
ფარერების ნაკრების კაპიტანი ფროდი ბენიამინსენი რუმინეთთან თამაშს უცნაური მიზეზის გამო ვერ შეძლებს
ფარერების ნაკრების კაპიტანი ფროდი ბენიამინსენი ერთობ უცნაური მიზეზის გამო ვერ შეძლებს რუმინეთთან ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მონაწილეობას, რომელიც 29 მარტს პლოეშტიში გაიმართება.
საქმე ისაა, რომ 37 წლის ნახევარმცველი პროფესიით მშენებელია და ამ დღეს სამსახურში დასვენების დღე არ უწევს. არადა, მშენებელ-ფეხბურთელი ბენიამინსენი ეროვნულ გუნდში 1999 წლიდან გამოდის და მას შემდეგ ნაკრების მაისურით 84 მატჩი აქვს ჩატარებული.
ფარერის კუნძულები - შოტლანდიასა და ისლანდიას შორის, ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ფარერები არაა სუვერენული სახელმწიფო და ის დანიის შემადგენლობაშია ავტონომიის სტატუსით, ნაკრები საერთაშორისო ტურნირებზე დამოუკიდებლად 1988 წლიდან ოფიციალურად გამოდის.