U21. გაძევებები, გინება, ჩხუბი, ფურთხება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი სლოვაკეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთთან 2:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფრანგეთთან შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა. სასტარტოში ვიხილეთ კვარაცხელია და პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული დავითაშვილი.

დებიუტში მეკარესთან პირისპირ გასულ კოხრეიძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ დაახანა და მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა კუციამ, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა, მალისთან გაითამაშა და შიპოშის კარი დალაშქრა.

სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ, მეტადრე მარცხენა ფრთიდან გვიტევდნენ და კოლესარმა საპასუხო გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე კი ლოჩოშვილმა მეორე ყვითელი
ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის კაპიტან ჰერცს თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცეს და სლოვაკები დაწინაურდნენ. შემდეგ გუგეშაშვილმა ჩობოტის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი მოიგერია და ცეცაძემ ოთხმაგი ცვლილებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა. თუმცა მალე გამბოშმა მესამე გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე მსაჯმა პოკორნი გააძევა. საქართველოს ნაკრებმა შეუტია. სპანდერაშვილმა ნაკუთხურალ ბურთს შიპოშის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მერე ნინუას საჯარიმო მეკარემ მოიგერია, კუციას თავური მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. ამას გუნდებს შორის ჩხუბი და მწვრთნელების გაძეევებები მოჰყვა და დავმარცხდით.

არადა, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და ვინ იფიქრებდა, თუ წააგებდა.

ნიტრა. "პოდ ზობორომი"
სლოვაკეთი - საქართველო 3:2
გოლები: 1:0 კუცია (8), 1:1 კოლესარი (28), 2:1 ჰერცი (52), 3:1 გამბოში (66), 3:2 სპანდერაშვილი (89)
გაძევება: ლოჩოშვილი (40), პოკორნი (83)

სლოვაკეთი: შიპოში, სულეკი, ვალო, ორავეცი, მოიზისი, გამბოში, კოლესარი (დურისი 57), ჰერცი (სპირკა 68), პოკორნი, ალმასი, ჩობოტი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 59), ტაბატაძე, ქოჩორაშვილი (ნინუა 59), კუცია, დავითაშვილი (ბუღრიძე 59), კვარაცხელია (სილაგაძე 43), კოხრეიძე (ქავთარაძე 59)
მკითხველის კომენტარები / 44 /
ფრანგებთან წაგებაში და გუშინდელშიც ფეხბურთელები ყველაზე ნაკლებად არიან დამნაშავეები, ჯერ ერთი მსაჯების თავგასულობა ჩვენ წინააღმდეგ, მეორე რომ 3 გასვლითი თამაში ერთმანეთზე მიყოლებით და მესამეც ფრანგებთან თამაშის შემდეგ ჩვენებმა სულ ორი დღე დაისვენეს, ფრანგები დღეს თამაშობენ ჩვენც რომ დღეს გვეთამაშა გაცილებით უკეთ ვითამაშებდით, ძლივს მოძრაობდნენ ფეხბურთელები, დავითაშვილი ცალკე თემაა ორი დღის წინ 2 ტაიმი სდია ლიხტშტაინერს, რომელსაც მთელი ევროპა ვერ აჩერებს, და ცეცაძემ ადგა და სასტავში დაღლილი ათამაშა,მოკლედ ბევრი პრობლემებია ფედერაციიდან დაწყებული მწვრთნელით დამთავრებული
zmo
19 ნოემბერი 2019 13:39
2
ამ კონკრეტრულ თამაშში მართლაც იდეალურისგან ძალიან შორს იყო მსაჯობის დონე, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგეზე რეალურად ძლიერი ხარ ესეთი საკითხები ნაკლებად გაღელვებს. და ბოლოს, ამოვიდა ყელში ე.წ. ღირსეული წაგება ეროვნული ნაკრებისაც და ახალგაზრდულისაც. როდემდე?!
........
19 ნოემბერი 2019 09:57
0
ეეეჰ, რა მნიშვნელობის მქონე თამაში წააგეს ბიჭებმა. დისციპლინის საკითხი აქაც მწვავედ დგას. რამხელა უპირატესობა ჰქონდათ თავიდან. სწორედ მაგ დროს უნდა ასეახათ შედეგში. მაგრამ რამდენი ტექნიკური წუნი იყო ბარე 2 თამაშს ეყოფოდა. დავითაშვილის ქუსლზე მორტყმული, კოხრეიძის დაცურებები და ბუქსაობები, ბუღრიძის და კვარაცხელიას არგაცემული პასები, გუგეშაშვილის მაჯებს შორის გამძვრალი მესამე ბურთი... ბევრია ძლიან ბევრი. უპირატესობის ანგარიშში ვერასახვა არის ამ ნაკრების მთავარი პრობლემა. არაბიძე ძალიან დააკლდა, ალაგებს თამაშს. მალი და კუცია სერიოზული მონაცემის უკვე შემდგარი ბიჭები არიან.
ანესთეზეოლოგი
18 ნოემბერი 2019 23:14
1
რა იყო ქუჩაში თამაშობთ თუ რა ხდება???? რას გინება და გაწევ-გამოწევა ატეხეთ??? ითამაშეთ და ღირსეულად მოიქეცით!
პაატა
18 ნოემბერი 2019 23:46
15
18-20 წლის ბიჭებს რა უნდა მოთხოვო, როცა ზრდასრული ხალხი ასე იქცევა, სულ რომ დაგ....ნ, როგორ ვერ უნდა მოითმინო, იმენნა დარწმუნებული ვარ, მესამესაც გავიტანდით, ისეთი მუხტი იყო ბოლოს, სულ მოიშალნენ ისინი და ამ დროს ეს ძველბიჭობა გრუზინული,...
დომენტი
18 ნოემბერი 2019 23:35
5
zaan mikerzoebuli msajoba, aba albanelebisgan ras velodit, damplebi, da upro meti slovakebi, ras eperebit am slovakebs, gadauaret tbilischi, da iscavlian chkuas, slovakebi tore magenic ar mkavdes, ,,,, magenic gamkidveli da t....mi evropis nacilia.bravo cecazes,, unda gaechvat da vnaxavdit erti slovakebis vachkacobas, damplebi , sitkvebi ar mkopnis,
KUTAISELI
19 ნოემბერი 2019 09:09
4
ამ ფეხბურთელებსაც იგივე მომავალი ექნებათ, როგორც გაბელიას გაწვრთნილ ახალგაზრდულს ქონდა. როგორც იქედან დაგვრჩა შეუმდგარი ოქრიაშვილი,კვეკვე ან ანანიძე, ისე დაგვრჩება ამ გუნდიდან შეუმდგარი ფეხბურთელები. თუ თქვენ ვერ ხედავდით რომ უკვე თავში აუვარდათ, მეტის ღირსი არც ვართ. ის კი არ უნდა იძახოთ კარგად ითამაშეს და წააგესო, არამედ უნდა გააკრიტიკოთ. მაგალითად იგივე საფრანგეთთან ლოჩოშვილი, ბიჭო შენს გამო წავაგეთ და მომავალში ყურადღებით იყავიო, რომ გვეთქვა. დიდი ალბათობით დღეს 9 ქულა გვექნებოდა. ვინმეს გჯერათ, რომ ეს გუნდი მეორე ადგილზე გავა?
kaira
19 ნოემბერი 2019 12:53
2
ცეცაძე ჯერ თავად გაიზარდოს და მერე ჩააბარეთ გუნდი.
giorgi
19 ნოემბერი 2019 00:10
12
ეს თამაშები მწვრთნელმა და ლოჩოშვილმა წააგეს,ფრანგებს სამი ქულა აჩუქა და სლავეკებსაც,მწვრთნელმა სლოვაკებთან საუკეთესო ფეხბურთელები შეცვალა კვარაცხელია და ზუკა,შემოუშვა უთამაშებელი ვიღაც ბუღრიძე რომელსაც ოთხი თვეა ბურთი არც უნახავს,,მგონი დროს ცეცაძე წავიდეს
კაკო
19 ნოემბერი 2019 09:05
13
კვარაცხელიამ და ზუკამ ვერაფერი ქნეს და იმიტო შეცვალა ცეცაძემ,მალის გამოცვლა შეცდომა იყო, ისევე, როგორც კვარას ნაცვლად სილაგაძის გამოყვანა; ბუღრიძეს კიდე რას ერჩი, მაგის გამოსვლის მერე გათანაბრდა თამაში, წითელი ბარათიც აჰკიდა სლოვაკს. ის პასი კი უნდა გაეცა, მაგრამ მასეთი უამრავი გასაცემი პასი არ გასცა ყველა დანარჩენმა ნათამაშებმა თუ უთამაშებელმა თავდამსხმელმა და მარტო ბუღრიძის პრობლემა არ არის ეს ჩვენს ნაკრებში.
მიკერძოებულებს
19 ნოემბერი 2019 11:35
1
მსაჯებს ნუ აბრალებთ ჩვენს არაპროფესიანლიზმს. მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად დაბალი დონეა, მარტო ფართხალი გამოგვდის.....ჩაღრმავება არც ღირს,ყველგან ვერ გაიმარჯვებ, მაგრამ სულ ფსკერზე როდემდე ვიყოთ? სწორი მუშაობა , აღზრდა არ მიდის, არც საზოგადობა არც ოჯახები ჯანსაღ გარემოს ვერ უქმნიან სპორტსმენს და ვიმკით იმას რასაც ვიმსახურებთ, ერთეულები ფონს ვერ შექმნის...
გუსანი
19 ნოემბერი 2019 02:18
16
აბა ერთი აქაურ გრუზინულ კომენტარებს მოუსმინე? ყველას ბრალია ფეხბურთელების გარდა! დაუგლეჯავთ ბიჭებს, მაგრამ რას გახდებოდნენ, რომ არა ალბანელი მსაჯი, უხეში სლოვაკეთი და ნერვოზა ცეცაძე? გუნდმა კარში ერთხელ ვერ მოარტყა ზუსტად, ეგ არის უკეთესი თამაში ? კოხრეიძეს ერთი მომენტი ჰქონდა და ისიც შუაში დაურტყა. ჯობია ჩავიხედოთ ჩვენს თავში და მიზეზიც იქ ვეძებოთ
: )))))))
19 ნოემბერი 2019 10:53
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული