ევრო 2016. 1/2 ფინალი: პორტუგალიის ნაკრები პირველი ფინალისტია [VIDEO]

AutoSharing Option
6 ივლისს ევრო 2016-ის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს პორტუგალიისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ფერნანდო სანტუშის გუნდმა 2:0 მოიგო და გახდა ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი.

50-ე წუთზე კრიშტინო რონალდომ თავურით გახსნა ანგარიში, ხოლო სამ წუთში მისი პასით ნანიმ გაიტანა.

10 ივლისს ფინალში პორტუგალიის ნაკრები გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩში (7 ივლისი) გამარჯვებულს შეხვდება.

კრიშტიანო რონალდომ მე-9 გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატებზე და ამ მაჩვენებლით მიშელ პლატინის გაუთანაბრდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალია-უელსი 2:0
გოლები: 1:0 რონალდო (50), 2:0 ნანი (53)
მკითხველის კომენტარები / 14 /
არჩილ ხოფერია-ს. არჩილ, ნუ მიწყენ და როცა რონალდოზე ასე საუბრობ, მაშინ ცალსახაა, რომ ფეხბურთის აფარერი გაგეგება და მხოლოდ პირადი სიმპატია ანტიპადიით ხელმძღვანელობ. ანუ შენ ის კი არ გაინტერესებს, რა დონის ფეხბურტელია რონალდო, არამედ რა ხასიათისაა (მისი ქცევები მეც არ მომწონს, მაგრამ ფეხბურთთან მას არანაირადარ ვაკავშირებ). ხომ არ ჩამოგითვალო რონალდოს სუპერვარსკვლავობის დამადასტურებელი რეგალიები? მე მგონი არაა საჭირო.
gogi menabde
07 ივლისი 2016 10:07
0
ჩემო კარგო გემოვნებაზე არ დაობენ,ეს პირადულია,მაგრამ მინდა გითხრათ,რომ ძალიან,ძალიან ცუდი გემოვნება ჰქონიათ,ასევე ჩემი რჩევა იქნება,არ გაგვანდო თქვენი აზრები ფეხბურთში,ამ დარგში ძალიან დაბალ დონეს ავლენთ.
არჩილ ხოფერია-ს
07 ივლისი 2016 10:06
0
საერთოდ ფეხბურთის ყურება აღარ მინდა. ანტიფეხბურთია რა!

ეს რონალდო რა კუდაბზიკა მეტიცარაა თავისი სიაურილით, მიმიკებით...
გოლის აღნისვნა აქვს ისეთი, გული აგერევა!!

ძალიან ცუდი დრო უდგას ფეხბურთს!
ფეხბურთია თუ ტოტალიზატორი?
gurami
07 ივლისი 2016 09:48
0
პორტუგაალია არაფერი გუნდი არაა. რაღაც საშინელ ფეხბურთს თამაშობს! არ იმსახურებდა ფინალში თამაშს. რონალდო ამაზრზენია თავისი გრიმასებით და მეტიჩრობით. უელსის მიმართ სიმპათიებით ვიყავი განწყობილი, მაგრამ სამწუხაროდ გუშინ ვერ ითამაშეს.
არჩილ ხოფერია
07 ივლისი 2016 07:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული