U21. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან მატჩისთვის გერმანიაში სერიოზული დანაკლისით ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში ჩავიდა და შტუტგარტთან ახლოს, პატარა ქალაქ ასპახში დაბინავდა. სწორედ აქ მოემზადება გუნდი ორი დღის განმავლობაში და მერე საფრანგეთში გადავა, სადაც 15 ნოემბერს ევროშესარჩევი მატჩი უწევს მასპინძლებთან.

გია ცეცაძის გუნდში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა - ტრავმის გამო ლევან ხარაბაძე გამოაკლდა. ამგვარად, ხარაბაძე მესამე ფეხბურთელია, ვინც, სამწუხაროდ, მოახლოებულ ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. იქამდე ნაკრებს გიორგი არაბიძე და ვატო არველაძეც ტრავმების, ხოლო ლუკა ლაკვეხელიანი ავადმყოფობის გამო დააკლდნენ.

ხარაბაძის ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ტორპედოელი ვახტანგ ნებიერიძე გამოიძახა.

გუნდმა პირველი
ვარჯიში უკვე ჩაატარა. გერმანიაში გუნდს ლეგიონერებიც დროულად შეუერთდნენ. შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და სრული დატვირთვით ემზადება.

მეკარეები:
ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი)

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო)

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა)

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
სამარცხვინო მწვრთნელი რომელიც ყველგან აფიქსირებს ნაკრები ჩემიაო,ასეთი მწვრთნელი შედეგს ვერ დადებს,მითუმეტეს უთამაშებელ ფეხბურთელებს იძახებს და ღირსეულებს ტოვებს
კიკო
01:27 14-11-2019
1
ისეთი შემადგენლობა ჰყავს საფრანგეთის ნაკრებს, მგონი ეროვნულ ნაკრებსაც გაუჭირდება მისი დამარცხება!! თითქმის ყველა მოთამაშე კლუბებიდან გამომდინარე უმაღლეს დონეზე თამაშობს და მოდი ეთამაშე ეხლა ამათ!! მთავარია ბიჭებმა მოინდომონ და ითამაშონ, ფიზიკურად ბევრად ძლიერები იქნებიან და ამის ხარჯზე უდიდესი უპირატესობა ექნებათ. კვარაცხელია არის, ამასთან დავითაშვილი და არაბიძე რომ ყოფილიყო ერთად შეტევაში საფრანგეთს პრობლემებს აუცილებლად შევუქმნიდით!! ვუსურებ ბიჭებს ღირსეულად ითამაშონ!
zaza
16:34 13-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული