ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

რამაზ სვანაძე: ვეცდებით, ეს წაგება სასიკეთოდ გამოვიყენოთ

AutoSharing Option
სტუმრად ამხანაგურ მატჩში პორტუგალიასთან 1:4 დამარცხების შემდეგ, nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ გააკეთეს:

რამაზ სვანაძე (21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ცუდია, რომ ძალიან კარგი სერია რომელიც გვქონდა, დღეს შეწყდა. უფრო ცუდი ის არის, რომ თამაში შეიძლება წავაგოთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომლითაც ბოლო წლებში თავი დავამახსოვრეთ გულშემატკივარს.

ვეცდებით, რომ ეს წაგება სასიკეთოდ გამოვიყენოთ, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ძალიან კარგია, რომ ესეთ გუნდებთან ვთამაშობთ. მიუხედავად მარცხისა, ეს ჩვენთვის არის უდიდესი გამოცდილება, ზუსტად ის
გამოცდილება, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება ევროპის ჩემპიონატზე".

ნიკა გაგნიძე (21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი): "ვფიქრობ, რომ დღევანდელი შედეგი პირველ რიგში განაპირობა იმან, რომ ჩვენ ვერ ვითამაშეთ ჩვენი თამაში, ვერ ვაჩვენეთ ჩვენი პლუსები და საბოლოოდ მივიღეთ ეს შედეგი.

მაგრამ წინ არის მეორე თამაში, სადაც ვეთამაშებით თურქეთს და ვეცდებით, ის შეცდომები, რომლებიც ამ თამაშში დავუშვით, გამოვასწოროთ და მოვახდინოთ რეაბილიტაცია ჩვენი თავის და გულშემატკივირის წინაშე".

ასევე დაგაინტერესებთ