U21. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის შესარჩევისთვის ცნობილია

AutoSharing Option
პირველ სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს.

გია გეგუჩაძის გუნდი პოლონეთს უმასპინძლებს. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ბილეთის ფასი 2 და 3 ლარი იქნება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

გია გეგუჩაძემ უკვე დაასახელა 21-წლამდელების გაფართოებული შემადგენლობა, საიდანაც რამდენიმე დღეში აარჩევს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც შეკრებაზე გადავლენ და პოლონეთთან სათამაშოდ მოემზადებიან.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ლევან შოვნაძე (დინამო ბათუმი);

მცველები
: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე
(ტორპედო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), დავით კობოური (დინამო თბილისი), თამაზ ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), გიორგი თევზაძე (დინამო თბილისი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბილისი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი კუცია (დინამო თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია);

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ბექა მიქელთაძე (დინამო თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
პოლონეთს თუ მოვუგებთ დანარჩენ ნაკრებებს ჩვენთან თამაში უფრო გაუჭირდება და ჩვენ საქმეც გაგვიადვილდება, ამიტომ ბოლომდე უნდა იბრძოლონ ბიჭებმა რომ 1 ში მოიგონ აუცილებლად
roma
27 აგვისტო 2017 16:08
0
19-ანებია თუ 21-ანები? ერთი გუნდი ემზადებოდა და მეორე გამოყავთ? 19-ანები ფიზიკურად ვერ გაქაჩავენ, ან თუ ვერ გაქაჩეს მერე რას აპირებთ? პირველი თამაში არის გადამწყვეტი. მოგებული 80% გასულია შემდეგ წრეში.
haha
23 აგვისტო 2017 19:57
0
გეთანხმები ჰა ჰა,19 წლამდელები მართლა კარგი ბიჭები არიან,მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც კი,როცა ფორმის პიკში იყვნენ,თავის ტოლებთან გამძლეობით ვერ გაჰქაჩეს და უფროსებში მით უმეტეს, გაუჭირდებათ.იგივეს ვიტყვი მათ პირველ ნაკრებში მასიურ შეყვანაზეც.ყველაფერს თავისი დრო აქვს.
სოსო
24 აგვისტო 2017 10:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული