ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სტამბოლის ბოლო საოლიმპიადო სალიცენზიო ტურნირზე სამი მოჭიდავით (რობერტ დინგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე, ვლადიმერ გამყრელიძე) წარდგა, აქედან ერთმა კი პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ერთადერთი ფალავანი აღმოჩნდა, რომელმაც პარიზის თამაშების საგზურის მოსაპოვებლად ბოლო შანსი წარმატებით გამოიყენა. მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა ოლიმპიური ლიცენზიისკენ მიმავალ გზაზე იოლი გამარჯვებები მოიპოვა შვეიცარიის, ამერიკის სამოას და გერმანიის წარმომადგენლებთან, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა ბულგარელ მაგომედ რამაზანოვთან და ბრინჯაოს მედლისთვის, შემდეგ უკვე ფლეი-ოფისთვის გააგრძელა ბრძოლა. გამყრელიძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოუგო მოლდაველ გიორგი რუბაევს, ხოლო ფლეი- ოფში, სადაც მასსავით მესამეადგილოსან უკრაინელ ვასილ მიხაილოს შეხვდა, მიზანს მიაღწია, 8-2 გაიმარჯვა და სამ თანაგუნდელ ლიცენზიანტს - გოდერძი ძებისაშვილს (65 კგ), გივი მაჭარაშვილს (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) შეუერთდა.

გივი მაჭარაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა საგზურები შარშან ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე, შესაბამისად, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლების მოპოვებით დაიბევეს. ბაქოში, ბოლოსწინა ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე, ლიცენზიანტი გახდა გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ).

ასე რომ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზის ოლიმპიურ ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა სამი სპორტსმენით იასპარეზა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

llcl
ვისი ბრალია და ყოფილი მენტის და ეხლანდელი ძველი ბიჭის(ესეთებს რასაც ეძახიან მოგეხსენება) გეგეშიძის, რომელსაც ტვინის ნაცვლად ნახერხი უყრია დიდ თავში, მაგრამ სჭირდებათ ბიძგვინოიდებს და ჰყავთ ის და მისი რაზმი ნაც-ნჯო-ქათმების მიტინგების დასაშლელად
Master
ყოჩაღ ამ ბიჭს და წარმატებები...აშკარად ჩანს ღრმა კრიზისი ჭიდაობაში.ნეტავ ვისი ბრალია?
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
"მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი" - უტა აბე
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...