U21. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი 2:0 დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ და შორიდან ლამაზი გოლით ოდიშარიამ დააწინაურა. კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, ერთხელ მასპინძლები ძელმა იხსნა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა. 75-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე გიბრალტარელთა მცველ დუჰანს მოხვდა და პენალტით მეტოქის კარი კვერნაძემ დალაშქრა.

რამაზ სვანაძის გუნდი 13 ქულით მეორე ადგილზეა და 5 სექტემბერს მოლდოვას უმასპინძლებს.

გიბრალტარი. "ვიქტორია სთედიუმი"
საქართველო - გიბრალტარი 2:0
გოლები: 0:1 ოდიშარია (22), 0:2 კვერნაძე (75, პენ)

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, რუხაძე, გოგლიჩიძე, ზურაბიანი (სალუქვაძე 84), გაგნიძე (სიხარულაშვილი 61), ო. მამაგეიშვილი (მამაცაშვილი 80), ცხოვრებაშვილი, ოდიშარია (ოგბაიძე 80), კვერნაძე, აბუაშვილი (გორდეზიანი 61)

altU21 | გიბრალტარი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "ვიქტორია სტედიუმზე"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათ სდაიონზე რაუნდათ საცოდაობა იყო და ესენი ფიქრობენ სადმე დიდ ტურნირზე გასვლას გიბრალტარის კარბში 4 გოლს რომ ვერ გაიტანა და სამი კაცი ცენტრს რომ გადმოცდება და წინ პას ვერ გააკეთებ სირცხვილია ესენი დიდ ცეხბურთ ვერითამაშებენ მე პირადად მესამე ლიგის გუნდშიც არავიყვანდი სირცხვილისა და საცოდაობა და ტყვილა დავკარგე ორი საათი
Vdhd
19:36 26-03-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული