ფუტსალის ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

6 და 7 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

მოახლოებული შეხვედრებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა 16 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)

წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი) შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ
ჯორჯიანსი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), შალვა ცირამუა (არმია), არჩილ სებისკვერაძე (ბჩ გომელი, ბელარუსი) ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია), ნიკა ხარატიშვილი (კსუ)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული