საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 15 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხელ მესხზე, ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი რიეკაში გაემგზავრება, სადაც პლეი-ოფის მეორე მატჩს ითამაშებს.

აღნიშნული მატჩებისთვის, რამაზ სვანაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი დებიუტანტია, 17, 19 და 20-წლამდე ასაკობრივი გუნდების ყოფილი ნახევარმცველი - დაჩი ლორდქიფანიძე ახალგაზრდულ ნაკრებში პირველადაა გამოძახებული, ასევე გაგრას მცველი ირაკლი იაკობიძეც 21-წლამდე ნაკრების შეკრებას პირველად გაივლის.

დისციპლინაურლი სანქციების გამო (ყვითელი ბარათები), ხორვატიასთან გასამართი პლეი-ოფის პირველ მატჩს, გუნდის კაპიტანი საბა ხვადაგიანი და ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე გამოტოვებენ.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), ირაკლი იაკობიძე (გაგრა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია)

დავით 67
დდდ-ს! რუსულ ვარიანტში ტ იწერება და დ. თუმცაღა მარტო არ ხარ. ლაიქების მიხედვით.
სოსო
აქამდე ხვადაგიანის კაპიტნობით და ფეხბურთის თამაშით მოვიდა ეს ნაკრები.არც ბევრი გოლი გაუშვია.პლეი ოფში გასვლა,არც თუ ცუდი შედეგია და როცა ის არ გვეყოლება,მაშინ გამოჩნდება,მისი შემცვლელის დონე.სვანაძე ძირფესვიანად იცნობს ქართული ფეხბურთის რეზერვებს და რაც გვყავს,არავინ გამორჩება.ხორვატები,ზოგადად ევროპაში ყველაზე მაღალი ხალხია,არც ფეხბურთის თამაშში და ტექნიკაში დაეწუნებათ რაიმე და ძალიან მძიმე გამოცდა გველის,მით უფრო,რომ თითქმის მთელი დაცვის ხაზი,მეორე ნომრებისაგან შედგება.არც ხორვატების დაცვა,შეუვალი და ეს არის ჩვენი იმედი,რომ შესაძლოა ჩვენ შევძლოთ ანგარიშში წინ გასვლა და მერე,კონტრშეტევებზე თამაში.თუ მხოლოდ დაცვაზე მიგვიდგა საქმე,სავარაუდოდ ვერ გავუძლებთ.ბოლო თამაშში,ძალიან ბევრი გაფრთხილება მივიღეთ ისე,რომ ამისი აუცილებლობა არ იყო და თუ მომდევნო თამაშშიც მივიღებთ ყვითლებს,სავარაუდოდ,კიდევ გამოგვაკლდებიან ბიჭები,დისკვალიფიკაციის გამო.პლეი ოფია და აქ სიფრთხილე აღარ გამოვა.ყველა ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.სიფრთხილეს აქამდე ჰქონდა აზრი.
გიორგი
გოგლიჩიძეს რატომ არ უთმობს სანიოლი ნაკრებს უნდა შევაჩვიოო და თამაშს არ აძლევს ვერაფლიდ ვერ ვხდები სერია ას ძირითადის მოთამაშე ნაკრებში სათადარიგოა ხოლო სერია ბ ეს სათადარიგო ძირითადში
Lasha
Kvadagiabis imedze tu xarr tqven icit mashin
რით ვერ ისწავლეთ
რა ტრანვა?! არც ტრამვა. ტ რ ა ვ მ ა!!!
დდდ
დ-თი იწერება რუსულ ვარიანტში, ქართულად თ-თი რომ უნდა დაიწეროს, ამაზე ორი აზრი ვერ იქნება და ვისაც არ სჯერა, შეუძლია, ცხონებული ლორთქიას სული გამოიძახოს...
thanks
წარმატებები ბიჭებს იმედია გავალთ მაგრამ შანსები ძალიან დაბალი გვაქვს 10-90ზე იმედია 10 პროცენტი გაამართლებს...
ნუგო
დიდი გამარჯვება! დიდი სიხარული მოგენიჭებინოთ საქართველოსათვის!
ემიგრანტი
ჩემი აზრით სიგუა არ უნდა გამოეძახებინა ბაძელში გამაცხადშიც არ არის ტრანვა მოიშუშა ფორმაში შესვლა სქჭიროა რავიცი რავიცი წარმატებები ნაკრებს იმედია გავალთ ✌️
Walkabout
ასეთი გვარი - ლორდქიფანიძე არ არსებობს, ლორთქიფანიძეა სწორი... ვიცი რომ ტრანსფერმარკტზე ლორდქიფანიძე წერია და ზოგიერთი იტალიური გამოცემაც ასე წერს, ვიღაცეებს ფეისბუქშიც ლორდქიფანიძე უწერიათ, მაგრამ ლორდი არა ჰერცოგი, ჩვენ ხომ ვიცით რომ ძველი იმერული თავადური გვარია ლორთქიფანიძე, ციხეც ჰქონდათ და ხონის საეპისკოპოში შედიოდნენ...
Givi
რა საინტერესოა ვინ უნდა დადგეს დაცვის ცენტრში? არც გოგლიჩიძეა და ხვადაგიანიც ტოვებს თურმე, არადა მეკარეც არ არის ძალიან მაღალი დონის... სასწაული იქნება გოლი(ები) რომ არ გაუშვათ, იმედია ვცდები...
Givi
რა საინტერესოა ვინ უნდა დადგეს დაცვის ცენტრში? არც გოგლიჩიძეა და ხვადაგიანიც ტოვებს თურმე, არადა მეკარეც არ არის ძალიან მაღალი დონის... სასწაული იქნება გოლი(ები) რომ არ გაუშვათ, იმედია ვცდები...
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ
[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
რამაზ სვანაძე: დასანანია, რომ მთელი გეგმა ორმა ინდივიდუალურმა შეცდომამ აგვირია
რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია