არის კონტაქტი და მოსალოდნელია კონტრაქტი - "ლივერპულმა" "ნაპოლის" "კვარას" თაობაზე მიმართა!

AutoSharing Option
ნეაპოლში გუნდის მოპოვებული ზედიზედ მეოთხე გამარჯვების გამო დიდი ზარ-ზეიმია და დავიდ ნერესი ლამის გმირად გამოაცხადონ. თუმცა, საფეხბურთო მიმომხილველი ენრიკო ფედელე ფლორენციული მატჩის წინ ვარაუდობდა, რომ ანტონიო კონტეს შეგირდებს თამაში უფრო გაუადვილდებოდათ, ვინაიდან სხვების მსგავსად „ფიორენტინა“ დაცვაში არ იკეტება და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს უტოვებს. ასეა თუ ისე, „ნაპოლის“ და ნერესის წარმატებული ასპარეზობა ფაქტია და დაკნინება დაუშვებელია.

Il Mattino-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ და მატეო პოლიტანომ ტრავმები მოირჩინეს, ვარჯიშს დღეიდან დაიწყებენ, 12 იანვარს „ვერონასთან“ საშინაო შეხვედრისთვის მწყობრში იქნებიან, მაგრამ შეიძლება კონტემ ისინი ძირითად
შემადგენლობაში არ დააყენოს.

ადგილობრივი მედია უკვე ღიად წერს, რომ კვარაცხელია ნავსაყუდელს უეჭველი გამოიცვლის, საკითხავი ისაა, ეს იანვარში მოხდება, თუ ივნისის შემდეგ. ალბათ, ტრანსფერს უფრო ზაფხულში უნდა ველოდოთ. აქ ერთი ფაქტორიცაა - „ნაპოლის“ სერია A-ში შემდგომში რთული დაპირისპირებები ელის, არაა გამორიცხული სიტუაცია შეიცვალოს და არავინ იცის, მომავალში რა მოხდება.

Areanapoli-ს მტკიცებით, ქართველის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, ფეხბურთელს ახალი გამოცდილების და გაცილებით მაღალი ხელფასის მიღება უნდა. გამოცემა ინგლისურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან პრემიერლიგის კლუბები, მათ შორის ყველაზე მეტად „ლივერპული“ აქტიურობს, რომელიც „კვარას“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად მოიაზრებს (ეგვიპტელი თავისუფალი აგენტი გახდება) და პირველი ნაბიჯიც გადადგეს: კვარაცხელიაში 50 მილიონი პლუს ფედერიკო კიეზა შესთავაზეს. განიხილება იანვარში იჯარა ან ზაფხულში სრულფასოვანი ტრანსფერის ვარიანტი, რომელმაც საერთო ჯამში 70 მილიონი უნდა შეადგინოს. კიეზას იტალიაში დაბრუნება, თანამემამულის თავის გუნდში აყვანა კი კონტეს უნდა, რომელიც მისი პროტეჟეა. აღნიშნულია, რომ მერსისაიდული კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ხვიჩას, „ნაპოლიმ“ წინადადება მიიღო, თუმცა ჯერ პასუხი არ გაუცია.

TeamTalk-ის ჟურნალისტი რუდი გალეტი „ლივერპულზე“ ინფორმაციას ადასტურებს და იტყობინება, რომ კვარაცხელიას სამსახურით „მანჩესტერიცაა“ დაინტერესებული, რათა მან მარკუს რეშფორდი შეცვალოს, „ნაპოლის“ ამ საკითხზე ესაუბრენ, მაგრამ ტრანსფერი ზამთარში ნაკლებად მოსალოდნელია, რამეთუ ხვიჩას ჯერ „პარტენოპეისთან“ კონტრაქტი არ გაუგრძელებია, რაც მნიშვნელოვანია, ხოლო „იუნაიტედს“ გაძლიერება ახლავე სჭირდება.

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანი იმპორტამ Campania Sport-ის ეთერში განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვიდან 180 მილიონის მიღებას იმედოვნებს და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.

ისე, როგორი დიდებული იქნება: "ლივერპულის" კარში გიორგი მამარდაშვილი, შეტევაში კი - ხვიჩა კვარაცხელია!

altსაცა არა სჯობს, გაცლა სჯობს - დააღწევს ხვიჩა დე ლაურენტისს თავს?

altArrivederci. მუდამ მოღუშული კვარაცხელია "ნაპოლის" დაემშვიდობება - იტალიელი ჟურნალისტები

მკითხველის კომენტარები / 29 /
ლივერპული დღეს დღეისობიტ საუკეთესო ვარიანტია, ძალისმიერ ინგლისურ ფეხბურთს კვარას ფეხები მარტივად აუღებს ალღოს, და რაც მთავარია ტემპი - ინგლისში ნაკლებად იკეტებიან კლუბები მეტო სივრცე კიდე კვარას მაგიის დემონსტრირებისთ ის ზედგამოჭრილია.. მიუხედავად იმისა რომ რეალის გულშემატკივარი ვარ და კვარა იქ მირჩევნია ამ ეტაპზე არარეალურია და საუკეთესოდ მაინც ლივერპული მგონია
Nikoloz
18:12 06-01-2025
6
ვინ უნდა ამოაგდოს, სად უნდა ათამაშონ მორიგი ჭორია, სხვა გუნდი მაინც მოიგონონ...ამოვიდა ყელში
გაგა
18:10 06-01-2025
21

სიახლეები პოპულარული