯიგრის პატრონი არ ხარ როგორც ქეცბაიაა! დღეს არ ჩანს ისეთი ქართველი მწვრთნელი რომელიც იქნება იმდენად მცოდნე რომ ნაკრები ახალ სიმაღლეზე აიყვანოს და იმდენად დამოუკიდებელი რომ ფეხებზე დაიკიდოს ქართული ნეპოტიზმი! ვილის პატივს ვცემ, მაგრამ ნეტავი არ ეჩქარათ ხელშეკრულების გაგრძელება! ცოდვაა ეს თაობა, მენანება დასაკარგად! M-33 მადლობა რომ არ დაიზარეთ და ყველასთვის გასაგებად ახსენით ყველაფერი. პირადად მე ზუსტად მაგ აზრის ვიყავი, მაგრამ ვაღიარებ რომ აქ მაგდენს ნამდვილად ვერ დავწერდი. ა

• ბენო

ეხლა თავიდანვე დავიჯეროთ რომ მაგათ უეჭველი მოვუგებთ ცლიგაში რომ ფავბრუნდებით მერე გვიან იქნება ეხლა თუ არ დავიჯერეთ

• Lasha

Dzalian magrqd tamashoben 2 clis cin momtenegros da kvipros ver vugebdit exla tamabrad vetamashebit ukrainas chexets bolosdabolos mervedfinalshi gavesit ki.mec minda meti magram chemis azrit ase tungaagrdzeles 2 3 celshi magari nakrebibgveyoleba

• იპო

რატომ აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ სანიოლს ჩეხეთთან და უკრაინასთან მოგება, დაცვას სირბილი აღარ შეუძლია ახალგაზრდები არიან სასწრაფოდ საჭირო,რაც შეუძლიათ აკეთებენ, კლუბებს რომ ვნახოთ სად თამაშობენ, დვალი კვიპროსი, გველესიანი ირანი,კაშო დაგვიბერდა სლოვაკეთი,კვირკველია საერთოდ რას თამაშობს, კაკაბაძე კარგია მაგრამ მაინც პოლონეთი და ასე შემდეგ,სანიოლის შეცდომა იყო ალბანეთთან თბილისში რა ტაქტიკაც აირჩია

• დავით 67

ჩემი აზრით სლოვაკეთთან შანსი მცირეა, სხვებთან კიდევ შეიძლება რაღაც მაგრამ თუ სომხეთი შეხვდა და დავმარცხდით, საერთოდ აღარ ვუყურებ მათ თამაშს, ეს იქნება უდიდესი სირცხვილი. იკითხავს მავანი თუ რატომ სომხეთთან? პასუხი მაქვს ასეთი: იმიტომ რომ იმიტომ .

• ვახო

ასე იცის წინასწარმა ბაქი-ბუქმა,ჩეხეთს,რომ მოვუგეთ ლამის ძეგლი დაუდგეს ფეხბურთელებს,ქუჩაში აღნიშნავდა ხალხი, ეგონათ უკვე მსოფლიოზე გავედით ამ ერთი მოგებით.ყველა ტელევიზია ამ საოცარ გამარჯვებაზე ლაპარაკობდა,ის ჟურნალისტებიც ვინც საერთოდ ვერ ერკვევიან ფეხბურთში,ცაში აიყვანეს ფეხბურთელები და მწვრთნელები,ბოლოს რა ვიხილეთ? ის რაც სტაჟიანმა გულშემატკივარმა ბევრჯერ ვნახეთ, ბოლოდან მეორე ადგილი ჯგუფში,მორიგი იმედგაცრუება, ნაკრების რეგრესი.ვერაფრით ვერ გამოვა ჩვენგან ახალი ხორვატია!!!!

• რუსთავი

კარგია რპმ კვარაცხელია არ იქნება და ცისარტყელა კაშიაც

• M-33 -ს

მშვენიერი ანალიზია, რომლის გაკეთებაც ნებისმიერმა მოყვარულმა გულშემატკივარმაც კი თავისუფლად უნდა შეძლოს (ასე 20-30 წლიანი სტაჟით). მაშ რა გამოდის? სანიოლი ყოფილა უვიცი. აღიარებს კიდეც, ვსწალობო ამბობს. ესენი მარადმწვანე მოსწავლეები არიან. ზოგი სპორტსმენი მერობას სწავლობს, ზოგი პოლიტიკოსობას და დეპუტატობას, ზოგიც წერა-კითხვას პარლამენტში. ამიტომაც ვართ ამ დღეში, არაპროფესიონალიზმის ზეიმი ნეპოტიზმის ბუმია ქვეყანაში. დამლაგებლადაც ვერ მოეწყობი სამსახურში თუ მაგათიანი არ ხარ. ასე რომ თევზი თავიდან ყარს. სანიოლს კი არ უნდა მოეთხოვოს პასუხი, არამედ მის დამსაქმებელს ამ თანამდებობაზე. სწორედ ამიტომაც მოხდა სახელდახელოდ კონტრაქტის გახანგრძლივება, ყველაფერი წინასწარ გათვალეს.

• გიორგი V

დაცვა კატასტროფა!!!შეუთამაშებლობა!დაბალი სისწრაფე!პოზიციას ვერ არჩევენ და ორთაბრძოლებში სულ ჯარიმდებიან!არ ვარ ჰეიტერი მარა მარაზმია უკვე!!!

• G.LA

ყველაზე ცუდი ვარიანტით დამთავრება ბოლო ადგილი იქნებოდა. ახლა კი შეგვიძლია ისევაც გამარჯვებით დავამტკიცოთ ჩვენი ყოფნა B დივიზიონში. ვფიქრობ ჩვენ ნაკრებს შესწევს ძალა ამ ჩამოთვლილ ნაკრებებიდან ვისაც შეხვდება ეს დაამტკიცოს. შესარჩევის კალათებში იმედია წინ წავიწევთ და მეტი შანსი გვექნება მსოფლიოზე გავიდეთ.

• las

რასაც ჩვენმა ნაკრებმა მიაღწია ეს იყო სასწაული საკუთარ თავზე გადახტომა ისეთი გასაცოდავებული ქვეყანა, როგორც საქართველოა ნახევარი ქვეყანა სოციალურად დაუცველთა ბაზაში ნახევარს ევროპიდან გამოგზავნილი ფულით არჩენენენ ოჯახის წევრები. 1 მილიონი ქართველი გაქცეული არა სტადიოანი, არა იმფრასტურქუტრა, არა ბავსთა მწვრთნელი რაც იყო ის იმფრასტუქტურაც განადგურრდა. და ესაეთ პირობებში ევროზე გასვლა რავიცი სასწაულის ტოლფასია გაიგეთ ხალხო ჯერ ქვეყანა უნდა ავაშენოთ და ფეხბურთიც თავისთავად განვითარდება. ქვეყანას მ ი ვ ხ ე დ ო თ

• გიო

ალბანეთთს რომ სახლში ვერ მოუგებ თვალში ნაცრები აღარ უნდა იყარო და ტყუილი იმედები კიდევ

• roko

M-33-ის ანალიზი მშვენიერია, 100 პროცენტით ვეთანხმები. ყველა, ვისაც ფეხბურთი ესმის ასეთივე აზრზე იქნება

• გ.შ.

კი მაგრამ ვინ მოგყავს, სვანაძე ხოო?? რომელიც ერთ სიტყვასაც ვერ შეუბრუნებს. ფედერაციას, რასაც ეტყვიან იმას იზავს სამწუხაროდ, ასეც იქმება აი ნახავთ....

• იბრუხ მართალი

დაღლილი კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე მირჩევნია დასვენებულ მექვაბიშვილს და ნებისმიერს ცენტრში. მაგათი შეცვლა იყო დიდი სისულელე, ეგრევე დავთმეთ ცენტრი.

• გიო

კიდევ ახალი თაობა თუ არ წამოვიდა კონკურენციის გარეშე ამათ თავიანთი გონიათ ბურთი და მოედანი...კვარაცხელიას როგორი იმედი მქონდა მაგრამ განადგურებულია ფსიქოლოგიურად

• თაზო

კაშია არაუშავს შეიძლება კარგიც იყოს მის მაგივრად თამაში მაგრამ კვარა(((

• M-33

ჩაგდებით თამაში არც ერთს არ ჩაუგდია, არც მამარდას, რომლის კისერზეა მეორე გოლი. უბრალოდ ჰქონდათ შეცდომები, მაგრამ არაკატასტროფული. ერთადერთი ადამიანი ვინც ეს თამაში ჩააგდო იყო ვილი სანიოლი და დავწერ მიზეზს. დავიწყოთ ვილის ტაქტიკით. სანიოლი ყოველთვის იწყებს ერთი და იგივე ტაქტიკით და თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობით. ორჯერ სცადა ამის შეცვლა და ორივეჯერ ცუდად მოუტრიალდა, ამიტომ როცა მისი ექსპერიმენტები არ ამართლებს, უბრუნდება ჩვეულ ხაზს, 5-3-2-ს. პირველი შეცდომა ესაა. ადვილად პროგნოზირებადია და მისი ტაქტიკა ვერ ერგება მოწინააღმდეგის გუნდს. ანუ, სათამაშო ტაქტიკის თვალსაზრისით ვილი არის ფაქტობრივად 0. ჩვენ გვყავს 4-5 კაციანი ბირთვი რომელიც ფაქტობრივად შეუცვლელები არიან, მაგრამ დანარჩენების ცვლილების ხარჯზე მინიმუმ მცირე ტაქტიკური უპირატესობაა მიღწევადი, რასაც ვილი არ/ვერ აკეთებს. როგორია სანიოლის ტაქტიკა, თამაშის პერიოდში ? უმარტივესი. თუ წინ გავალთ აძლიერებს დაცვას, თუ მოწინააღმდეგეს მიჰყავს ანგარიში, ცდილობს გააძლიეროს შეტევა. აქაც მარტივად პროგნოზირებადია იმ ფონზე, რომ იძახებს სულ ერთსა და იმავე ფეხბურთელებს, ნაკლებ შანსს აძლევს ახალგაზრდებს და არ გვყავს ჩვენ იმდენი ვარსკვლავი, რომ ნებისმიერ პოზიციაზე ვინმე მონსტრი შემოიყვანო. რა შეცდომები დაუშვა გუშინ სანიოლმა? ცოტა შორიდან დავიწყოთ. ოდითგანვე, ჩვენი ნაკრების პრობლემა იყო ის, რომ დაცვიდან შეტევაში ბურთი ვერ გადმოგვქონდა, ძირითადად ვიგერიებდით ხოლმე წინ და ბურთს ვკარგავდით, ამისთვის საჭირო იყო ძლიერი შუა ხაზი, რომელიც შეძლებდა ბურთის დაჭერას და მოკლე პასებით ბურთის წინა ხაზამდე მიტანას. ასეთი შუა ხაზი ავაწყეთ მას მერე, რაც აქ დადგა ჩაკვე, კიტე, ქოჩორას ტრიო. სამივე ფეხბურთელს შეუძლია ბურთის დაჭერა, რთულია მათთვის ბურთის წართმევა, სამივეს აქვს იმდენი სისწრაფე, სითავხედე და ტექნიკა, რომ მოწინააღმდეგის პრესინგს გაუძლოს და ბურთის ამოტანა შეძლოს. ეს სამი ფეხბურთელი შეუცვლელია. თუ შენ ცვლი ერთ-ერთს მაინც, მერე სამის საქმეს ასრულებს ორი და შუა ხაზი ვარდება. ის ფეხბურთელები რომელიც მათ ნაცვლად შემოჰყავს ვილის, ვერ ასრულებენ იმ ფუნქციებს, რასაც ეს სამი ასრულებს. ავიღოთ მექვაბიშვილი ან ალთუნაშვილი. არც ერთ ამ ფეხბურთელს არ აქვს იმის უნარი, რომ ბურთი დაიჭიროს შუა ხაზში და სწორად ამოიტანოს წინ. დაცვით ფაზაში/ართმევაზე/ზონების ჩაკეტვაზე ასე თუ ისე თამაშობენ, მაგრამ წინ წასვლას რაც შეეხება, არ იციან ამდენი და შეე.. ავიღოთ დავითაშვილი. დავითაშვილი არის ხვიჩას სტილის ფეხბურთელი, რომელიც ორიენტირებულია თავდასხმაზე. აქვს ძალიან ცუდი დაცვითი სქილები და გუშინ მისი დაკარგვების გამო, კინაღამ გოლი მივიღეთ მინიმუმ ორჯერ. ანუ, ჩაკვე/კიტე/ქოჩორას პოტენციურ შემცვლელებს ალთუნაშვილს/მექვაბიშვილს/დავითაშვილს პირველ ორ შემთხვევაში არ ჰყოფნით შეტევითი, ხოლო მესამეს შემთხვევაში დაცვითი სქილები რომ ეს სამი სრულყოფილად ჩაანაცვლონ. შედეგად მივიღეთ რა? 30 წუთით ადრე, როცა 2 გოლი გვაქვს გასატანი, სანიოლი ხსნის ნახევარდაცვის 2 ძირითად ფეხბურთელს, ჩვენი ნახევარდაცვა სრულად კოლაფსირებს, ვერ უძლებს ჩეხების პრესინგს და იმის ნაცვლად რომ შეგვეტია, 90% შემთხვევებში ბურთს კაშია და დვალი აგორავებდნენ აქეთ იქეთ. სანამ მოედანზე არ დაიხოცებოდნენ ჩაკვე და კიტე, მანამდე არ უნდა გამოეცვალა. ბოლომდე უნდა გაეწურა და მათი გამოცვლით შეტევა ვერ გაძლიერდებოდა უმარტივესი მიზეზის გამო, მათთან ერთად თუ კეთდება 10 შეტევა, მათ გარეშე კეთდება 2. მეორე და მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი ნაკრების შეტევებში არის კვარაცხელია. ბებიაჩემმაც კი იცის რა სახიფათოა ეს ბიჭი, ამიტომ მას ხშირად ეთამაშება 2-3 მცველი. როცა ამდენი კაცი ეთამაშება, ხვიჩას პროდუქტიულობა ძალიან ეცემა. იმისთვის რომ კვარაზე ზეწოლა განიმუხტოს, უმარტივესი ფორმულა შექმნა სპალეტიმ. საჭიროა გყავდეს მობილური მარცხენა მცველი (მარიო რუი, ოლივეირა) და ნახევარმცველი (ჟელინსკი), რომელიც ხშირას გააკეთებს ჩარბენებს, ან კვარას ადგილს გაუცვლის, რომ მოწინააღმდეგის მცველები გადაერთონ ამ ჩარბენებზე და კვარას ასე თუ ისე სივრცე გაუთავისუფლდეს. რა გააკეთა ვილიმ, იმისთვის რომ კვარასთვის შეემსუბუქებინა ტვირთი? არაფერი. არ იძახებს აზაროვს, რომელსაც აქვს ძალიან კარგი შეტევითი პოტენციალი, ტექნიკურია და სწრაფია. არ შემოიყვანა წიტაიშვილი, რომელიც ასევე ტექნიკური და სწრაფია და კვარას დაეხმარებოდა. ბოლომდე დატოვა ლოჩოშვილი, რომელსაც, მიუხედავად იმისა რომ მართლა თავდადებული ბიჭია, არ აქვს ის შესაძლებლობები (ტექნიკა და სისწრაფე), რომ შეტევაში კვარაცხელიას დაეხმაროს და სივრცეები გაუთავისუფლოს. როცა კვარა მოედანზეა, არაა ეს მხოლოდ 1 კაცი, 1.5 კაცია და როცა ვიღაცას აყენებ მის უკან, ამ ვიღაცაში 2 თვისება უნდა იყოს აკუმულირებული, ითამაშოს თავის პოზიციაზე + დაეხმაროს კვარას ისე, რომ მას სივრცეები შეექმნას. ლოჩოშვილი მეორე კომპონენტში არის სრული 0. ანუ, ტაქტიკურად სანიოლმა ფაქტობრივად მოახდინა ჩვენი ცენტრის და მარცხენა ფლანგის საბოტაჟი. მოგვიკლა შუა ხაზი და მოგვიკლა მარცხენა ფლანგი. მარჯვენა ხაზზე კიდე რა ვთქვა, კაკაბაძის იმედადაა მიგდებული. ამას თითქოს იმით აკომპენსირებს რომ ჩაკვეს აყენებს მარჯვნივ, მაგრამ პირიქით - ჩაკვეს ფუნქციებს ასუსტებს და კვარას ფლანგს ასუსტებს. დასკვნა, ვილი სანიოლი არის დებილი. ფეხბურთელებზე ცუდს ვერ ვიტყვი, ასეთი მონდომებული გუნდი მე კარგა ხანია არ მინახავს. ამით იყო გამოწვეული ბოლოს ის ჩხუბები, იმდენად მოტივირებულები იყვნენ, რომ წაგებით იმედგაცრუება ვერ მიიღეს და ნერვებმა უმტყუნა რამდენიმეს. და წავაგეთ არა მათ მიერ ჩავარდნილი თამაშის გამო (შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ გამოსწორებადია ეგ, სწორი თამაშის შემთხვევაში), არამედ სანიოლის ტაქტიკური უვიცობის გამო. და კიდე, მენტალობაზე მინდა ვთქვა. 2-0-ზეც კი ნაკრებს ყურები არ ჩამოუყრია და ლომებივით იბრძოდნენ თითოეული სანტიმეტრისთვის. არ გახსოვს, 1:0-ს თუ წაიყვანდა მოწინააღმდეგე, უკვე წინასწარ რომ ვიცოდით, წაგებული იყო თამაში ისეთ ფსიქოლოგიურ ტრამვას იღებდნენ ფეხბურთელები? ჩვენი ნაკრების მენტალობა ძალიანაა შეცვლილი. მონდომება, ჟინი და თავხედური თვითრწმენაა ზუსტად წარმატების გარანტორი. მაგრამ ამ წარმატებას რომ მიაღწიო, გუნდი უნდა დაალაგო სწორად. ასე რომ, კიდე ერთხელ დიდი დიდი მადლობა მაგრამ სანამ დროა უკვე out სანიოლს.

• ირაკლი

ბოლო ოთხ თამაშში თუ მხოლოდ ერთ ქულას ავიღებდით კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან სამწუხაროა. თუმცა ლოგიკური.

• გიორგი

არ ვფიქრობ რომ ჩვენი ქვეყნის სპოტსმენებმა აუცილებლად უნდა აჯობონ სხვებს, სულაც არა აბა საამისო რა აქვს ჩვენ 2მილ-დან -დაახლ 50000.საპენსიო ან პენსიონერი - დაახლ700000 ნარკუშა ძველ.ახალგ ან ახალგაზ.- დაახლ300000 18 წლამდე ასაკის - დაახლ 700000 ოპიოზიციის მომხრე პოტენციურად ტრაკის მიმცემი ახალგ და ძველ ახალ, მგონი 2მილ-ზე მეტრი გამოვიდა ეტყობა სხვა ნაციის ხალხიც მივამატე შეცდომით, შემოპარებულები. მაშინ ვინ თამაშობდა ფეხბურთს ალბათ ისინიც ქართულად გვარგადაკეთებილი სხვა ნაციის წარმომადგენლები იყვნენ და ჩვენი გულისთვის თავს რატომ გაწირავდენ, ხალხი ისტორიას, ტერიტორიებს და ლამის ენასაც გვედავებიან. როცა ფორტუნა ჩეხებთან ასე მოგაგებიებს და მიმდუნარე ეტაპზე 0 კლასის უკრაინას და ალბანეთს ვერ მოუგებ გეყოთ კაცობა და უარი თქვით ნაკრებში თამაშზე, სამაგიეროდ ექსპერიმენტატორი სანიოლი უმუშევარი დარჩებოდა.

• საქართველო უპირველესად

როგორ დავიწყეთ და როგორ დავამთავრედ,ეს ქართველების სენია!!!

რა მოგება არ უნდათ? ჯერ ერთი მოწინააღმდეგე ჩეხეთი იყო გიბრალტარი კი არა და საგოლე მომენტები საკმაოდ შექმნეს, არ გამოყენება სხვა თემაა მაგრამ არ მინდომებას ვერ დააბრალებ, ბოლი წუთებზე 2 შანსიბიყო, მანამდე ძელი,ძალიან თანაბარი ჯგუფი იყო და ღირსეულად გამოვიდნენ, თუმცა განვითარება აუცილებელია, ნუ ლანძღავთ და აგინებთ ბიჭებს, სირცხვილია, რეალობაში სტაბილური საშუალო გუნდი დადგა დიდი პერსპექტივით, დაცვის ხაზის გაახალგაზრდავების შემთხვევაში, მადლობის მათ

• ალექს

ძალიან ცუდია თუ წილისყრით დგება წყვილები. სამართლიანი იქნებოდა, მაგალითად საუკეთესო მესამეადგილოსანი თუ უარეს მეორეადგილოსანს შეხვდებოდა და მსგავსი პრინციპით განაწილდებოლა წყვილები. ახლა შესაძლოა ევროპის მერვედფინალისტთან მოგვიწიოს შეხვედრა.

• გოგი

ძალიან უკმაყოფილო ვარ ჩვენი გუნდის თამაშით, თუ არ უნდათ მოგება და კარგად იყვნენ, მივცეთ გზა 21 წ ასაკის მოთამაშეებს,ან ნატურალუზება გავუკეთოთ უცხოელებს, ჩვენ აგრესია, შემართება არ გვაქვს და მივჩანჩალებთ, მალე D ჯგუფში გავყოფთ თავს და ვიქნებით მარადმწვანე პერსპექტიული პენსიაში გასვლამდე

• ავთო

ჭკუა თუ აქვს ჩვენს ფედერაციას ან ელემენტარული ღირსება, სანიოლი უნდა გაუშვას.მასთან ერთად არაფერი არ გამოვა!!!

• რობი

მიუხედავად იმისა შეცდომების გამო წავაგეთ ბიჭებით მაინც ყმაყოფილი ვარ! ასეთი შემართებით შრომით და გამოცდილებით აუცილებლად მოვა წარმატებები!

• ზაზა

ნეტა სომხეთი შეგვხვდებოდეს. მახსოვს 3 წლის წინანდელი მარცხი და მაგათი ბაქი ბუქი. ხო და მოვიდა დრო ერთხელ და სამუდამოდ დავადუმოთ და გავუმეოროთ 1997 წლის 7:0

• ქ. გ.

ვინ რომელ კალათაშია https://x.com/IFTVofficial/status/1859004765361021330

• bd

გამოუშვით ბულგარეთი

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ

[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა

ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად

"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი

კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს

კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...

პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი

"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა

ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა