U17. საქართველო VS ჩერნოგორია - ჩვენთვის გადამწყვეტი!

AutoSharing Option
დღეს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრაში ჩერნოგორიელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტია. გამარჯვების შემთხვევაში, გიორგი ნემსაძის გუნდი 6 ქულას მოაგროვებს და, დიდი ალბათობით, გაინაღდებს ელიტრაუნდში თამაშის უფლებას.

ლატვიასთან პირველი ტურის მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას ერთადერთი გოლით მოვიგეთ. ამ შეხვედრაში ჩვენთვის ცუდი ის მოხდა, რომ არბიტრმა მინდვრიდან გააძევა ცოტნე ჩოთალიშვილი, ვინც დისკვალიფიცირებულია.

თავის მხრივ, ჩერნოგორიელებმა იტალიასთან პირველი მატჩი უშანსოდ წააგეს (0:3). ერთი შეხედვით, ჩვენი მომავალი მეტოქე
ბევრად ძლიერი არ უნდა იყოს ლატვიაზე, რომელსაც უკვე მოვუგეთ, თუმცა გასათვალისწინებელია ბალკანური სკოლის ფაქტორი - ტრადიციულად, იქ ბავშვებს ძალიან კარგად ამზადებენ...

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეტოქე თამაშს კონტრშეტევაზე ააგებს. ჩერნოგორიის ნაკრებში წამყვანი სათამაშო რგოლი ნახევარდაცვაა.

ცდილობენ, სწრაფი და თანამედროვე ფეხბურთი ითამაშონ, თუმცა განსაკუთრებული პრობლემები აქვთ დაცვაში - როცა პატარა "აძურა" ტემპს უმატებდა, ბალკანელთა უკანახაზელებს ძალიან უჭირდათ მეტოქის შეტევებთან გამკლავება.

ასე რომ, თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, სავსებით რეალური იქნება გამარჯვება, რომლის შემთხვევაშიც იტალიის ნაკრებთან დასკვნით ტურში ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ვითამაშებთ, რადგან ელიტრაუნდში ჯგუფის მეორეადგილოსანიც გადის. ოღონდ ეს არამც და არამც არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ პირველი ადგილისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ... მაგრამ ჯერ ჩერნოგორია მოვითავოთ...

27 ოქტომბერი
15:00. "დავით პეტრიაშვილი"
იტალია-ლატვია

18:00. "მიხეილ მესხი"
საქართველო-ჩერნოგორია

30 ოქტომბერი
17:00. "მიხეილ მესხი"
საქართველო-იტალია

17:00. "დავით პეტრიაშვილი"
ჩერნოგორია-ლატვია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
romandro
მგონი იუტუბიშია..

გუჯა პატრიოტია ყოველთვის..

ყური მოგდე
15:19 27-10-2017
0
ავტორჯან რა ქართულია ,,...არბიტრმა მინდვრიდან გააძევა ცოტნე ჩოთლაშვილი,ვინც დისკვალიფიცირებულია,"
დათო
15:07 27-10-2017
0

სიახლეები პოპულარული