ევრო 2016. 1/2 ფინალი: პორტუგალიის ნაკრები პირველი ფინალისტია [VIDEO]

AutoSharing Option
6 ივლისს ევრო 2016-ის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს პორტუგალიისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ფერნანდო სანტუშის გუნდმა 2:0 მოიგო და გახდა ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი.

50-ე წუთზე კრიშტინო რონალდომ თავურით გახსნა ანგარიში, ხოლო სამ წუთში მისი პასით ნანიმ გაიტანა.

10 ივლისს ფინალში პორტუგალიის ნაკრები გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩში (7 ივლისი) გამარჯვებულს შეხვდება.

კრიშტიანო რონალდომ მე-9 გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატებზე და ამ მაჩვენებლით მიშელ პლატინის გაუთანაბრდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალია-უელსი 2:0
გოლები: 1:0 რონალდო (50), 2:0 ნანი (53)
მკითხველის კომენტარები / 14 /
რას ერჩით ბატონ არჩილს :) მართალს ამბობს ადამიანი! რონოლდო სუპერვარსკვლავია და ამევედროს სუპერპიჟონი :)
miro
07 ივლისი 2016 16:27
0
არ დამიწერია რონალდო ფეხბურთელზე აუგი! დავწერე რომ მის მანჭვა გრეხაზე მეჯავრება.
არჩილ ხოფერია
07 ივლისი 2016 13:11
0
კარგად მახსოვს შავი მარგალიტის თამაში 1966 წლის ჩემპიონატზე. ძალიან მაგარი იყო! ახალგაზრდებმა თუ ვინმემ არ იცით გეტყვით, ეუსებიოს ეძახდნენ შავ მარგალიტს! მე კი არა ფეხბურთი მგნი 2-3 კაცს ესმოდა ბოლომდე... ერთი კრუიფი იყო, მეორე დათო ყიფიანი და ...ჰელმუტ შიონი!
არჩილ ხოფერია
07 ივლისი 2016 13:08
0
არ ვარ მესის ფანი. არც ბარსელონას, არც რეალის! მომწონს ზლატანის თამაში და საქციელები. ადრე მომწონდა კრუიფის და რენსენბრიკის თამაში. გერმანელები ბეკენბაუერი და რუმენიგე! ქართველები ?! ამას მთელი გვერდი უნდა!კაცი ჯერ კაცი უნდა იყოს და მერე ფეხბურთელი. მე 60-ს გადავაბიჯე, ახლა პიჟონობას ვეღარ შემაყვარებთ
არჩილ ხოფერია
07 ივლისი 2016 13:04
0
გილოცავთ რონალდოსა და პორტუგალიის ფანებს.მართალი ნათქვამია, ფეხბურთი ალოგიკური თამაშია,უელსმა ყველა თამაში უმაღლეს დონეზე ითამაშა ეს ერთი ჩააგდო და ფინალში ვერ გავიდა,ხოლო პორტუგალიამ ყველა ჩააგდო ამ თამაშის გარდა და ფინალში გავიდა,ალბათ ამითაცაა ფეხბურთი საინტერესო.რაც შეეხება მესის და რონალდოს შედარებას;ორივე უდიდესი ფეხბურთელია,ორივე მეგავარსკვლავი,თუმცა მე ვფიქრობ,რომ რონალდო მაინც იღბლიანი ფეხბურთელია,რომ თამაშობს იმ ეპოქაში სადაც მესია,იმიტომ,რომ თუ არა მესი ის მოტივაციას დაკარგავდა იმისათვის,რომ როგორმე გამხდარიყო უპირველესი.
sake
07 ივლისი 2016 11:32
0
ძლიერი ინდივიდუალისტი რომაა( მეტი თუ არა) მესი აბა რად უნდა თქმა, მაგრამ როდესაც ხავი და ინიესტას მსგავსი არ ედგა გვერდით ვერასდროს ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა! თუ ვცდები მაგალითები გამახსენეთ, რონალდოს პიჟონობას რაც შეეხება- თავდაუზოგავი შრომით (არა მარტო საფეხბურთო თვალსაზრისით) აქვს მიღწეული ყველაფრისთვის ღარიბ ბიჭს და იმ დიდი სიამოვნების და კმაყოფილების გამოხატვა ასე ემოციურად იქნებ დიდსულოვნად გეპატიებინათ? სალტოები და ტრიალ-პირუეტები მსოფლიო ფეხბურთში ცოტა გინახავთ? ყველა თავისებურად გამოხატავს გოლს. ინტერნეტში ერთი ისლანდიური კლუბის მიერ გატანილი გოლების შემდგომი აღნიშვნებია და ნახეთ, თეატრალურ წარმოდგენებს გავს და ა.შ.
gela
07 ივლისი 2016 11:07
0
ამიტომ მირჩევნია რეალი ბარსას რომ იქ მაგარი კაცები ბეილი და რონალდო არიან.ჰარში აფრინდე და ასეთი გოლი გაიტანო ამას თავდაუზოგავი ვარჯიში სჭირდება.აბა მესია კაცი?ფინალებს ვერ თამაშობს და ნაკრებიდან მივდივარო,გეგონება არგენტინელების ბრალი იყოს რამე.სამარცხვინო პიროვნებაა/უდავოდ დიდი ფეხბურთელი/
ფეხბურთი კაცების სპორტია
07 ივლისი 2016 10:57
0
რა შუაშია ფეხბურთის არცოდნა, ბატონი ხოფერია უბრალოდ მესის ფანია. და მარტო ეგ არა, ვინც მაგის თამაშის გულისამრეობაზე საუბრობს, ყველა მესის ან ბარსას ფანია. ისე კი მიკვირს მესის რატომ უნდა გულშემატკივრობდეს ქართველი კაცი? მაგის გამონათქვამებს ვინც იცნობს, საქართველოს საწინააღმდეგოდ რომ ბრძანა "ყველამ უნდა მიბაძოს აფხაზეთსა და ოსეთს-ო, მათ აქვთ უფლება თვითგამორკვევისა"-ო. ისტორიაში ჩაუხედავად რას ბჟუტურებს? ვისთვისაც სულერთია ეს ამბავი გააგრძელეთ მაგ არაკაცის გულშემატკივრობა(!?). რაც შეეხება პორტუგალიას, ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება, 2004 საბერძნეთი, 1992 დანია, უფრო ძველების გახსენებაც შეიძლება...
gela
07 ივლისი 2016 10:53
0
რონალდო რა თქმა უნდა ძალიან მაგარი გოლეადორი და ფეხბურთელია,(პიჟონობა რომ უყვარს ფაქტია) და შეიძლება უკეთესი ადამიანიც არის, ვიდრე მესია, მაგრამ მესი სულ სხვა განზომილებაა, რეალის ფანობა არ ნიშნავს ინას, რომ რონალდო მესის ამჯობინო.
bavaria
07 ივლისი 2016 10:39
0
რონალდო დგეს ისევ პირველია..! ოქროს ბურთიც მას ეკუთვნის მაკიაჟით გამოდდის თუ პომადით ეს რა სალაპარაკოა საერთოდ?! რაც ფეხბურთელს უნდა ქონდეს ყველაფერი აქვს... გუშინ უნდა გაეტანა მეორე გოლიც და ევროპის ყველა დროის გოლეადორიც უნდა გამხარიყო რომ გაეჩუმებინა ყველა ...
alexi
07 ივლისი 2016 10:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული