საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის გია გეგუჩაძეს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერაში.
"ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით" - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ლოკომიტივი -დევდარიანის მაგივრად,მაგათ დრომ უწია ევროპალიგაზე იფიქრონ.
სამტრედია -არ გაუშვებენ ხელიდან შანსს ასეთი საკლუბო მწვრთნელის ასაყვანად, მითუმეტეს ევროპალიგისათვის.
ზესტაფონი - თუკი რეალურად დაბრუნდა ზესტა მეორე ლიგაში, მას კოკაია არ გაუშვებს ხელიდან,სურს 1 წელიწადში ზესტა უმაღლესს დაუბრუნდეს.