რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ უთამაშია: ლიტვაში 2013 წელს ჯგუფში მე-4 ადგილზე გავედით და ამ ზაფხულს საქართველოში გამართულ ტურნირზე მე-3 ადგილზე. შვედეთში 1999 წელსაც გვითამაშია, ოღონდ მაშინ 18-წლამდელთა ნაკრები იყო და მე-4 პოზიციაზე დავიკავეთ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 8 ნოემბრიდან ბოსნიაში ელიტრაუნდის საგზურისთვის იბრძოდა, ჯგუფიდან ორი გუნდი გადის წესების თანახმად. ბოსნია-საქართველო 1:0 დასრულდა, საქართველო-ანდორა 1:1 და საქართველო-საფრანგეთი 1:1. საბოლოოდ ორ ქულას მოვუყარეთ თავი და ჯგუფში ჩავრჩით.

ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ელიტრაუნდში ვერ გავედით. 2012 წლიდან
მოყოლებული საქართველოს ამ ასაკში პრობლემა არ ჰქონია და ტურნირზე ყოველთვის გამოსარჩევად ასპარეზობდა.

მოდი ვნახოთ რა გახდა მიზეზი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საკვალიფიკაციოში წარუმატებელი გამოსვლის.

ბოსნია - საქართველო 1:0:
დავიწყოთ იმით, რომ მატჩში მსაჯობა არასათანადო იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მხარეს ემხრობოდნენ. ჩვენი მეტოქე მე-16 წუთზე კაცნაკლული დარჩა მოედანზე და 57-ე წუთზე მინდორზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა. რატომ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას? საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ზუსტად 51 წუთი ჰქონდათ, რომ ეს სათამაშო უპირატესობა გამოეყენებინათ.

საქართველოს ნაკრები არ ჰგავდა გუნდს, რომელსაც შეეძლო მოედანზე პირველ ნომრად ეთამაშა. არამედ ძირითადად გაუაზრებელი კომბინაციებით ცდილობდნენ ფონს გასვლას და შეგექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდმა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა რიგ შემთხვევებში.

ორივე გუნდმა კარებისკენ რვაჯერ მოახერხა დარტყმა, სიზუსტე უკეთესი ბოსნიელებს აღმოაჩნდა 5-4-ზე. ხოლო ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე მცველმა იუსუფ გაზიბეგოვიჩმა გაგვიტანა.

საქართველო - ანდორა 1:1: საქართველოს 21-წლამდელთა მარცხი ფარერებთან 3:1, ჩვენთვის სენსაცია იყო. მაგრამ ფრე ანდორასთან, რომელიც ფრანგ თანატოლებთან 7:0 განადგურდა, სრული მოულოდნელობა.

ვინ თამაშობს ანდორაში, რომელშიც მხოლოდ 70000 ადამიანი ცხოვრობს? რამდენიმე ფეხბურთელი, სკოლიდან არის მოყვანილი, რადგან არცერთ გუნდში არ ირიცხებიან. ხოლო ძირითადი ნაწილი ადგილობრივი კლუბის "ანდორის" 19-წლამდელებში თამაშობს, რომლის მთავარი გუნდი ესპანეთის მე-5 ლიგაში პრიმერა კატალანაში მე-13 ადგილზეა.

მოკლედ ქვეყანა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტზე პატარაა მოსახლეობით და საფეხბურთო ტრადიცია სამოყვარულო დონეზე აქვს, ფრეს საქართველოს ნაკრები არ უნდა ეთამაშებოდეს.

რატომღაც ბოლო პერიოდში ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს ჰგონიათ, რომ ფეხბურთელები ინდივიდუალური შესაძლებლობით გააკეთებენ ყველაფერს, ხოლო რაღაც გარკვეული ტაქტიკური მონახაზები და კომბინაციები არ მუშავდება.

27-ჯერ მოგვეცა საშუალება, რომ კარებში დაგვერტყა და ამათგან 13 ზუსტი იყო, ხოლო გოლი პენალტის გარეშე ვერ გავიტანეთ. როდესაც მეტოქემ ორჯერ დაარტყა ზუსტად და ერთი გოლად აქცია.

ზედიზედ მეორე მატჩში 45-ე წუთზე მივიღეთ წითელი ბარათი, რაც აგრეთვე ძალიან ცუდი ტენდენციაა და 8-ჯერ დავჯარიმდით.

საქართველო - საფრანგეთი 1:1: ამ ტურნირზე ერთადერთი გამონათება ფრანგ თანატოლებთან თამაში იყო. იმის მიუხედავად, რომ პირველ ტაიმში ვაგებდით, მეორე ტაიმში შეხვედრა შემოვატრიალეთ და ნინუას, რომ ზუსტად დაერტყა პენალტი 2:1-ს მოვიგებდით.

საქართველოს ფეხბურთის ისტორიიდან ცნობილი ფაქტია, რომ "ბობოლა" სახელების მქონე გუნდებთან ჩვენი ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან და ისე თამაშობენ, როგორც ფინალს. მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთს განაღდებული ჰქონდა ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა და მოედანზე ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებიც წინა თამაშებში სათადარიგო შემადგენლობაში ჰყავდა. მეტოქეს არ ჰყავდა გუნდის ლიდერი დან აქსელ ზაგადუ.

კარებში საქართველომ 14-ჯერ დაარტყა 5-ჯერ ზუსტად, მეტოქემ 15-ჯერ და 4-ჯერ ზუსტად. კარგი იყო საქართველოს მეკარე ლუკა გუგეშაშვილი და დაცვის ხაზიც ურიგოდ არ ირჯებოდა.

საბოლოოდ გიორგი ყიფიანის მუშაობა სტატისტიკიდან გამომდინარე და თამაშიდანაც, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა აჩვენა, უარყოფითად უნდა შეფასდეს. ნათელია, რომ ნაკრებს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა. ყიფიანის თანამდებობაზე დატოვებას საფუძველი არ გააჩნია. 

ფედერაციამ ამაზე უნდა იფიქროს, განავითარა გიორგი ყიფიანმა ნაკრები, თუ ჩვენ თამაშში დეგრადაცია შეინიშნება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
19 წლამდე ნაკრები თბილისში გამართულ ჩემპიონტზე მესამე ადგილზე არ გასულა, მეხუთეზე იყო, ასეთი სტატისტიკის სისწორე მნიშვნელოვანია
ბურთი
09 დეკემბერი 2017 20:48
0
ჩემო გალაქტიონ , ყიფიანმა თავის პრინციპულობით მართლა ბევრი მოიმდურა.ბევრ ,,ნაცნობ-ახლობელს" უთხრა შვილის ნაკრებში აყვანაზე უარი, ბევრ თავდაჯერებულ მშობელს აუხსნა რატომ არ იყო მათი შვილის ადგილი ნაკრებში(ტაქტი ნამდვილად არ ეშლება მაგ კაცს..) ხოდა ვკითხულობ ამ კომენტარებს და მგონია რომ ყველა ეს განაწყენებული აქ შეიკრიბა და უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ მწვთნელს. მას აბრალებენ ყველა არსებულ პრობლემას არადა საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან რეალურად სადაა ამ პრომლებების სათავე და ამ შედეგების მთავარი მიზეზები. რაც შეეხება ყიფიანს, მგონია რომ მისნაირი ერსპექტიული მწვრთნელი და წესიერი კაცი ბევრი არ გვყავს ფეხბურთში.
ირაკლი ჩიქოვანი
24 ნოემბერი 2017 01:26
1
აი ყოჩაღ ჯიგარო!ცოტა მეტი კრიტიკა უნდა და გაბედულად გენაცვალე!
grisha
18 ნოემბერი 2017 23:28
3
გალაკტიონ გეთანხმები 100%.
ყოჩაღ ასეთი გაბედული და ობიექტური შეფასებისთვის.
Georgian
18 ნოემბერი 2017 22:20
1
ქართველი ჟურნალისტის მორიგი შედევრი. ანდორა ლანჩხუთის ხელა გონია...თუ არ იცი, ინტერნეტში მაინც მოიძიე..ანდორა ლანჩხუთზე დაახლოებით 10ჯერ დიდია მოსახლეობით და ეკონომიკური განვითარებით ალბათ ერთი საუკუნით უსწრებს.
გიორგი
18 ნოემბერი 2017 21:12
2
ეხ შოვა შოვა.დონეცკის შახტარი,კიევის დინამო და მოსკოვის სპარტაკი რო სხვადა სხვა ქვეყნებია და ერთ ლიგაში არ თამაშობენ?შენ ყოფილხარ მცოდნეე
ბაჩო გ
18 ნოემბერი 2017 18:19
1
ბაჩო მაშინ ეს სამივე გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მონაწილე იყო,ისევე როგორც გურია ქუთაისი ტორპედო ,თბილისის დინამო.განა რამდენი წლისა ხარ,საბჭოთა კავშირი რომ არ იცი?
სოსო
22 ნოემბერი 2017 16:25
0
chempionta ligaze xom tamashoben eg gundebi, mzodne hkofilxar)))
ako
18 ნოემბერი 2017 20:36
0
რატომ ვითხოვთ მოგებას ქვეყნებთან რომლის ქალაქები საქართთველოზე დიდია? რა უაზრო სათაურია???
dato
18 ნოემბერი 2017 18:01
6
ეჰ გალაქტიონ, გალაქტიონ ლანჩხუთს რა იოლად წამოკარი ხელი. შენ შეიძლება არ იცი და ჩვდნ კი ბრწყინვალედ გვახსოვს, რომ ლანჩხუთის გურია უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. იმ ლიგაში სადაც ახლა კიევის დინამო, დონეცკის შახტიორი, მოსკოვის სპარტაკი და ა.შ. თამაშობენ. და ლანჩხუთელები მაშინ არავის უდებდნენ ტოლს!
ჩვენი ჩავარდნებების მიზეზები სხვაგაანა და ახალგაზრდები ფიქრს თუ ისწავლით, იქნება მიხვდეთ კიდდეც!
შოდა
18 ნოემბერი 2017 17:09
0
მოსახლეობა 10 ჯერ მეტია ვიდრე დაწერე 80000 მდეა
Zorbegi
18 ნოემბერი 2017 15:55
0
სფფ! თუ აქ უკეთესი მწვრთნელები ვერ იპოვეთ, რაც აბსურდია ჩამოვიყვანოთ უცხოელი. მე მგონი ასაკობრივ ნაკრებებშიც გვჭირდება ობიექტური და მცოდნე მწვრთნელი.
grisha
18 ნოემბერი 2017 15:27
2

სიახლეები პოპულარული