U21. საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სტუმრად შვეიცარიასთან 1:2 დამარცხდა.

გია ცეცაძის შეგირდებმა პირველი ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს - შინ ლიხტენშტაინთან (4:0) და გასვლაზე აზერბაიჯანთან (3:0), ამჯერად კი მეტოქედ გაცილებით ძლიერი შვეიცარია ჰყავდათ და საინტერესო გახლდათ, როგორ ითამაშებდნენ და როგორ შედეგს მიაღწევდნენ. მოკლედ, ძალიან სერიოზული გამოცდა ჰქონდათ ჩასაბარებელი.

ჩვენს გუნდს, რომელსაც ტრავმების გამო ლაკვეხელიანი და ხარაბაძე ვერ დაეხმარნენ, მე-6 წუთზე შეეძლო დაწინაურება, როდესაც სწრაფი კონტრშეტევისას არაბიძე სამ მოწინააღმდეგეს გასცდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

ჩვენი გუნდი ხშირად პრესინგს მიმართავდა,
იერიშები კი მეტოქის კარზე ერთფეროვნად, მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდა, სადაც მალი და არაბიძე აქტიურობდნენ.

სადღაც მე-15 წუთის შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და ზედიზედ 3 კარგი მომენტი გააცუდეს. შემდეგ გიიმონემ თავურით გოლიც გაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, მსაჯმა მის მიერ ლოჩოშვილთან ბურთზე ბრძოლისას წესების დარღვევა დააფიქსირა. მერე ოკაფორმა საჯარიმოდან ორჯერ ოდნავ ააცილა მიზანს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

აშკარად გამოჩნდა, რომ ბურთის დაჭერა ჩვენს ნახევარდაცვას უჭირდა, დაცვის მარცხენა ფრთა ვერ უმკლავდებოდა ოკაფორს და ცეცაძეს აუცილებლად რაღაც უნდა შეეცვალა.

შესვენების შემდეგ ჩვენი დაცვის მარცხენა ფრთა ჩავარდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ვარგასმა ანგარიში გახსნა, თუმცა მალე არაბიძემ თავისი საფირმო საჯარიმოთი საპასუხო გოლი გაიტანა.

მერე შვეიცარიას შეეძლო კვლავ დაწინაურება, მაგრამ შეცვლაზე შესულ ლოტომბას დარტყმულ ბურთს ჯერ ჩვენი გუნდის მცველი გადაეფარა, ხოლო შემდეგ მასვე გუგეშაშვილმა არ დაანება გატანა. 79-ე წუთზე არაბიძემ ვერ გამოიყენა კარგი შანსი და გოლი საკუთარ კარში მივიღეთ - ლოტომბამ ლოჩოშვილს დაასწრო და გუგეშაშვილის კარი დალაშქრა. მოწინააღმდეგის მორიგი იერიშისას უკვე ლოჩოშვილმა ბოლო მომენტში გადაარჩინა ჩვენი გუნდი და ცეცაძემ სამმაგი ცვლილება განახორციელა - შესაძლოა, ნაგვიანები.

89-ე წუთზე მალიმ შეცვლაზე შესული სპანდერაშვილი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, მან მიზანს ვერ უწია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი გასვლითი შეხვედრა აქვს - 16 ოქტომბერს საფრანგეთთან და 18 ოქტომბერს სლოვაკეთან.

ვინტენტური. "შუტცენვიზე"
შვეიცარია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ვარგასი (57), 1:1 არაბიძე (61), 2:1 ლოტომბა (83)

შვეიცარია: რაციოპი, ზეისიგერი, სიდლერი, ვან დერ ვერფი, რუეგი (ნდოიე 83), ტომა, პუშიჩი (ბაირამი 73), დომჯიონი, გიიმონე (სტოიკოვიჩი 73), ოკაფორი (ლოტომბა 59), ვარგასი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი, კუცია, სილაგაძე (ნებიერიძე 86), ნინუა (კოხრეიძე 86), არაბიძე, არველაძე (ბუღრიძე 86), ქავთარაძე (სპანდერაშვილი 76)
მკითხველის კომენტარები / 33 /
შვეიცარია ჩვენზე ძლიერი გუნდი არ არის და ეს თამაშიც ჩვენ თვითონ წავაგეთ.ჩვენი დაცვის ცენტრი უბედურების ზონა იყო,სადაც უამრავი შეცდომა დავუშვით.არ ვიცი მეჩვენება თუ ძალიან შეყოვნებული რეაქციები აქვთ ჩვენ ფეხბურთელებს.მომენტს ეთიშებიან და გამოვარდნილ ბურთზე ვერ ასწრებენ.ჩვენი შემტევებიც მაინც და მაინც არ ფიქრობდნენ კომბინირებაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.ამიტომ ცალკეული ფეხბურთელების სიძლიერე,გუნდის სიძლიერეში ვერ გადადის
სოსო
13 ოქტომბერი 2019 17:37
2
არა, მასე სალანძღავიც არაა ცეცაზე, მაგას ყველაზე მეტი შედეგი აქვს, ქართველ მწვრთნელებს შორის, სტატისტიკა ასეა. ამ გუნდსაც მისი ხელი ეტყობა, კაი გუნდია, შეტევაზე ორიენტირებული. ლაკვეხელიანის არ ყოფნა მაგრად დაეტყო გუნდს, ამ ხარაბაძეს მაინც რა ეტაკა, ანუ მაგ ფლანგი მთლიანად გუნდს დააწვა,მეორეც, თუ ვინმე შესაცვლელი იყო, პირველ რიგში არველაზე იყო, ტიპი რომ დაიწყო მეორე ტაიმი 10 წუთში ფეღარ დადიოდა. მაგ ბიჭი გემოვნებიან ფეხბურთს თამაშობს, პასიც კაიაქ, დარტყმაც, მარა რაც მთავარია, ფიზიკა, ის არააქვს. ამიტომ მესამოცე წუთზე იგი უნდა სეეცვალა. საერთოდ მესამოცე წუთიდან უკვე ბუღრიზე, კოხრეიძე უნდა გამოეყვანა და ცოტა მერე სპანდერასვილი და საყრდენზე დაეყენებია. გადასულიყო ზონურ დაცვაზე კონტრშეტევაზე. მოსაგები თამაში იყო ასპროცენტიანი. რა ამას ვერ მიხვდებოდა ცეცაძე? მარა რაღაცამ შეუშალა ხელი. რაამ? დავითაშვილი კაი იქნებოდა, მარა იმათაც უფრო სჭირდება, რადგან მაგის პოზიციები ცეცაძეს კარგად ყავს დაკომპლექტებული. ერთი სიტყვით ლაკვეხელიანის არყოფნამ, არველაძის ხელშეუხებლობამ და დაგვიანებულმა შეცვლებმა წაგვაგებია. არაბიძისთვის კაია, კიდევ 2 სერიოზული თამაში გველის და ბიჭი უფრო შევა ფორმაში, რაც მთავარ ნაკრებს გამოადგება და თვითონ პირველ რიგში. მასე თუ გააგრზელა, უკვე მალევე გადავა უკეთეს გუნდში, ტუნდაც თურქეთში. რა გალა, ფენერი, ცუდია? ტრაბზონი იყოს, ფეშიქთაში, ნებისმიერი მაღალ ლიგაში, მტავარია ითამაშოს და ჯანზე იყოს, დანარჩენი თავისით მოვა. დასანანი წაგებაა ნამდვილად, ძალიტ წაგება ქვია ამას. დაკარგული არაფერია, რადგან შვეიცარიაც დაკარგავს ქულებს, მტავარია ცეცაძემ თავი ხელში აიყვანოს და სეცდომები გამოასწოროს, ჭკუის სასწავლებული ყოფილიყოს. წარმატებები
ვასო
12 ოქტომბერი 2019 17:32
1
იდივიდუალურად ტექნიკურად შეიძლება არგენტინელებივით ვთამაშბთ მოტყუებაზე და ა.შ მაგრამ შვეიცარია უფრო ძლიერი იყო ფიზიკურად უფრო მეტს მოძრაობდნენ უფრო მეტჯერ დარტყეს კარში ბევრად უფრო მეტი მომენტი შექმნეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს ჩვენ გვქონდა ერთი ორი მომენტი რომელიც ვერ გამოვიყენეთ ერთადერთხელ დავარტყით კარში ზუსტად აშკარა იყო გუნდებს შორის კლასში სხვაობა და აი არ მესმის რატომ არ გამოძახეს ასეთი მნიშვნელოვანი თამაშისთვის კვარაცხელია და დავითაშვილი 21 წლამდე ნაკრებში? ისინი რომ ყოფილიყვნენ დარწმუნებული ვარ 1-2 მომენტს შქმნიდნენ ასეთი დონის ნაკრებებთან შეიძლება ერთი ორი მომენტი მოგეცეს და იმ მომენტების გამოყენება ჩვენ ვერანაირად ვერ ვისწავლეთ და ასეთ მძმე ნაკრებებთან საჭიროა სწრაფი ფეხბურთელები. მწვრთნელის საკითხს რაც შეეხება დიდი პატივისცემის მიუხედავად ცეცაძეს არ აქვს ის სამუშაო გამოცდილება და კვალიპიკაცია რაც ამ დონის ნაკრებების წინაღმდეგ სამუშაოდ გამოადგება არ არის იმ დონის სპეციალისტი რომელსაც შეუძლია შვეიცარის დონის ნაკრებს ტაქტიკურად მოუგოს.
Giorgi
12 ოქტომბერი 2019 15:56
3
ცეცაძეს მართლა მწვრთნელი გონია თავი,ან თუ მწვრთნელია მაშინ ვის იძახებს ნაკრებში?
gigi
12 ოქტომბერი 2019 14:25
1
სამწუხარიდ ქართველი ყოვლისმცოდნე გულშემატკივარი ისევ მწვრთნელს აკრიტიკებს. თუმცა მანამდე ერთს ვიკითხავ ოღონდ იმან მიპასუხოს ვინც თამაშს უყურა ნინუას და არაბიძის გამოძახებას ისევ ითხოვთ ნაკრებში? მარტო ჯარიმები უნდა ან მეტი არაფერი აკეთონ? მინიმუმ 10 ჯერ მაინც დაკარგა ბურთი გუშინ, არაბიძეს არცერთი დრიბლინგი არ გაუკეთებია, არცერთხელ დაცვაში არ ჩამოსულა. მწვრთნელის ბრალი კი არა დაბალი კლასის ფეხბურთელების ბრალია. გუშინ მხოლოდ ლოჩოშვილმა და არველაძემ ირბინეს და იბრძოლეს ბოლომდე, აქედან ლოჩოშვილს იმდენი შეცდომა ქონდა 4-1 რომ არ წავაგეთ მადლობა უნდა ვთქვათ.
Semi
12 ოქტომბერი 2019 11:33
8
ჯერ ერთი ეს ჩემი აზრია და ნებისმერს ვეტყვი რომ დაბალი კლასისაა, არ ბიჭო კალთებს ახევენ ტოპ კლუბები ჩვენ ფეხბურთელებს. მეორეც უდიერი მოხსენიება სად ნახე? კაცს რომ ვერ ატყუებენ და ქეცბაიას თქმის არ ოს ერთ ადგილზე რომ ტრიალებენ, ტრიალებენ და ბურთს კარგავენ მაღალი კლასის მაჩვენებლია?
Semi
12 ოქტომბერი 2019 12:53
3
ვინ მოგცა შენ იმის უფლება ფეხბურთელები ესე უდიერად მოიხსენიო, გვეტყვი მაგას პირში?თუ კლავიატურის ლომიხარ
semis
12 ოქტომბერი 2019 12:29
6
ძალიან კარგად ვითამაშეთ,მაგრამ მაინც წავაგეთ,არაფრით ჩვენზე უკეთესი გუნდი არ იყო მოწინააღმდეგე,რატომ წავაგეთ ვერ გამიგია, უბრალოდ გული გეტკინება ასეთ ტამაშს რომ ვერ მოიგებ,აქ თავის დასამშვიდებლად ისთუ გამოდგება ყველაფერს ხომ ვერ მოიგებო...ძალიან კარგად ვითამაშეთ მაგრამ დავმარცხდით
ნიკა
12 ოქტომბერი 2019 11:32
4
ორი აზრი არ არის ცეცაძემ წააგო ეს თამაში
goga
12 ოქტომბერი 2019 11:14
3
შეურაცხყოფა არავის მინდა მივაყენო, მაგრამ აქ მპოსტავთა უმრავლესობას უფრო ესმის ფეხბურთი, ვიდრე ცეცაძეს და ვაისს. ფეხბურთელთა დიდი ნაწილი სტატიკურ მდგომარეობაში არიან, არავითარი გუნდური მოძრაობა, არავითარი გახსნა, არავითარი უბურთო მანევრი. ალბათ ამ ტერმინების მნიშვნელობა ცეცაძეს არ ესმის. ან შეცვლები როდის გააკეთა? არადა, ნორმალური მწვრთნელი ამ თამაშს მოიგებდა.
თენგაბი
12 ოქტომბერი 2019 10:10
3
ცეცაძე რომ ატრიალებ იმ ტვალებს გაოგნებული ფეხბურთელები უნდა ათამაშო და გამოიძახო კიდევაც,ეს უთამაშებელი და ღიპიანი კი არ უნდა ათამაშო,არ დაგავიწყდეს ხალხის ჯიბიდან გადახდილ გადასახადებიდან იღებ იმხელა ხელფასს!ნაკრები თქვენი რომ გონიათ მწვრთნელებს
როზე
12 ოქტომბერი 2019 09:54
4
წინ კიდევ დიდი თამაშები ელით, ვფიქრობ პროგრესი ნათლად ჩანს და თან ჩვენი ნაკრების ლიდერი გუნდს ისე გაუძღვება როგორც საჭიროა ბიჭებმა უნდა დაუდგნენ მხარში,ყველაფერი მაგრად იქნება!! შრომა და შრომა!! მადლობა არაბიძეს რომ ამდენი კრიტიკის და წინააღმდეგობის მიუხედავად თან ეს იმ ფონზე რომ პატარა ბიჭს მამა დააკლდა არ დანებდა და სწორი გზა აირჩია ესე გააგრძელებს და მალე დაადუმებს პატივცემულ კრიტიკოსებს და ზოგ-ზოგიერთ ჟურნალისტს!!!
წარმატებები ნაკრებს მე მჯერა ჩვენი გამარჯვების!!!
ჩორნა
12 ოქტომბერი 2019 09:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული