Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
მინსკის განვითარების თასზე მოასპარეზე საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ტურნირის ფარგლებში ბოლო მატჩი ჩაატარა და მოლდოვის ნაკრებს დიდი ანგარიშით - 7:0 მოუგო!
17-წლამდე ნაკრებიდან, მოლდოველთა კარში გოლები - აკაკი გიუნაშვილმა, გიორგი ტაბატაძემ (2), ამინ კარაევმა (2), დავით გოგიჩაიშვილმა და ლაშა გადილიამ გაიტანეს.
მინსკიდან, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მონტენეგროში მიემგზავრება, სადაც მასპინძელ გუნდთან 15 და 17 თებერვალს 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. Nakrebi.ge