კვარაცხელია ხელშეუხებელი აღარაა - "ნაპოლის" პრეზიდენტი ზაფხულში ქართველის გაშვებაზეც თანახმა იქნება

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მისი გუნდის ბოლო მატჩის შედეგითა და ნაჩვენები თამაშის ხარისხით ძალიან უკმაყოფილოა.

"პარტენოპეი" "ემპოლისთან" გასვლაზე 0:1 დამარცხდა და რბილად რომ ვთქვათ, უსახური შთაბეჭდილება დატოვა.

იტალიურ მედიაში დაიწერა ისიც, რომ აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დე ლაურენტისი კლუბის გასახდელში ჩავიდა, რათა გაერკვია, რა ხდებოდა. ის შემდეგ ტრიბუნაზე დაბრუნდა, სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა და გუნდის დასჯა ბაზაზე სეზონში მეორედ გამოკეტვით გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და კიდევ ერთი შანსი მისცა.

ახლა კი Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა
წერს, რომ დე ლაურენტისი ზაფხულში ყველა ფეხბურთელის გაშვებაზე იქნება თანახმა და ვინც უკმაყოფილოა, შეუძლია წავიდეს. ხელშეუხებელი აღარავინ იქნება, მათ შორის, კვარაცხელიაც.

"ვისი წასვლაც შეუძლებლად ჩანდა და პრეზიდენტს ხელშეუხებლად მიაჩნდა, ასე აღარაა. ვინც ბედნიერი არ არის, მისთვის კარი ღიაა.

ყველა ბაზარზეა, კაპიტან დი ლორენცოდან დაწყებული, ასევე იქნება ეს ხვიჩა, ლობოტკა თუ მატეო პოლიტანო.

"პარტენოპეის" აღარ სურს ის პრობლემები, რომლებიც ოსიმენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით წარმოიქმნა". - წერს გამოცემა. 

ინფორმაციისთვის, იტალიურმა მედიამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელია სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებდა და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც მიიღებდა.

altაირია მონასტერი: დე ლაურენტისი გუნდს გასახდელში ჩაუვარდა - დი ლორენცო ტიფოზებმა გალანძღეს

მკითხველის კომენტარები / 48 /
დედა სვავები რა ბედნიერები არიან
მდა
02:17 24-04-2024
0
თუ გაყიდიან მაგას რა სჯობია. დააღწიოს თავი მაგ წუწურაქებს

ისე გინდა ქალთმოძულე მიძახეთ და რაც გინდათ, მაგრამ ფაქტია ამ ბიჭმა მოუკლო თამაშს 1 წელია დაახლოებით. შეიძლება ემთხვევა ცოლის მოყვნის ამბავს მაგრამ დიდხანს კი გაიწელა. საერთოდ გაქრა მისი შემოქმედებითობა და სტანდარტულ ფეხბურთელად გადაიქცა. თითქოს აღარ აღაფრთოვანებს ბურთი
კარგია თუ გაყიდიან
10:25 23-04-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული