U17. შეხლა-შემოხლა, გაძევება - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა მონტენეგროს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში ჩატარებულ განვითარების თასზე მონაწილეობის მიღების შემდეგ მონტენეგროში გადაინაცვლა და პოდგორიცის "ბუდუჩნოსტის" სტადიონზე მასპინძელი თანატოლები 1:0 დაამარცხა.

გოლი 28-ე წუთზე გიორგი რობაქიძის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გიორგი პარკინაშვილმა თავით გაიტანა. თამაში რამდენიმეჯერ შეხლა-შემოხლის გამო გაჩერდა და მსაჯმა 76-ე წუთზე გიორგი ტაბატაძე გააძევა.

გიორგი ჩიტაურის შეგირდები მონტენეგროსთან კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 17 თებერვალს ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, ჩვენი გუნდი  მარტში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება.

საქართველო: კურტანიძე, ხარჩილავა, ნარიმანიძე, ჩიხაძე, მაღრაძე (ხაჩიძე 67), ტაბატაძე, ალიბეგაშვილი (გადილია 67), ლორთქიფანიძე, ციკოლია, რობაქიძე,
პარკინაშვილი

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეკრანზე უ18 ეწერა მონტენეგრო,ანუ დიდებთან მოვიგეთ?ყოჩაღ ბიჭებს, ეგენი უხეშები და აგრესიულები არიან და მეორე თამაშში 2 ან 3 გოლი მივართვათ და დაწყნარდებიან უცბად.
გია
16 თებერვალი 2022 00:21
1
ეს ამხანაგური იყო?? ჩახოცეს ერთმანეთი ლამის...
სოსო
15 თებერვალი 2022 23:16
1
რა იყო ეს ? ამხანაგური თამაში იყო თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ? ასეთი ჩეხვააა @ ის ნაბ...რი მონტენეგროელები რომ მაგარი მჩეხავები და პროვიკატორები არიან კიდევ ერთხელ გამოჩდა @ უნდა წამოვიდნენ ჩვენები მანდედან მეორე თამაში აღარ ჩაატარონ !!
zura222
15 თებერვალი 2022 23:15
2

სიახლეები პოპულარული