ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფარერებს ვერ ამარცხებს

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის პირველი ტაიმი ფარერებს ვერ მოუგო - 0:0.

საქართველოს ნაკრებს არასოდეს არ უთამაშია ევროპის პირველობაზე და ამჯერადაც საამისოდ მიზერული შესაძლებლობა აქვს, მაგრამ შანსისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო და თანაც, ფარერებთან პირველ შეხვედრაში სენსაციურად დამარცხების (1:3) შემდეგ, რევანშია ასაღები.

მატჩს დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, სტადიონი სანახევროდ გაივსო, ჩვენმა გუნდმა პირველ ნაკრებში გამოძახებული ჩაკვეტაძის გარეშე, 5 ნომინალური მცველით (!) იასპარეზა და თავიდანვე შეუტია: მე-4 წუთზე საჯარიმო სუსტად დაურტყა არაბიძემ და მეკარე ადვილად დაეუფლა ბურთს, შემდეგ
ზარანდიამ და კიტეიშვილმა უშედეგოდ სცადეს ჰანსენის კარის დალაშქვრა.

სტუმრები კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-14 წუთზე ცეცხლაძის შეცდომის შედეგად ტომსენს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ გოლის გატანა კუპატაძემ არ დაანება.

ჩვენი გუნდი ტერიტორიულ ( და არა სათამაშო) უპირატესობას ფლობდა, უტევდა, თუმცა მეტოქე თავს უნარიანად იცავდა და რეალური სახიფათო მომენტი მათ კართან არ იქმნებოდა. მე-40 წუთზე ცეცხლაძემ შორიდან დარტყმული ბურთი გაარტყა ძელს. ეგ იყო და ეგ.


გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
საქართველო - ფარერები

საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ცეცხლაძე, ქანთარია, გიორგაძე, ზარანდია, შულაია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, არაბიძე

მთ. მწვრთნელი: ცეცაძე

ფარერები: ჰანსენი, ვარდუმი, პეტერსენი, მაგნუსონი, ოლსენი, ჰეინესენი, ნიელსენი, იაკობსენი, ბიარტალიო, დანიელსენი, ტომსენი

მთ. მწვრთნელი: ჰეინტცე
ასევე დაგაინტერესებთ