U21. დანაკლისით ნიდერლანდებთან - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, დღეს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ვენლოში, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და ვენლოდან, მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

რამაზ სვანაძის გუნდს, დღევანდელ მატჩში, ნაკრების ცენტრალური მცველი - საბა საზონოვი ვეღარ დაეხმარება, რომელსაც ვირუსის შედეგად გამოწვეული მაღალი ტემპერატურა აქვს.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: ხარატიშვილი, ზურაბიანი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ლომინაძე, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, ო. მამაგეიშვილი, ოდიშარია, კვერნაძე

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ არავინ მიწყენს და მთავარი ძალა დაგვაკლდა დაცვაში, ჩვენი შანსებიც საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ბრძოლა უნდა ბოლომდეე...
Givi
21:23 09-09-2024
0

სიახლეები პოპულარული