U21. გაძევებები, გინება, ჩხუბი, ფურთხება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი სლოვაკეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთთან 2:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფრანგეთთან შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა. სასტარტოში ვიხილეთ კვარაცხელია და პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული დავითაშვილი.

დებიუტში მეკარესთან პირისპირ გასულ კოხრეიძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ დაახანა და მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა კუციამ, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა, მალისთან გაითამაშა და შიპოშის კარი დალაშქრა.

სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ, მეტადრე მარცხენა ფრთიდან გვიტევდნენ და კოლესარმა საპასუხო გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე კი ლოჩოშვილმა მეორე ყვითელი
ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის კაპიტან ჰერცს თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცეს და სლოვაკები დაწინაურდნენ. შემდეგ გუგეშაშვილმა ჩობოტის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი მოიგერია და ცეცაძემ ოთხმაგი ცვლილებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა. თუმცა მალე გამბოშმა მესამე გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე მსაჯმა პოკორნი გააძევა. საქართველოს ნაკრებმა შეუტია. სპანდერაშვილმა ნაკუთხურალ ბურთს შიპოშის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მერე ნინუას საჯარიმო მეკარემ მოიგერია, კუციას თავური მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. ამას გუნდებს შორის ჩხუბი და მწვრთნელების გაძეევებები მოჰყვა და დავმარცხდით.

არადა, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და ვინ იფიქრებდა, თუ წააგებდა.

ნიტრა. "პოდ ზობორომი"
სლოვაკეთი - საქართველო 3:2
გოლები: 1:0 კუცია (8), 1:1 კოლესარი (28), 2:1 ჰერცი (52), 3:1 გამბოში (66), 3:2 სპანდერაშვილი (89)
გაძევება: ლოჩოშვილი (40), პოკორნი (83)

სლოვაკეთი: შიპოში, სულეკი, ვალო, ორავეცი, მოიზისი, გამბოში, კოლესარი (დურისი 57), ჰერცი (სპირკა 68), პოკორნი, ალმასი, ჩობოტი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 59), ტაბატაძე, ქოჩორაშვილი (ნინუა 59), კუცია, დავითაშვილი (ბუღრიძე 59), კვარაცხელია (სილაგაძე 43), კოხრეიძე (ქავთარაძე 59)
მკითხველის კომენტარები / 44 /
ისე ჩვენი ამბიცია და მიზანი უცნაურად ჟღერს მეორე ადგილი გვინდა!! პირველზე არ ვფიქრობთ.. ალბად გენში გვაქ უკვე გამჯდარი რომ საარსებო მინიმუმს მიზანი და ამბიცია დავარქვით.. რეალობა ასეთია ქვეცნობიერის დონეზე ეგრე ვართ მთელი ერი ფეხბურთელებთან ერთად.. დარჩენილი თამაშებიდან ყველა უნდა მოვიგოდ!! და როცა ბრძოლის ველზე გადიხარ წაგებაზე ფიქრი არაფერს კარგს არ მოგვიტანს ამიტომ უმაღლესი მიზანი უნდა დაისახო,, და მაინც თუ დამარცხდი წუწუნს და თითის შვერას უნდა მოეშვა, უნდა გახსოვდეს რომ, შენ ომი არ წაგიგია ეგ მხოლოდ ბრძოლა იყო!!
ჩორნა
19 ნოემბერი 2019 15:50
0
ფრანგებთან წაგებაში და გუშინდელშიც ფეხბურთელები ყველაზე ნაკლებად არიან დამნაშავეები, ჯერ ერთი მსაჯების თავგასულობა ჩვენ წინააღმდეგ, მეორე რომ 3 გასვლითი თამაში ერთმანეთზე მიყოლებით და მესამეც ფრანგებთან თამაშის შემდეგ ჩვენებმა სულ ორი დღე დაისვენეს, ფრანგები დღეს თამაშობენ ჩვენც რომ დღეს გვეთამაშა გაცილებით უკეთ ვითამაშებდით, ძლივს მოძრაობდნენ ფეხბურთელები, დავითაშვილი ცალკე თემაა ორი დღის წინ 2 ტაიმი სდია ლიხტშტაინერს, რომელსაც მთელი ევროპა ვერ აჩერებს, და ცეცაძემ ადგა და სასტავში დაღლილი ათამაშა,მოკლედ ბევრი პრობლემებია ფედერაციიდან დაწყებული მწვრთნელით დამთავრებული
zmo
19 ნოემბერი 2019 13:39
2
ლეჩოშვილი რომ არ გაეგდო მსაჯს,მინიმუმ არ წავაგებდით,ოღონდ იმას არ ვიძახი მსაჯმა წაგვაგებინამეთქი
ნიკა
19 ნოემბერი 2019 13:28
0
ცეცაძე ასისტენტად და ერთი კარგი მთავარი მწვრთნელი უშველიდა საქმეს მარა ასისტენტის ადგილი დაკავებულია და ვერც კარგ ქართველ მწვრთნელს ვიხსენებ თორე ფეხბურთელები კარგი გვყავს
შოკირებული გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2019 12:54
2
ამ ფეხბურთელებსაც იგივე მომავალი ექნებათ, როგორც გაბელიას გაწვრთნილ ახალგაზრდულს ქონდა. როგორც იქედან დაგვრჩა შეუმდგარი ოქრიაშვილი,კვეკვე ან ანანიძე, ისე დაგვრჩება ამ გუნდიდან შეუმდგარი ფეხბურთელები. თუ თქვენ ვერ ხედავდით რომ უკვე თავში აუვარდათ, მეტის ღირსი არც ვართ. ის კი არ უნდა იძახოთ კარგად ითამაშეს და წააგესო, არამედ უნდა გააკრიტიკოთ. მაგალითად იგივე საფრანგეთთან ლოჩოშვილი, ბიჭო შენს გამო წავაგეთ და მომავალში ყურადღებით იყავიო, რომ გვეთქვა. დიდი ალბათობით დღეს 9 ქულა გვექნებოდა. ვინმეს გჯერათ, რომ ეს გუნდი მეორე ადგილზე გავა?
kaira
19 ნოემბერი 2019 12:53
2
მსაჯს 4 წითელი ბარათის ამოღება რომ დასჭირდება,ეს ნიშნავს,რომ პირწმინდად გააფუჭა თამაში.არადა ორიოდეს წითელის დამატებას კიდევ მოითხოვდა თამაში.სლოვანები 30 ჯერ დაჯარამიდნენდა აქედან თითქმის არცერთი არ იყო ტაქტიკური,წვრილი ჯარიმა.ეს ასკარად უხეში თამაში იყო და მსაჯმა აქეთ გააძევა ჩვენი.იმ მომენტშიც მეტოქე უფრო არღვევდა წესებს,ამან კი პირდაპირ მეორე გაფრთხილება ჰკრა
სოსო
19 ნოემბერი 2019 12:43
1
მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ გუნდურ თამაშს რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალზედ მნიშვნელოვანია და უნდა ისწავლებოდეს ბავშვობიდან,ასევე თავი იჩინა სათამაშო პრაქტიკის არ ქონამ მაგ..ლოჩოშვილი და ასევე ძირითადი შემადგენლობის არასწორად შერჩევამ, მეტი ყურადღება ჭირდება ბავშთა ფეხბურთს ყველა მიმართულებით
იკა
19 ნოემბერი 2019 11:50
1
გადადგეს არა გადმოდგეს კიდე! რო გადადგეს მერე თქვენც ვენგერი არ ჩამოიყვანოთ რა, ძალიან მშვენიერი მწვრთნელია საქართველოს რეალობაში. მსაჯებმა დაგგვჩაგრეს პირწმინდად და უმტყუნა ნერვებმა, ასეთი რამე თვით ფერგიუსონს, მაურინიოს, გვარდიოლას და კიდე ბევრს მოსვლია, მე მაინც უფრო 2 ან X2 ვისაც ეწერა იმათი კომენტარები მგონია ესენი. შეცდომები ბევრი იყო, ბევრი ფეხბურთელიც უნდა შეიცვალოს და სხვას მიეცეს შანსი, მეკარეს რაც შეეხება ძალიან მძიმეა, თითქმის ნერვი არ აქვს, ცოტა უნდა გამოფხიზლდეს , მაგას ან ეგეთი ხასიეთი აქ, ან კიდე თავი კანისარესი გონია უკვე, თორე რა ტემპშიც ეგ მოძრაობს, უმაღლეს დონეზე კატასტროფულ შედეგს დადებს, ვერ გამოზიდავს კარიდან ბურთებს! ბურთის შეყვანას აგვიანებს, ძალიან ზანტად მოძრაობს, და აქედან გამომდინარე რეაგირებას აგვიანებს, არადა რამოდენიმეჯერ მართლა მაგარი ბურთები მოიგერია, ეს კი ნიშნავს იმას რომ შეუძლია და რაღას ძერსკობს და რაღას ინაზება ვერ ვხვდები.
Vasili
19 ნოემბერი 2019 11:34
5
ცეცაძე უეჭველი უნდა წავიდეს,ჩააბარონ ეს ნაკრები დევდარიანს ან გიორგი ყიფიანს და ნახავთ შედეგს ფეხბურთს და დისიპლინასაც,
ვასილის
19 ნოემბერი 2019 15:38
3
ამ კონკრეტრულ თამაშში მართლაც იდეალურისგან ძალიან შორს იყო მსაჯობის დონე, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგეზე რეალურად ძლიერი ხარ ესეთი საკითხები ნაკლებად გაღელვებს. და ბოლოს, ამოვიდა ყელში ე.წ. ღირსეული წაგება ეროვნული ნაკრებისაც და ახალგაზრდულისაც. როდემდე?!
........
19 ნოემბერი 2019 09:57
0
zaan mikerzoebuli msajoba, aba albanelebisgan ras velodit, damplebi, da upro meti slovakebi, ras eperebit am slovakebs, gadauaret tbilischi, da iscavlian chkuas, slovakebi tore magenic ar mkavdes, ,,,, magenic gamkidveli da t....mi evropis nacilia.bravo cecazes,, unda gaechvat da vnaxavdit erti slovakebis vachkacobas, damplebi , sitkvebi ar mkopnis,
KUTAISELI
19 ნოემბერი 2019 09:09
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული