U21 | გიბრალტარი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "ვიქტორია სტედიუმზე"

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 26 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით მატჩს გიბრალტარის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

დღეს რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარში, "ლიბერთი სტედიუმზე", მატჩისწინა ვარჯიში გამართა. თურქეთში შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო გუნდს გიბრალტართან გიზი მამაგეიშვილი ვეღარ დაეხმარება.

ხვალ, 17:00 საათზე, "ვიქტორია სტედიუმზე" გასამართი მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ შვედეთს 3 ქულით უსწრებს.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი),
ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ნიკოლოზ სიხარულაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
რეპორტაჟი დაგეგმილია?
რეზზ
08:26 26-03-2024
0
ცხრილს მაინც გადახედეთ თქვე კაი ხალხო. როგორ არის შვედეთი მეორე ადგილზე? რა აბდა უბდათ წერია? ჩვენ ვართ მეორეზე 10 ქულით და შვედები მე-3 ზე არიან 3 ქულით წინ ვართ. ისე წერთ რომ ჩვენ პირველზე ვყოფილვართ და არ ვიცით.
G.LA
04:46 26-03-2024
0

სიახლეები პოპულარული