U21. გაძევებები, გინება, ჩხუბი, ფურთხება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი სლოვაკეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთთან 2:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფრანგეთთან შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა. სასტარტოში ვიხილეთ კვარაცხელია და პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული დავითაშვილი.

დებიუტში მეკარესთან პირისპირ გასულ კოხრეიძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ დაახანა და მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა კუციამ, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა, მალისთან გაითამაშა და შიპოშის კარი დალაშქრა.

სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ, მეტადრე მარცხენა ფრთიდან გვიტევდნენ და კოლესარმა საპასუხო გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე კი ლოჩოშვილმა მეორე ყვითელი
ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის კაპიტან ჰერცს თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცეს და სლოვაკები დაწინაურდნენ. შემდეგ გუგეშაშვილმა ჩობოტის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი მოიგერია და ცეცაძემ ოთხმაგი ცვლილებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა. თუმცა მალე გამბოშმა მესამე გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე მსაჯმა პოკორნი გააძევა. საქართველოს ნაკრებმა შეუტია. სპანდერაშვილმა ნაკუთხურალ ბურთს შიპოშის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მერე ნინუას საჯარიმო მეკარემ მოიგერია, კუციას თავური მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. ამას გუნდებს შორის ჩხუბი და მწვრთნელების გაძეევებები მოჰყვა და დავმარცხდით.

არადა, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და ვინ იფიქრებდა, თუ წააგებდა.

ნიტრა. "პოდ ზობორომი"
სლოვაკეთი - საქართველო 3:2
გოლები: 1:0 კუცია (8), 1:1 კოლესარი (28), 2:1 ჰერცი (52), 3:1 გამბოში (66), 3:2 სპანდერაშვილი (89)
გაძევება: ლოჩოშვილი (40), პოკორნი (83)

სლოვაკეთი: შიპოში, სულეკი, ვალო, ორავეცი, მოიზისი, გამბოში, კოლესარი (დურისი 57), ჰერცი (სპირკა 68), პოკორნი, ალმასი, ჩობოტი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 59), ტაბატაძე, ქოჩორაშვილი (ნინუა 59), კუცია, დავითაშვილი (ბუღრიძე 59), კვარაცხელია (სილაგაძე 43), კოხრეიძე (ქავთარაძე 59)
მკითხველის კომენტარები / 44 /
ვერ ვხვდები რატო უნდა გადადგეს ცეცაძე გუნდი პროგრესის გზაზე მიჰყავს 10-კაციანმა ნაკრები კინაღამ თამაში შემოატრიალა და ასე თუ ისე კარგად ითამაშა შეცდომები და უდისციპლინობა ცუდია მაგრამ აშკარაა რომ გუნდი პროგრესირებს და ყველაფერი დალაგდება ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს პირველ რიგში სლოვაკებს უნდა მოვუგოთ და მთავარი შვეიცარიასთან მატჩია იმედი მაქვს საფრანგეთსაც გავუწევთ წინააღმდეგობას რაც შეეხება ჩხუბს ცუდია მაგრამ ნერვები ყველას აქვს ბოლოს და ბოლოს გვარდიოლა გააძევეს ლივერპულთან და გადადგომაზე არც უფიქრია ბევრ მწვრთნელს მოსვლია მთავარია ეს წაგება არ დაეტყოს გუნდს
optimiszmi
18 ნოემბერი 2019 23:22
7
ამოუვიდა კაცს და აგინა და აფურთხა..არაა ლამაზი რა თქმა უნდა, მაგრამ ნერვები ყველას აქვს და არის მონენტები რო ვერ თოკავ..ჩვენისთანა პარლამენტარების პატრონმა ფეხბურთის მწვრთნელისგან რატო გიკვირთ??? მითუმეტეს თავის ბიჭებს გამოექომაგა და თავის "კამანდას". თამაში წააგეს ორმა მცველმა (3 და 4 ნომრებმა) და მეკარემ..და ის 4 მაგი ცვლილება კიდე ძაან მაგარი ხოდი იყო, და რომ არა მეკარის შეცდომა შედეგსაც გამოიღებდა!
Vakhtang Lobzhanidze
19 ნოემბერი 2019 02:10
1
სიმართლეს ვერ გავექცევით. ანგარიში კანონზომიერია - სლოვაკეთმა გააზრებული ფეხბურთი ითამაშა, ჩვენ ერთი კომბინაცია ვერ გავათამაშეთ. გვაჯობეს ფიზიკურად ორთაბრძოლებში , მიწაზე თუ ჰაერში. კარში დარტყმაც ზუსტი ჰქონდათ და ფეხბურთი მეტი მართლა აღარაფერია.
: )))))))
18 ნოემბერი 2019 23:21
15
იმდენად გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი, მე არ ვიცი ბიჭები გრძნობენ თუ არა ამას.ახალკაცის გარდა ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ გამოუმუშავა გამარჯვებულის ფსიქოლოგია გუნდს.
gia jashi
18 ნოემბერი 2019 23:18
1
ეეეჰ, რა მნიშვნელობის მქონე თამაში წააგეს ბიჭებმა. დისციპლინის საკითხი აქაც მწვავედ დგას. რამხელა უპირატესობა ჰქონდათ თავიდან. სწორედ მაგ დროს უნდა ასეახათ შედეგში. მაგრამ რამდენი ტექნიკური წუნი იყო ბარე 2 თამაშს ეყოფოდა. დავითაშვილის ქუსლზე მორტყმული, კოხრეიძის დაცურებები და ბუქსაობები, ბუღრიძის და კვარაცხელიას არგაცემული პასები, გუგეშაშვილის მაჯებს შორის გამძვრალი მესამე ბურთი... ბევრია ძლიან ბევრი. უპირატესობის ანგარიშში ვერასახვა არის ამ ნაკრების მთავარი პრობლემა. არაბიძე ძალიან დააკლდა, ალაგებს თამაშს. მალი და კუცია სერიოზული მონაცემის უკვე შემდგარი ბიჭები არიან.
ანესთეზეოლოგი
18 ნოემბერი 2019 23:14
1
ცეცაძეს მაქებრები სად ხართ, ბოლო ეპიზოდის გამო არ ვამბობ, ამ ფეხბურთელებით სლოვაკეთთან არ უნდა წააგო.
ბოლო ეპიზოდს, რაც შეეხება რა თქმა უნდა თავი უნდა შეეკავებინა, თუმცა მაინც მხარდაჭერა ამ ეპიზოდში ცეცაძეს, მთელი თამაში არასპორტულად და საზიზღრად იქცეოდნენ სლოვაკები და ეს ბოლო ეპიზოდიც ამის გამოხატულება იყო.
თბილისში ჩამოვლენ და უნდა ამოვტონეთ, ასე გაბრაზებული სპორტული ღონისძიების გამო იშვიათად ვყოფილვარ რომელიმე გუნდზე, როგორც სლოვაკეთზე. მგონია ფეხბურთელები უარესად გაბრაზებულები იქნებიან, ასე რომ რევანშის დროა, მხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით.
გუგა
18 ნოემბერი 2019 23:14
3
მიუხედავად პატივისცემისა ცეცაძე უნდა გადადგეს. დისციპლინა მწვრთნელს არ აქვს და ფეხბურთელებს როგორ მოვთხოვოთ? გარდამტეხ მომემნტში როცა გათანაბრების შანსი გაჩნდა თუნდაც მცირე მწვრთნელი ესე არ უნდა მოიქცეს. სუ რო საშინელება უყონ.
bokinio
18 ნოემბერი 2019 23:05
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული