U21. გაძევებები, გინება, ჩხუბი, ფურთხება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი სლოვაკეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთთან 2:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფრანგეთთან შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა. სასტარტოში ვიხილეთ კვარაცხელია და პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული დავითაშვილი.

დებიუტში მეკარესთან პირისპირ გასულ კოხრეიძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ დაახანა და მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა კუციამ, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა, მალისთან გაითამაშა და შიპოშის კარი დალაშქრა.

სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ, მეტადრე მარცხენა ფრთიდან გვიტევდნენ და კოლესარმა საპასუხო გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე კი ლოჩოშვილმა მეორე ყვითელი
ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის კაპიტან ჰერცს თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცეს და სლოვაკები დაწინაურდნენ. შემდეგ გუგეშაშვილმა ჩობოტის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი მოიგერია და ცეცაძემ ოთხმაგი ცვლილებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა. თუმცა მალე გამბოშმა მესამე გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე მსაჯმა პოკორნი გააძევა. საქართველოს ნაკრებმა შეუტია. სპანდერაშვილმა ნაკუთხურალ ბურთს შიპოშის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მერე ნინუას საჯარიმო მეკარემ მოიგერია, კუციას თავური მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. ამას გუნდებს შორის ჩხუბი და მწვრთნელების გაძეევებები მოჰყვა და დავმარცხდით.

არადა, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და ვინ იფიქრებდა, თუ წააგებდა.

ნიტრა. "პოდ ზობორომი"
სლოვაკეთი - საქართველო 3:2
გოლები: 1:0 კუცია (8), 1:1 კოლესარი (28), 2:1 ჰერცი (52), 3:1 გამბოში (66), 3:2 სპანდერაშვილი (89)
გაძევება: ლოჩოშვილი (40), პოკორნი (83)

სლოვაკეთი: შიპოში, სულეკი, ვალო, ორავეცი, მოიზისი, გამბოში, კოლესარი (დურისი 57), ჰერცი (სპირკა 68), პოკორნი, ალმასი, ჩობოტი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 59), ტაბატაძე, ქოჩორაშვილი (ნინუა 59), კუცია, დავითაშვილი (ბუღრიძე 59), კვარაცხელია (სილაგაძე 43), კოხრეიძე (ქავთარაძე 59)
მკითხველის კომენტარები / 44 /
ეს ბიჭები მეცოდებიან აესეთი მეორე წაგებით. მაგრამ იმედია სწორ დასკვნებს გამოიტანენ ამ წაგებიდან და თვით მწვრთელის ქცვიდან. Kაი ბიჭობა თუ ძველი ბიჭობა ღთამაშებს არ იგებს. მესი და რონალდო რამდენს მუშაობენ თავის თავზე უნდა დაინახონ. ამას გარდა დიდ ნაკრებშიც და ამ ნაკრებშიც მეტოქეს ისე იოლად აღებიებენ ბურთს და აძლევენ მის დამუშავების საშუალებას რომ ყველაფერი დაგვიანბულია. მეკარეზე დაბრალება არ შეიძლება ყველაფერი როდესაც დამცველი არაფერს შვება და ასე იოლად აძლევენ დართყმის საშუალებას. მწვრთნელი კიდევ სამაგალითო უნდა იყოს ამ ბიჭებისათის. Bევრი კარგი ბიჭი იძრდება და ასე თუ გაგრძელდა კიდევ დაიკარგება ეს თაობაც.
niko
19 ნოემბერი 2019 02:45
5
Nუ ჩაიხვიეთ ამ კაი-ბიჭობა ძველიბიჭობით არ იცით რა თ ***** ები არიან ეგ სლოვაკები და სლავები საერთოდ ქართველის მიმართ არ გასულხართ საქართველოდან არ გიწვნევიათ საკუთარ თავზე მაგათი წამპლობები და ვითომ ძაან დასტოინებივით ჩვენებს ამტყუნებთ აქ. დაიჯერეთ არაა ცოდვა მაგათი აწიოკება პირიქით რაც უფრო გაუვათ მით უფრო გაგიბლატავდებიან ყველაფერი უნდა დაახიო თავზე
Zviad.
19 ნოემბერი 2019 04:36
8
ეს თამაში წააგო პირველ რიგში მეკარემ, მე-2 და მე-3 ბურთი უნდა აეღო ცალსახად, წააგო მცველმა -ლოჩოშვილმა, რომელიც არ ვიცი სად თამაშობს და არც მეუბნებით. და ბოლის წააგვაგებინა მსაჯმა. მსაჯის შეცდომებამდე, ჩვენების შეცდომებიც უნდა აღინიშნოს, მომავალში რომ გამოასწორონ
ჩვეულებრივი რომანა
19 ნოემბერი 2019 01:15
8
იმდენად გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი, მე არ ვიცი ბიჭები გრძნობენ თუ არა ამას.ახალკაცის გარდა ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ გამოუმუშავა გამარჯვებულის ფსიქოლოგია გუნდს.
gia jashi
18 ნოემბერი 2019 23:18
1
ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. პირველი თხუთმეტი წუთის შემდექ მართლაც ემჩნეოდათ რომ უპირატესობას გრძნობდნენ და ყურადღება მოადუნეს.ლოჩოშვილის ეპიზოდში ჯარიმა და ყვითელი მოწინააღმდეგეს ეკუთვნოდა. გარღვევის დროს ხელთ ეჭირა ლოჩოშვილის მაისური, მაგრამ მსაჯებს ეტყობა მითითება აქვთ, რომ ჩაგვძირონ. მეკარემაც ვერ ივაჟკაცა. გამოჩნდა, რომ არაბიძე ძალიან დიდი ძალაა. თან ავტორიტეტი აქვს ახალგაზრდულში და მას მიჰყავს თამაში. დავითაშვილი კი მეტად დაიხვეწება და აგერ ნახავთ, დიდ ფეხბურთს ითამაშებს. დაკარგული არაფერია და ყველაფერი ბიჭების ხელთაა(უფრო ფეხთა:)...ცეცაძეზე კი საუბარიც არ მინდა. ყველაზე მეტად ცქიფო მოუხდებოდა ამ ნაკრებს მწვრთნელად, თუ არაბიძისადმი ალერგია არა აქვს, როგორც ბევრს.
emigranti
19 ნოემბერი 2019 02:42
10
ლეჩოშვილი რომ არ გაეგდო მსაჯს,მინიმუმ არ წავაგებდით,ოღონდ იმას არ ვიძახი მსაჯმა წაგვაგებინამეთქი
ნიკა
19 ნოემბერი 2019 13:28
0
გადადგეს არა გადმოდგეს კიდე! რო გადადგეს მერე თქვენც ვენგერი არ ჩამოიყვანოთ რა, ძალიან მშვენიერი მწვრთნელია საქართველოს რეალობაში. მსაჯებმა დაგგვჩაგრეს პირწმინდად და უმტყუნა ნერვებმა, ასეთი რამე თვით ფერგიუსონს, მაურინიოს, გვარდიოლას და კიდე ბევრს მოსვლია, მე მაინც უფრო 2 ან X2 ვისაც ეწერა იმათი კომენტარები მგონია ესენი. შეცდომები ბევრი იყო, ბევრი ფეხბურთელიც უნდა შეიცვალოს და სხვას მიეცეს შანსი, მეკარეს რაც შეეხება ძალიან მძიმეა, თითქმის ნერვი არ აქვს, ცოტა უნდა გამოფხიზლდეს , მაგას ან ეგეთი ხასიეთი აქ, ან კიდე თავი კანისარესი გონია უკვე, თორე რა ტემპშიც ეგ მოძრაობს, უმაღლეს დონეზე კატასტროფულ შედეგს დადებს, ვერ გამოზიდავს კარიდან ბურთებს! ბურთის შეყვანას აგვიანებს, ძალიან ზანტად მოძრაობს, და აქედან გამომდინარე რეაგირებას აგვიანებს, არადა რამოდენიმეჯერ მართლა მაგარი ბურთები მოიგერია, ეს კი ნიშნავს იმას რომ შეუძლია და რაღას ძერსკობს და რაღას ინაზება ვერ ვხვდები.
Vasili
19 ნოემბერი 2019 11:34
5
ცეცაძე უეჭველი უნდა წავიდეს,ჩააბარონ ეს ნაკრები დევდარიანს ან გიორგი ყიფიანს და ნახავთ შედეგს ფეხბურთს და დისიპლინასაც,
ვასილის
19 ნოემბერი 2019 15:38
3
Bichebo tbilishi sul shevavsebt dinamos stadions unda moigot yvela tamashi saxlshi
ტეტე1234
19 ნოემბერი 2019 01:24
1
ასეთი საქციელის მერე ცეცაძე კი არ უნდა გადადგეს უნდა გააგდონ.
ლევანი
18 ნოემბერი 2019 23:27
16
ცეცაძე უნდა წავიდეს. მე მგონი ახსნა არ ჭირდება რატომ უნდა წავიდეს. ფეხბურთელებთან არანაირი პრეტენზია. მწვრთნელმა უნდა ასწავლოს როგორ უნდა მოიქცეს ფეხბურთელი კრიტიკულ სიტუაციაში და არა პირიქით. განსაკუთრებით როდესაც შენი ქვეყნის სახეს წარმოადგენ.
გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2019 01:04
15
"Yochag" cecadzes, mwvrtneli ifurtxebodes, asets xshirad ver naxav.)
Dato
18 ნოემბერი 2019 23:29
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული