U21. გაძევებები, გინება, ჩხუბი, ფურთხება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი სლოვაკეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთთან 2:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფრანგეთთან შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა. სასტარტოში ვიხილეთ კვარაცხელია და პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული დავითაშვილი.

დებიუტში მეკარესთან პირისპირ გასულ კოხრეიძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ დაახანა და მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა კუციამ, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა, მალისთან გაითამაშა და შიპოშის კარი დალაშქრა.

სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ, მეტადრე მარცხენა ფრთიდან გვიტევდნენ და კოლესარმა საპასუხო გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე კი ლოჩოშვილმა მეორე ყვითელი
ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის კაპიტან ჰერცს თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცეს და სლოვაკები დაწინაურდნენ. შემდეგ გუგეშაშვილმა ჩობოტის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი მოიგერია და ცეცაძემ ოთხმაგი ცვლილებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა. თუმცა მალე გამბოშმა მესამე გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე მსაჯმა პოკორნი გააძევა. საქართველოს ნაკრებმა შეუტია. სპანდერაშვილმა ნაკუთხურალ ბურთს შიპოშის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მერე ნინუას საჯარიმო მეკარემ მოიგერია, კუციას თავური მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. ამას გუნდებს შორის ჩხუბი და მწვრთნელების გაძეევებები მოჰყვა და დავმარცხდით.

არადა, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და ვინ იფიქრებდა, თუ წააგებდა.

ნიტრა. "პოდ ზობორომი"
სლოვაკეთი - საქართველო 3:2
გოლები: 1:0 კუცია (8), 1:1 კოლესარი (28), 2:1 ჰერცი (52), 3:1 გამბოში (66), 3:2 სპანდერაშვილი (89)
გაძევება: ლოჩოშვილი (40), პოკორნი (83)

სლოვაკეთი: შიპოში, სულეკი, ვალო, ორავეცი, მოიზისი, გამბოში, კოლესარი (დურისი 57), ჰერცი (სპირკა 68), პოკორნი, ალმასი, ჩობოტი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 59), ტაბატაძე, ქოჩორაშვილი (ნინუა 59), კუცია, დავითაშვილი (ბუღრიძე 59), კვარაცხელია (სილაგაძე 43), კოხრეიძე (ქავთარაძე 59)
მკითხველის კომენტარები / 44 /
ეს თამაში წააგო პირველ რიგში მეკარემ, მე-2 და მე-3 ბურთი უნდა აეღო ცალსახად, წააგო მცველმა -ლოჩოშვილმა, რომელიც არ ვიცი სად თამაშობს და არც მეუბნებით. და ბოლის წააგვაგებინა მსაჯმა. მსაჯის შეცდომებამდე, ჩვენების შეცდომებიც უნდა აღინიშნოს, მომავალში რომ გამოასწორონ
ჩვეულებრივი რომანა
19 ნოემბერი 2019 01:15
8
ცეცაძე უნდა წავიდეს. მე მგონი ახსნა არ ჭირდება რატომ უნდა წავიდეს. ფეხბურთელებთან არანაირი პრეტენზია. მწვრთნელმა უნდა ასწავლოს როგორ უნდა მოიქცეს ფეხბურთელი კრიტიკულ სიტუაციაში და არა პირიქით. განსაკუთრებით როდესაც შენი ქვეყნის სახეს წარმოადგენ.
გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2019 01:04
15
დავითაშვილს და კვარაცხელიას დააბრალეთ წაგება დაბოღმილო ადამიანებო 18 წლის ბიჭებს დავითაშვილი წამოვიდა მაკრებიდან და როგორც შეეძლო ითამაშა დაღლილმა 10 კაციან გუნდში და მაინც ყველაზე მეტი ირბინა ცოტა იაზროვნეთ
ბადრი
19 ნოემბერი 2019 00:47
4
დავითაშვილი,კვარაცხელია,მალი,არაბიძე,ქავთარაძე,კუცია,ნინუა არის ქართული ფეხბურთის მომავალი და ამ გუნდის ხერხემალი. კარგი მწვრთნელის და სწორი დასკვნების გამოტანის შემთხვევაში ამ ბიჭებს ყველა დარჩენილი თამაშის მოგება შეუძლიათ.
გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2019 01:23
3
ცეცაძე ჯერ თავად გაიზარდოს და მერე ჩააბარეთ გუნდი.
giorgi
19 ნოემბერი 2019 00:10
12
რა იყო ქუჩაში თამაშობთ თუ რა ხდება???? რას გინება და გაწევ-გამოწევა ატეხეთ??? ითამაშეთ და ღირსეულად მოიქეცით!
პაატა
18 ნოემბერი 2019 23:46
15
მწვრთნელი რო ასე არ უნდა მოიქცეს ვიცით, მაგრამ კვარაცხელიას და დავიტაშვილის გარეშე რომ უკეთ თამასობს გუნდი ეს თუ ვიცით? მათ რომ პირწმინდად ჩააგდეს მატჩი, ეს თუ ვიცით? არაბიძე ამ გუნდის მატორი რომ არის და ვერ ეხმარებოდა გუნდს, ეს თუ ვიცით? უკვე მეორე თამაშია მოსაგებ და არ წასაგებ მატჩებს მსაჯები რომ აშკარად გვაგებინებენ ეს თუ ვიცით? ფედერაცია ქმედუუნარო რომ არის და ამდენ უსამართლობაზე თვალს ხუჭავს თუ ვიცით? და ეს თუ იცი შე დალოცვილო, კიდევ ცეცაძეა გასაგდები? გაგიჟდა კაცი, თუ მოგონილი პენალტი, თუ მოგონილი წითელი. კაპიკის არაფერი გაუკეთებია დავითაშვილს, პირიქით ატორმუზებდა გუნდს. ამათ ყველას მოვუგებთ თბილისში, ერთმანეთში ეგენი ქულებს დაკარგავენ და გაიყვანს ცეცაძე გუნდს, აი ნახავთ
ვასო
18 ნოემბერი 2019 23:41
7
მერე დავითაშვილი და კვარაცხელია სლოვაკმა მწვრთნელმა დააყენა ძალით? თუ ვერთამაშობს ნუ დააყენებ
მ.მ
19 ნოემბერი 2019 01:23
3
მართალი ხარ გეთანხმები ბევრ რამეში, მაგრამ დედის ტ-ის უკანასკნელი სიტყვებით გინება და მსაჯზე წიტება საზიზღარი სანახავი და ამაზრზენია. გამართლება 1%-იც არ აქვს.
ანესთეზეოლოგი
19 ნოემბერი 2019 00:10
8
ლოჩოშვილმა ფაქტიურად ორი თამაში წააგო ფრანგებთან პენალი აიკიდა აქ კაცნაკლული დაგვტოვა. ტეკნიკა აკლია და ფიზიკური ძალით ცდილობს კომპენსაციას.ხოლო ცეცაძე აიჭრა და უაზრო კონფლიქტში ჩაერთო.
თემო
18 ნოემბერი 2019 23:37
7
18-20 წლის ბიჭებს რა უნდა მოთხოვო, როცა ზრდასრული ხალხი ასე იქცევა, სულ რომ დაგ....ნ, როგორ ვერ უნდა მოითმინო, იმენნა დარწმუნებული ვარ, მესამესაც გავიტანდით, ისეთი მუხტი იყო ბოლოს, სულ მოიშალნენ ისინი და ამ დროს ეს ძველბიჭობა გრუზინული,...
დომენტი
18 ნოემბერი 2019 23:35
5
"Yochag" cecadzes, mwvrtneli ifurtxebodes, asets xshirad ver naxav.)
Dato
18 ნოემბერი 2019 23:29
8
ასეთი საქციელის მერე ცეცაძე კი არ უნდა გადადგეს უნდა გააგდონ.
ლევანი
18 ნოემბერი 2019 23:27
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული