10:09 11-10-2017
U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]
AutoSharing Option
ფაქტია, ეს სერიოზული დარტყმაა გია გეგუჩაძისა და მისი შეგირდებისთვის.
ცხადია, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს გუშინდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც, რადგან ეს არ იყო რიგითი მარცხი. ეს იყო ის, რის იქითაც ალბათ აღარაფერი აღარ არის და თვით თავისუფალი ვარდნაც კი ჩერდება.
ჯგუფიდან გასვლას ვინ ჩივის, გუნდმა, რომლის იმედიც გვქონდა, უკვე შეიძლება ითქვას, გვარიანად შეგვარცხვინა.
კარგად ვიცით - ზოგადად, ფარერებზე ფეხბურთი წინ წავიდა, ისინი ძველებურად იოლად აღარ აგებენ, მაგრამ, სულო ცოდვილო, იმ ციდა კუნძულზე ხალხზე მეტი ცხვარია და...
მაგრამ ყველაფერს მასაც ვერ დავაბრალებთ. ვნახეთ ეს თამაში და ნეტავ არ გვენახა! მთელი 90 წუთის განმავლობაში მინდორზე უპასუხისმგებლობის ზეიმი იყო. თუ ფეხბურთელი გქვია, 2 მეტრიდან ცარიელ კარში როგორ ვერ უნდა გაიტანო?! თუ ფეხბურთელი გქვია, ორმეტრიანი პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო?! თუ ფეხბურთელი ხარ, ელემენტარულად ხომ უნდა იცოდე, რომ პარტნიორს დაზღვევა სჭირდება?!
ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს... გუშინ საერთოდ არ უნდოდა თამაში. ყოველ შემთხვევაში, გვგონია, რომ თუ ის მაისურა გიყვარს, რომელიც გაცვია, ასე არ უნდა ითამაშო!
მეორე თემაა საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი. იქმნება შთაბეჭდილება (ასე იყო სამივე შეხვედრაში), რომ ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს დაცვა საერთოდ არ ჰყავს. ამ სათამაშო რგოლის გარეშე კი ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს და თუ ითამაშებ, იმას მაინც უნდა შეეგუო, რომ ვერაფრით მოიგებ.
გამოვლენ მერე ეს ჩვენი ფეხბურთელები, მეთევზეთა მიერ ძლეულნი და დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მათი გადაბირება ამა თუ იმ კარგ გუნდს სურს, ოღონდ ჯერ კლუბს ვერ დაასახელებს. არა, შვილო, ძმაო, მეგობარო - ჯერ ფარერებს მოუგე და მერე იფიქრე სხვა რამეზე.
არადა, ცალკე თვითონ აქვთ მაღალი წარმოდგენა თავიანთ თავზე და ცალკე ის აგენტები თუ ვაიმენეჯერები აგიჟებენ, საშოვარზე გადაგებულნი დღენიადაგ რომ დაძრწიან და ოღონდ რაღაცას გამორჩნენ, სულაც არ დაეძებენ, სად ითამაშებს მათი კლიენტი.
სრული საფუძველი გვაქვს, მათ გუშინდელი თამაშის შემდეგ ვკითხოთ: რატომ ითამაშეს ასე, როცა ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურა ეცვათ? ვინ არიან ისინი, ქვეყნის პატრიოტები თუ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ციცინათელებივით წამიერად აენთებიან და მალევე ჩაქრებიან. და კიდევ: ამათ იმედადაა ქართული ფეხბურთი?
დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ფეხბურთს უკვე ძალიან ბევრი სირცხვილი შეემთხვა და, მგონი, გუშინ ქვეყნის დასალიერს განცდილი მარცხი კიდევ ერთი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება ჩვენი ფეხბურთის უახლეს ისტორიაში.
ფარერების ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი სასიხარულო რა გვაქვს. ქართული ფეხბურთი ისვენებს. ქართული ფეხბურთი ცხვარში წავიდა...
U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. III ჯგუფი
10.10. ტორსჰავნი
ფარერები-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ოლსენი (22), 2:0 ტომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29-საკ. კარში), 3:1 იაკობსენი (39)
ფარერები (4-5-1): კ. ჰანსენი - მაგნუსონი, ვერდუმი, იაკობსენი, ედმუნდსონი - ბიარტალიდი (70. ი. ოლსენი), ტომსენი, მ. ოლსენი, ჰეინესენი, პეტერსენი (90. ნიკლასენი) - ბ. ჰანსენი (63. ანდერსენი).
სათადარიგოები: რასმუსენი, ფრედრიკსენი, იოჰანსენი, ა. ოლსენი
მწვრთნელი: ელი ჰენცე
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია - ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (68. ბერიძე) - არაბიძე, მიქელთაძე, არველაძე (46. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაჩუა, გიორბელიძე, ბაშელეიშვილი, ზარანდია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ედმუნდსონი (43), მ. ოლსენი (57), ჰეინესენი (58)
არბიტრი: ფარუჯა ჩანი (მალტა).
სხვა მატჩები
ლიტვა-პოლონეთი 0:2
ფინეთი-დანია 0:5
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0
მომდევნო მატჩები
10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ალბად გახსოვთ კინოფილმ ცისფერი მთებიდან პერსონაჟი რომ ამბობს: ფეხბურთიც გამიგიაო მეც ასე ვარ გამიგია კი არა და ძალიან ბევრი მომისმენია სანამ ტელევიზია შემოვიდოდა 1954 წელს გფრ რომ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ისიც მახსოვს (ლელოში წავიკითხე მაშინ) და რამდენი მინახავს ტელევიზიის შემოსვლის მერე ღმერთმა უწყის...ხომ არა გვყავს ყინულის ჰოკეიში გუნდი ასეი იყოს და იქ სადმე რა ხდება სულაც ფეხებზე გვკიდია---ეს ფეხბურთის გუნდები სულაც ავკრძალოთ--- ბიუჯეტის ფულიც დაგვეზოგება და რაც მთავარია ნერვები არ მოგვეშლება
1
0
სანამ კაცს შეუძლია ჩააბარეთ 1-2 წელი მაინც რომელიმე ნაკრები, ძოძუაშვილს და ნახავთ როგორი შედეგი დადგება.
4
3
რას ამბობ რასა, წამალზე შესვამს ყველას.
3
1
??/ -ის თემა უნდა გავაგრძელო. მივმართოთ თხოვნით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მისწეროს უეფას და ჩვენს ასაკობირ ნაკრებებში თამაშის უფლება მისცენ ედსონ არანტეს დონასიმენტოს (პელეა იცოდეთ, ფედრრაციის მესვეუთართვის ვწერ შეიძლება არ იცოდნენ უწიგნურთა ბუმია ფედერაციაში თორემ გულშემატკივარს არ ვაყენებ შეურაცყოფას) შვილიშვილს, მარადონას შვილი არ გამოადგა და ვთხოვოთ სიძემ ითამაშოს (აგუეროა მისი სიძე) გუნდს ეძებსო და წამოვა ნაღდად, ფრენკ ლამპარდის შვილს (ფრენკის მამაც ფეხბურთელი იყო და გენებში აქვთ) იოჰან კრუიფის შვილს ჰორდის (ასაკი გადავუკეთოთ რა პრობლემაა) ზუკას გადაკეთებული აქვსო. დათო ყიფიანს სამი ბიჭი ყავს და რომელიმე გაქაჩავს, ლევანს არა უშავდა მაგარი გოლი აქვს გატანილი კარიერაში, თან მინისტრად გაქაჩა და ფარერებთან რამეფრად არ წააგებს. მესის ეზრდება ბიჭი მერე რა რო პატარაა, მესია ძმაო. რა ვიცი ყველას ვერ ვიხსენებ ფედერაციამაც გაანძრიოს ცოტა ტვინი (თუ აქვთ) და გაიხსენოს და თუ არა და ძმაკაცობაში ეყოლებათ კიდევ ვინმე ბურთს რო აგორავებეს ისეთი რა პრობლემაა. ბუფონისა და მალდინების საგვარეულოს შთამომავალთ, ამათ ისევე როგორც ლამპარდებს გენში აქვთ. მგონი დაგვრთავენ ნებას შევეცოდებით. ვცადოთ რა. ან ნემსაძეს ყავს თუ არ ვცდები 2 ბიჭი და ათამაშოს თავისი ბიჭი, რა პრობლემაა.
0
0
ელვის პრესლიმ თავის დროს სთქვა როკენროლი მკვდარიაო :) თუმცა შეცდა როკენროლი კიდევ დიდხანს არ მოკვდება,ხო და აი ქართული ფეხბურთი კი ნამდვილად გარდაიცვალი,ბილო 15 წელი კომაში იყო და ახლა მოკვდა რა. ამიტომ ახალი უნდა გავაკეთოთ.:) 13 წლის ბავშვის მშობელი ხელთათმანს და ბუცებს არ უნდა ყიდულობდეს........................ფული იდება ფეხბურთში მარა სად მიდის? მიხედეთ ბალღებს და ფედერაციის ბოსებით სანამდის პროკურატურა არ დაინტერესდება არაფერი გვეშველებააააა
5
0
მე პირადად უარს ვამბობ სახელმწიფომ ფეხბურთი აფინანსოც ჩემი ხელფასის დანაკავებიდან.
8
0
საქართველოს რაგბის ნაკრებში,მზადების პროცესში სიახლე შეიტანეს,სამ კვირიანი მზადება სპეც დანიშნულების ჯარის მზადების პროგრამით,შედეგი შესანიშნავი მივიღეთ.დაინერგოს ეს სისტემა ფეხბურთის ნაკრებში და დამიჯერეთ, ფულიანი მამები ახლოს აღარ მიაკარებენ თავის შვილებს ნაკრებს,ვინც გაუძლებს დატვირთვებს,ის კი ,შეიძლება ფეხბურთელად ვერა,მაგრამ ვაჟკაცად ნამდვილად ივარგებს.
10
0
ზუსტად ვიცი რომ გეგუჩაძე თვითონ არ არჩევს ნაკრების წევრებს. სიით დადის. არაბიძე ასე თუ ისე ტალანტია (საქართველოს დონეზე) თორემ ძაან კიდიათ ეგეც საერთოდ არ გამოიძახებდნენ და არც იძახებდნენ კაი ხანი. გეგუჩაძე თამაშებს ფორმალურად ესწრება არც უყურებს ბოლოს სიას ამოიკითხავს ვინაა გამოძახებული და ეგაა.
2
1
მერე რატოა მად, მაგაშია საქმე, ნუ იქნება , ნუ იმუშავებს, თქვას უარი, ასე იქნება მანამ, სანამ დინამოს და საბურთალოს დირექტორები იქნებიან ფედერაციის ვიცე პრეზიდენტები , არავინ არ შეეკითხება მწვრთნელს, იმიტომ რომ ეს ნაკრები არის მხოლოდ ბეგრაუნდისთვის
6
0
პატივიცემისა ყველა ფეხბურთელის მიმართ ვართ იქ სადაც უნდა ვიყოთ კანონზომიერებაა.
6
1
სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ხშირად ტარდება არჩევნები, ფეხბურთისთვის კი გონიერი თავები და ცხელი გულები არ ჩანს, ვინც ხმამაღლა იძახოდა ამ ავადმყოფობაზე გააგდეს ამათზეა ნათქვამი სიმართლის მთქმელი არ უყვართო , თუ მიზანმიმართულად კლავენ ჩვენთან ავადმყოფებს ეს უვიცი "ექიმები" და ჩვენი ფულების წურბელები?
5
0
ნეტა გაარკვევდეს ვინმე--რამდენი თანხა იყო დადებული აზიურ ტოტალიზატორებზე ფარერების მოგებაზე თან 1 ჰანდიკაპით???
10
0
მახო, რა ტოტალიზატორი რის ტოტალიზატორი? მაგით შეურაცხყოფას კი არ აყენებ ამათ, პირიქით "ზვანიებს" აყრი, ვითომ ისე მოიგებდნენ????
4
1
< წინა12345678შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული