სლოვაკთა მწვრთნელი საქართველოზე: თანაბრად რომ ვყოფილიყავით, იგივე შედეგი იქნებოდა

AutoSharing Option
სლოვაკეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულამ საქართველოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ჩვენი მხრიდან შესანიშნავ გუნდურ მოქმედებას ჰქონდა ადგილი. ძალიან კარგად ვითამაშეთ და მინდა ვთქვა, რომ საოცარი თაობა გვყავს. ლოჩოშვილის გაძევება დაგვეხმარა, ბუნებრივია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მოედანზე თანაბრად რომ ვყოფილიყავით, იგივე შედეგი დაფიქსირდებოდა. ლუკას გაძევების მომენტი ვერ დავინახე, ჩემ ზურგს უკან ხდებოდა ყველაფერი, თუმცა, როგორც ვხვდები, რაღაც დარღვევა იყო.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ძლიერ გუნდს მოვუგეთ. ყველამ დაინახა, რომ ქართველებს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავდათ და
ჩემს ბიჭებს მათ დასამარცხებლად ბოლომდე დახარჯვა დასჭირდათ. 3:1-ზე, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა მოწინააღმდეგემ აჩვენა, რომ შეტევა შეეძლო. ჩვენ თამაშში დავრჩით. ეს დიდი მიღწევაა. ჩემი ფეხბურთელები ასეთ შეხვედრებში იზრდებიან. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ.

რაც შეეხება დაპირისპირების ეპიზოდს მატჩის ბოლოს, ვიღაც თავზე შემომახტა, თუმცა მე ყვითელი ბარათი უკვე მქონდა და უკან დავიხიე, თავი შევიკავე. სხვებსაც დამშვიდებისკენ მოვუწოდე".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჟურნალისტებო რატო არ ამახვილებთ ყურადღებას ერთერთი სლოვაკი მწვრთნელის უღირს საქციელზე? თუ თქვენი ქვეყნის გაკიცხვაში ხართ მარტო მაგრები? ცეცაძის შეფურთხება ხო გახადეთ ჰიტი და იმ მომენტს როცა იმათი მწვრთნელი ქართველ ,,ბავშვს,, ჩაგრავს არცკი ინტერესდებით რატომ გსიამოვნებთ თქვენი ქვეყნის სახელის შელახვა
ლადო
20 ნოემბერი 2019 11:15
0
ყველა პარაზიტი ზემოდან გვიყურებს ... გინდ წინიდან უქენი გინდ უკნიდან ბოლოს მაინც რომ ბლატაობენ
1
20 ნოემბერი 2019 04:52
0
რაც იტალიამ უქნა სომხეთს, ის უნდა ვუყოთ მაგათ აქ
დომენტი
19 ნოემბერი 2019 20:24
0
თანაბრად რომ ვყოფილიყავით წაგებული გქონდათ და ამას თბილისში დაგიმტკიცებენ ჩვენი ბიჭები.
WTF
19 ნოემბერი 2019 17:00
0
2008 წლის ომში ჩირგვებში იმალებოდნენ ზოგიერთები და შემდეგ უკანალები მიუშვირეს რუსებს გმირობის დასამტკიცებლად,იმედია ჩვენი სოციალურ ქსელში გმირობაც და ბაქიბუქიც,უკვალოდ არ ჩაივლის,ამიტომ ყველანი სტადიონზე სლოვაკეთის უ21 წინააღმდეგ.რა უნდა მოხდეს,რომ ეს თამაში გავმაზო.გორში რომც ჩატარდეს,მაინც წავალ.წარმატებები ბიჭებს.
საქართველო
19 ნოემბერი 2019 16:56
4
დასაწყისში აშკარად ჩანდა,რომ ჩვენ უკეთესი ტექნიკა გვქონდა და დიდი უპირატესობაც,მაგრამ გოლის შემდეგ ჩვენებმა ჩათვალეს,რომ გაცილებით ძლიერები იყვნენ მეტოქეზე და გუნდურად თამაშის ნაცვლად,ყველამ თავის თავზე დაიწყო თამაში.შედეგად პირველი გოლი მივიღეთ და სლოვაკები თამაშში დაბრუნდნენ,ჩვებ კი გუნდური თამაში ვეღარ აღვადგინეთ.სლოვაკებმა მუდმივად ჯარიმის ზღვარზე და მის იქით თამაშით,ჩვენები წონასწორობიდან გამოიყვანეს,მსაჯი კი გულგრილად უყურებდა მეტოქის უხეშობას,შემდეგ კი ჩვენი ისე გაგვიძევა,რომ მეტოქეც ლოჩოშვილის თანაბრად არღვევდა წესს.მსაჯმა სრულიად შეგნებულად შეუწყო ხელი სლოვაკებს უხეშობაში და ამით დათრგუნა ჩვენი ტექნიკური უპირატესობა,განერვიულებული გუნდის დამარცხება კი,უკვე ტექნიკის საქმე იყო.სლოვაკები თავიდანვე ცდილობდნენ ჩვენი ბიჭების ნერვებზე აგდებას და ასეთი ცინიზმით და მსაჯის ხელშეწყობით,შესძლეს კიდეც.ცეცაძეს,ყველაფრის მიუხედავად,თავის შეკავება მართებდა,ახლა მასაც დისკვალიფიკაციას აჰკიდებენ და საერთოდაც ჩვენ ასაკობრივ ნაკრებებშიკალათბურთშიც,და აქაც,საკმაოდ ხშირია ხმამაღალი დედი გინება მწვრთნელების მხრიდან.მწვრთნელი კი პირველ რიგში აღმზრდელია ახალგაზრდა ადამიანებისა და უკვე შემდეგ, სხვა დანარჩენი.საგრძნობი იყო ჩვენი დაღლილობაც,ფრანგებთან მატჩის შემდეგ,ფრანგები კი,დღეს თამაშობენ.
სოსო
19 ნოემბერი 2019 16:21
0
ადრიან, გამოექანე მთაწმინდიდან!
llcl
19 ნოემბერი 2019 16:19
0
ვერ გავიგე რა აზრი აქვს მწვრთნელისაგან ასეთი კომენტარის გაკეთებას. როგორც ჩანს გამარჯვების არასრულფასოვნების შეგრძნება აქვს. რათქმაუნდა გაძევებამ იმოქმედა საბოლოო შედეგზე. ყველა ვარიანტში წააგებდნენ სლოვაკები. ლოჩოშვილის დარღვევა უფრო მისი სიტლანქის ბრალი იყო ვიდრე პოზიციური შეცდომის. ის ჯერ დასახვეწია, ნაკლებად პლასტიკურია და ამის დაბალანსებას ფიზიკური ძალით ცდილობს. ყველაფრის თავი და თავი კი დისიპლინის ნაკლებობა, განიავებული მომენტები და არგაცემული პასებია. როდესაც ჩვენ კაცნაკლულნი დავრჩით, უკვე მინიმუმ 0:3 უნდა ყოფილიყო ანგარიში. მაგრამ ბიჭები გამოცდილებამ და დისიპლინამ დააღალატა.
ანესთეზეოლოგი
19 ნოემბერი 2019 16:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული