გია ცეცაძის გუნდმა დღეს ერთი ვარჯიშიც ჩაატარა. ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და სრული დატვირთვით ივარჯიშეს.
გუნდს ეროვნული ნაკრებიდან შეუერთდა ზურიკო დავითაშვილი და ვარჯიშში მანაც მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ 4 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი)
მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა,
ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი)
თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი)
სლოვაკეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი "პოდ ზობორომის" 11 384-იან სტადიონზე 18 ნოემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით