19:41 24-10-2017
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიას 1:0 მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
გუნდებმა მატჩი ფრთხილად, ურთიერთდაზვერვით დაიწყეს. ასე გარძელდა 21-ე წუთამდე, ვიდრე ჩვენმა გუნდმა ანგარიში არ გახსნა: მარცხენა ფლანგზე კარგად გაიჭრა კაპანაძე, საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, მეტოქის ცენტრალურმა მცველმა შეცდომა დაუშვა და კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.
აქედან მოყოლებული თამაში გაიხსნა, უფრო თვალსასეირო გახდა, გამოიკვეთა ჩვენი გუნდის უპირატესობა და მომენტებიც შეიქმნა. ჩოთალიშვილს მეკარემ აუღო ახლო მანძილიდან დარტყმული, გელაშვილმა კი ბურთი ხარიხას გაარტყა.
მეორე ტაიმში სტუმრებმა თამაში გამოასწორეს, ჩვენს კარზე იერიშების მიტანაც დაიწყეს, ვილერსმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, ვილუმსონსმა გოლიც გაგვიტანა, თუმცა საბედნიეროდ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
71-ე წუთზე კი კარში მაკრატელათი დარტყმა სცადა ჩოთალიშვილმა, უნებურად მოწინააღმდეგეს მიარტყა თავში ფეხი, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა დარჩენილ დროში მეტოქეს გასაქანი არ მისცა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
საქართველო: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია (71. შტრუნცი), ჩოთალიშვილი, გულიაშვილი (80+2. ჯანგველაძე), დავითაშვილი, აბზიანიძე (64. შალიკაშვილი), მექვაბიშვილი
ლატვია: დუბოდელოვსი, ტრუცკოვსკისი, ლიბეკსი, ოზოლინსი, ვარსლავანსი, ვილერსი, მაგრინსი, კრიუკოვიცსი (55. კალნინში), სიდოროვსი (26. ვილუმსონსი), ფედოროვიცსი, კირკილსი
გოლი: კვარაცხელია, 21 (1:0)
გაძევება: ჩოთალიშვილი (71)
გაფრთხილება: მაგრინსი (27), ჩოთალიშვილი (44), გულიაშვილი (59), აზაროვი (61), ვილუმსონსი (61)
დღესვე დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე იტალიამ მონტენეგრო დაამარცხა (3:0).
ჩვენი ნაკრები 27 ოქტომბერს მონტენეგროს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მინაშვილი წადი რა საერთოდ კომენტატორობიდან, ფლიიიზზ!!!
2
1
ამ თაობის თითქმის ყველა ბავშვს ვიცნობ ვინც ნაკრებში ჰყავთ და მიკვირს ზოგი არაფრით არ გამოირჩევა მის თაობაში. მაგრად მიკვირს რატომ ლორთქიფანიძეს არ აძლევს მწვრთნელი თანამაშის საშუალებას. ეს ბავშვი ძალიან ნიჭიერი და იტალიაშიც თამაშობს. რათქმა უნდა იტალიაში თანაში არაა გადამწყვეტი მაგრამ მართლა კარგი ფეხბურთელი მგონია ვისაც დიდი მომავალი აქვს.
6
2
დზაან სუსტი გუნდია გაუჰირდებატ ტუ არ მოუმატეს იდივიდუალურად ცდილობენ ფონს გასვლას და ბევრი ბურტი იკარგება,სლაბი მცვრტნელიყავტ.
7
4
შემდეგი ვინ არის?
0
2
იტალია გადაგვივლის.მონტენეგრო არ იცი.....
5
4
ძალიან კარგი.თუ მოინდომებენ დანარჩენებსაც დაამარცხებენ
7
4
არ გინახავს ეტყობა თამაში! ძალიან სუსტი გუნდია.
5
4
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული