ხორვატიას სასჯელი ელის - ფეხბურთელები უეფას ლმობიერებას სთხოვენ [VIDEO]

AutoSharing Option
ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა, შესაძლოა, საკუთარი გულშემატკივრის გამო ევროპის ჩემპიონატი ნაადრევად დატოვოს.

ევრო 2016. D ჯგუფი. II ტური: ხორვატიამ გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

საქმე იმაშია, რომ დღეს, 17 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთთან გამართული შეხვედრის (2:2) 87-ე წუთზე, როცა ანგარიში ხორვატთა სასარგებლოდ 2:1 იყო, გულშემატკივრებმა სტადიონზე პიროტექნიკა ისროლეს, რის გამოც მსაჯს რამდენიმე წუთით თამაშის შეჩერება მოუწია. ამას გულშემატკივართა შორის ჩხუბიც მოყვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


როგორც უცხოური პრესა იტყობინება, უეფამ დაიწყო საქმის შესწავლა და ალბათობა იმისა, რომ ტურნირიდან მოიხსნას გუნდი, დიდია. ეს
ფეხბურთელებმაც კარგად იციან, ამიტომ უეფას ლმობიერებას სთხოვენ.

"არ მესმის, ამ ხალხს რა სჭირს. ვნახოთ, როგორ დაგვსჯის უეფა. იქნებ საერთოდ არც ვითამაშოთ შემდეგი თამაში. არ ვიცით. რამდენიმე ადამიანის გამო ძალიან დიდი სირცხვილი ვჭამეთ", - განაცხადა დღევანდელ შეხვედრაში პირველი გოლის ავტორმა ივან პერიშიჩმა.

მეორე გოლის ავტორმა ივან რაკიტიჩმა კი შემდეგი თქვა: "იმედია, უეფა ლმობიერი იქნება და სახლში ნაადრევად არ გაგვიშვებს და ესპანეთთან თამაში მოგვიწევს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესო და უსამართლობა იქნება ესენი რომ მოკვეთონ პიროტექნიკის გამო და რუსეთი არა იმისათვის რასაც სჩადიან
დავით123
12:24 18-06-2016
0

სიახლეები პოპულარული