ევრო 2016. B ჯგუფი. III ტური: განადგურებული რუსეთი და უელსის პირველი ადგილი [VIDEO]

AutoSharing Option
20 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა.

B ჯგუფში უელსის ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა და მეტოქე, რომელსაც პლეი-ოფში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, გაანადგურა - 3:0.

უელსი მატჩში ძალიან მალე დაწინაურდა - მე-11 წუთზე თავისი გუნდი მეკარესთან პირისპირ გასულმა აარონ რემსიმ გაიყვანა წინ, რასაც 9 წუთში ნეილ ტეილორის გოლიც მოჰყვა. მატჩის 67-ე წუთზე თავისი სიტყვა გარეთ ბეილმაც თქვა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, თვითონ კი ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა თავი და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ
მოპოვებული გამარჯვებით უელსის ნაკრებს 6 ქულა დაუგროვდა და გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა სლოვაკები ვერ დაამარცხა (0:0),  ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე 5 ქულით სწორედ ინგლისია, მესამეზე - 4 ქულით სლოვაკეთი, ხოლო რუსეთი, რომელმაც სულ რაღაც 1 ქულა დააგროვა, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული