U21. გაძევებები, გინება, ჩხუბი, ფურთხება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი სლოვაკეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთთან 2:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფრანგეთთან შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა. სასტარტოში ვიხილეთ კვარაცხელია და პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული დავითაშვილი.

დებიუტში მეკარესთან პირისპირ გასულ კოხრეიძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ დაახანა და მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა კუციამ, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა, მალისთან გაითამაშა და შიპოშის კარი დალაშქრა.

სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ, მეტადრე მარცხენა ფრთიდან გვიტევდნენ და კოლესარმა საპასუხო გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე კი ლოჩოშვილმა მეორე ყვითელი
ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის კაპიტან ჰერცს თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცეს და სლოვაკები დაწინაურდნენ. შემდეგ გუგეშაშვილმა ჩობოტის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი მოიგერია და ცეცაძემ ოთხმაგი ცვლილებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა. თუმცა მალე გამბოშმა მესამე გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე მსაჯმა პოკორნი გააძევა. საქართველოს ნაკრებმა შეუტია. სპანდერაშვილმა ნაკუთხურალ ბურთს შიპოშის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მერე ნინუას საჯარიმო მეკარემ მოიგერია, კუციას თავური მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. ამას გუნდებს შორის ჩხუბი და მწვრთნელების გაძეევებები მოჰყვა და დავმარცხდით.

არადა, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და ვინ იფიქრებდა, თუ წააგებდა.

ნიტრა. "პოდ ზობორომი"
სლოვაკეთი - საქართველო 3:2
გოლები: 1:0 კუცია (8), 1:1 კოლესარი (28), 2:1 ჰერცი (52), 3:1 გამბოში (66), 3:2 სპანდერაშვილი (89)
გაძევება: ლოჩოშვილი (40), პოკორნი (83)

სლოვაკეთი: შიპოში, სულეკი, ვალო, ორავეცი, მოიზისი, გამბოში, კოლესარი (დურისი 57), ჰერცი (სპირკა 68), პოკორნი, ალმასი, ჩობოტი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 59), ტაბატაძე, ქოჩორაშვილი (ნინუა 59), კუცია, დავითაშვილი (ბუღრიძე 59), კვარაცხელია (სილაგაძე 43), კოხრეიძე (ქავთარაძე 59)
მკითხველის კომენტარები / 44 /
მსაჯს 4 წითელი ბარათის ამოღება რომ დასჭირდება,ეს ნიშნავს,რომ პირწმინდად გააფუჭა თამაში.არადა ორიოდეს წითელის დამატებას კიდევ მოითხოვდა თამაში.სლოვანები 30 ჯერ დაჯარამიდნენდა აქედან თითქმის არცერთი არ იყო ტაქტიკური,წვრილი ჯარიმა.ეს ასკარად უხეში თამაში იყო და მსაჯმა აქეთ გააძევა ჩვენი.იმ მომენტშიც მეტოქე უფრო არღვევდა წესებს,ამან კი პირდაპირ მეორე გაფრთხილება ჰკრა
სოსო
19 ნოემბერი 2019 12:43
1
სიმართლეს ვერ გავექცევით. ანგარიში კანონზომიერია - სლოვაკეთმა გააზრებული ფეხბურთი ითამაშა, ჩვენ ერთი კომბინაცია ვერ გავათამაშეთ. გვაჯობეს ფიზიკურად ორთაბრძოლებში , მიწაზე თუ ჰაერში. კარში დარტყმაც ზუსტი ჰქონდათ და ფეხბურთი მეტი მართლა აღარაფერია.
: )))))))
18 ნოემბერი 2019 23:21
15
ისე ჩვენი ამბიცია და მიზანი უცნაურად ჟღერს მეორე ადგილი გვინდა!! პირველზე არ ვფიქრობთ.. ალბად გენში გვაქ უკვე გამჯდარი რომ საარსებო მინიმუმს მიზანი და ამბიცია დავარქვით.. რეალობა ასეთია ქვეცნობიერის დონეზე ეგრე ვართ მთელი ერი ფეხბურთელებთან ერთად.. დარჩენილი თამაშებიდან ყველა უნდა მოვიგოდ!! და როცა ბრძოლის ველზე გადიხარ წაგებაზე ფიქრი არაფერს კარგს არ მოგვიტანს ამიტომ უმაღლესი მიზანი უნდა დაისახო,, და მაინც თუ დამარცხდი წუწუნს და თითის შვერას უნდა მოეშვა, უნდა გახსოვდეს რომ, შენ ომი არ წაგიგია ეგ მხოლოდ ბრძოლა იყო!!
ჩორნა
19 ნოემბერი 2019 15:50
0
ცეცაძე ასისტენტად და ერთი კარგი მთავარი მწვრთნელი უშველიდა საქმეს მარა ასისტენტის ადგილი დაკავებულია და ვერც კარგ ქართველ მწვრთნელს ვიხსენებ თორე ფეხბურთელები კარგი გვყავს
შოკირებული გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2019 12:54
2
ცეცაძე ნაკრებიდან სასწრაფოდ უნდა წავიდეს,ჩააბარონ ეს ნაკრები გიორგი დევდარიანს ან გიორგი ყიფიანს და ნახავთ შედეგს,ფეხბურთის ხარისხსაც და მოგებებსაც,
luka
19 ნოემბერი 2019 01:20
14
მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ გუნდურ თამაშს რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალზედ მნიშვნელოვანია და უნდა ისწავლებოდეს ბავშვობიდან,ასევე თავი იჩინა სათამაშო პრაქტიკის არ ქონამ მაგ..ლოჩოშვილი და ასევე ძირითადი შემადგენლობის არასწორად შერჩევამ, მეტი ყურადღება ჭირდება ბავშთა ფეხბურთს ყველა მიმართულებით
იკა
19 ნოემბერი 2019 11:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული